აგერ უკვე მე-3 ათწლეულია ვცდილობთ დასავლეთს დავუმტკიცოთ/შევახსენოთ, რომ ვართ და ყოველთვის ვიყავით ევროპისა და მისი ისტორიის განუყოფელი ნაწილი. თავის მხრივ დასავლეთი ხშირად ეჭვქვეშ აყენებდა ამ ჰიპოთეზას და შესაბამისად საქართველოსა თუ ზოგადად კავკასიის რეგიონის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის აუცილებლობას. ამ ჭრილში ვფიქრობ საინტერესოა ქართულ ევროპული ურთიერთობებსი ისტორიის ანალიზი. რადგანაც ხშირად როგორც ადამიანების ისე სახლემწიოების ამათუ იმ ქცევის/მიდგომის ახსნა მათი წარსულის შესწავლის შემდეგ ბევრად ადვილი ხდება.
ნაწილი I
ანტიკურ ეპოქაში დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამეფოები კულტურულად თუ ეკონომიკურად მჭიდრო კავშირში იყო დასავლეთის, პირველ რიგში კი საბერძნეთის ცივილიზაციასთან. აღმოსავლეთ რომის იმპერიის ანუ ბიზანტიის ცალკე ევროპის ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების შედეგად ევროპის კულტურული საზღვრები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსა და სამხრეთ კავკასიას მიუყვებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაში კი ამ პერიოდში ბარბაროსული ტომები სახლობდნენ.
ბიზანტიის იმპერიის დაცემამ დაკავკასიის ჩრდილოეთ ნაწილში სლავური ერების ეტაპობრივმა გაბატონებამ, იმავე ევროპის საზღვრები უკვე შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსა და ჩრდილოეთ კავკასიაზე გადაიტანა, საქართველო კი აღმოსავლური იმპერიების გავლენის ქვეშ მოექცა.
საქართველომ მაშინვე დაიწყო ახალი მოკავშირეების ძებნა დასავლეთში, ამიტომაც ის აქტიურად გამოეხმაურა ერთიანი ქრისტიანული ძალებით კონსტანტინოპოლის გათავისუფლების შესახებ რომის პაპ ნუნციის მოწოდებას . საქართველოს მეფე გიორგი VIII, სამეგრელოს მთავარი და ყვარყვარე ათაბაგი სხვა აღმოსავლეთის ქრისტიანულ სახელმწიფოებთან ერთად გამოთქვამდნენ მზადყოფნას 120000 არმია გამოეყვანათ[1], თუმცა ამ ინიციატივამ ნაკლები გამოძახილი ჰპოვა თვითონ ევროპაში, რადგან „ჯერ ერთი, ევროპულ სახელმწიფოებს თავიანთი პრობლემები – პოლიტიკური და ეკონომიკური – საკმაოდ ბევრი ჰქონდათ. მეორეც, თურქეთი, სამხედრო თვალსაზრისით, მეტად ძლიერი იყო. მის დამარცხებას მთელი ევროპის სამხედრო პოტენციალის მობილიზება სჭირდებოდა. ევროპული სახელმწიფოები კი, განსხვავებულად იაზრებდნენ ამ მზარდ იმპერიასთან ურთიერთობას, კერძოდ, საფრანგეთი, მასში მოკავშირესაც ეძებდა და, დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ, 1535 წ. ასეთი ხელშეკრულება კიდევაც დადო თურქეთთან.“[2]
თუმცა,საქართველო არ კარგავდა კონსტანტინოპოლის გათავისუფლების იმედს. 1495 წელს ქართლის მეფე კონსტანტინემ ამჯერად უკვე, ესპანეთში, დედოფალ იზაბელას გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის გამოთქვამდა მზადყოფნას მათთან ერთად ებრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ, თუმცა არც ამ ინიციატივას მოჰყოლია რაიმე შედეგი.[3]
ერთერთ მცდელობას ამ გავლენიდან გამოსასვლელად და ევროპასთან კავშირების დასამყარებლად წარმოადგენდა სულხან საბა ორბელიანის ვიზიტიც საფრანგეთსა და რომში, მანკარგი შთაბეჭდილება მოახდინა როგორც საფრანგეთის მეფე ლუი XIV–ზე ისე რომისპაპ კლიმენტი XI-ზე, რომელმაც სულხან საბას წერილიც კი გადასცა საფრანგეთის მეფისათვის გადასაცემად, პაპი მეფეს ურჩევდა თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს სპარსეთის ტყვეობაში მყობი ვახტანგ VI და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანადდაბრუნებისთვის. ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. [4]
ძნელი სათქმელია რამდენად იმოქმედა რეალურად ამ ფაქტმა საფრანგეთის მეფის გადაწყვეტილებაზე, თუმცა ცნობილია, რომ იმავე წელს პარიზს ასევე ეწვია ირანის ელჩი მუჰამედ რეზა.[5] საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი საბოლოოდ ლუი XIV–ეს გარდაცვალებამ შეაჩერა.
