ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას… დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ!
თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ წვიმა, მაგრამ ხსნით ქოლგას, როცა წვიმს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ მზე, მაგრამ პოულობთ ჩრდილს, როცა მზე კაშკაშებს. თქვენ ამბობთ, რომ გიყვართ ქარი, მაგრამ ხურავთ ფანჯრებს, როდესაც ქარი ჰქრის. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ იტყვით თუ როგორ გიყვარვართ მე.
მხოლოდ ერთხელ შენს ცხოვრებაში, მჯერა იპოვი ადამიანს, რომელიც შენს სამყაროს სრულიად თავდაყირა დააყენებს. შენ ეტყვი მას იმას, რაც სხვისთვის არასდროს გაგიზიარებია და ისინი გაიგებენ ყველაფერს რაც თქვი და მართლა მოუნდებათ მეტის მოსმენა.
მხოლოდ ერთი ამბიცია მაქვს, თქვენ იცით. მხოლოდ ერთი რამ ძალიან მინდა რომ მოხდეს. მინდა რომ ვხედავდე კაცობრიობა ცხოვრობს ერთად – შავი, თეთრი, ჩინელი, ყველა – სულ ეს არის.
თუ ის გასაგიჟებელია, ის არ იქნება მარტივი. თუ მარტივია, ის არ იქნება გასაგიჟებელი. თუ რამედ ღირს, შენ არ დაანებებ თავს. თუ დაანებებ, ის არაფრად ღირს… სიმართლე ისაა, რომ ყველა გატკენს, შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, ვინც ღირს ტანჯვად.
შენ შეიძლება არ იყო მისი პირველი, უკანასკნელი ან ერთადერთი. მას უყვარდა ადრე და შეიძლება შეიყვაროს კიდევ. მაგრამ თუ უყვარხარ მას ახლა, სხვა რაღაა მნიშვნელოვანი? ის არ არის უნაკლო.
შენ ჰპოვებ ძალას იმაში, რომ გყავს ნამდვილი მეგობარი, ან თუნდაც სულის თანამოაზრე, რომელიც ლოიალური იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ცხოვრება მოგეჩვენება უფრო განსხვავებული, ამაღელვებელი და ძვირფასი. შენი ერთადერთი იმედი და დაცვა იქნება იმის ცოდნა, რომ ისინი შენი ცხოვრების ნაწილნი არიან.
არ ატკინო მას, არ შეცვალო არ მოელოდო მისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. არ აანალიზო. გაიღიმე, როდესაც გაგაბედნიერებს, იყვირე, როდესაც გაგაბრაზებს და მოგენატროს, როდესაც არ არის შენს გვერდში.
სიყვარული ძნელია, იმიტომ, რომ არ არსებობენ უნაკლო ბიჭები, მაგრამ არსებობენ ისეთები, რომლებიც უნაკლო არიან შენთვის.
6 თებერვალი ბობ მარლის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