მას შემდგომსაქრთველომ, უფროსწორედ კი ქართლ-კახეთის სამთავრომარაერთი ელჩობა თუ წერილი გაგზავნა ევროპაში, თუმცა ყველა მათგანი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უყურადღებოდ რჩებოდა, რადგანძალზედ ძნელი იყო დაშლილი საქართველოს ცალკეულ მთავრებს ევროპისაგან სათანადო ყურადღება მიეღო.
შედეგად საქართველომ ქრისტიან მოკავშირედ, რომელიც საქართველოს პატრონობას იკისრებდა, რუსეთის იმპერიაჩათვალა, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნეებიდან გამომდინარე მას დიდი არჩევანი არც ჰქონდა.
მოგვიანებით ევროპამ თავისი მზერა თვითონ შეაჩერა საქართველოზე, კერძოდ სამეგრელოს სამთავროზე, რომელიც ყირიმის ომისთვის ერთედართ ნახევრად-დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს წარმოადგენდა. ანტი რუსული კოალიციის წევრმა სარდლობამ, თურქეთის არმიის სარდლის ომარ–ფაშას მეშვეობით, სამეგრელოს დედოფალს ეკატერინე ჭავჭავაძეს სთხოვა მხარი დაეჭირა მათთვის რუსეთის წინააღმდეგ, სანაცვლოდ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ჰპირდებოდნენ.[6] არავინ იცის სამეგრელოს სამთავროს რად დაუჯდებოდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლა, ან რამდენად რეალური იქნებოდა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის დახმარება საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად, მაგრამ ფაქტია, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ ამჯობინა მათთვის არაფერი ეპასუხა.
პირველი მსოფლიო ომი და ოქტომბრის რევოლუცია საქართველოსათვის საუკეთესო შანს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის აღდგენისა და ევროპის სრულფასოვან სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მაგრამიმ პერიოდის საქართველოშითავისუფლების იდეაზე აქტუალურ საკითხს სოციალური თანასწორობა, რუსეთის იმპერატორის დამხობა და მის შემდგომ ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის გავლენის განაწილებას წარმოადგენდა. ამის აშკარა დასტური იყო ბრესტის ზავის ხელის მოწერა, როდესაც საკუთარი ინტერესების დასაცველად, მოწვეულ იქნა საქართველოსა და კავკასიის სხვა წარმომადგენლები, თუმცა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა, მოწვევის პასუხად შემდეგი დეპეშა გაგზავნა: “რადგან კავკასია (და საქართველო მაშა) შეადგენს რუსეთის ნაწილს, ზავის საკითხი რუსების კომპეტენციას შეადგენს”.[7]
1918 წ. ბრესტის ზავის ხელმოწერა |
მიუხედავად ამისა მსოფლიო პოლიტიკურმა გარემომ და გერმანიის საგარეო პოლიტიკამ საქართველო პრაქტიკულად აიძულა რუსეთს ჯერ ამიერკავკასიის კონფედერაციის ფარგლებში ჩამოშორებოდა,1918 წლის 26 მაისს კი დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა. ის, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის თვით მიზანს რუსეთისაგან გამოყოფა არ წარმოადგენდა და ეს რეალურად მხოლოდ იძულებითი ნაბიჯი იყო დამოუკიდებლობის აქტიდანაც იკვეთება სადაც ვკითხულობთ: ,,რუსეთის დიდირევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთიშინაგანი წყობილებაშექმნა, რომმთელი საომარიფრონტი სრულიადდაიშალა დარუსის ჯარმაცდატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რათავისი ძალღონისამარად, საქართველომ და მასთანერთად ამიერკაკასიამ თავად იდვესსაკუთარი საქმეებისგაძღოლა“.[8]
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, ანუ სახელმწიფოს რომელმაც დამოუკიდებლობა მსოფლიო ომში დამარცხებული ქვეყნის, გერმანიის მხარდაჭერით მოიპოვა, მსოფლიო სკეპტიკურად შეხვდა, ის მხოლოდ ერთეული სახელმწიფოების მიერ აღიქმებოდა როგორც ლეგიტიმური წარმონაქმნი[9]. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 15 თვის განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობამხოლოდ ორმა სახელმწიფომ -გერმანიამ და თურქეთმა აღიარეს. შესაბამისად საქართველოს უარი ეთქვა ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე. გარკვეულად ეს განსაზღვრა იმ ფაქტორმაც,რომ მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს ჯერ კიდევ ფრთხილი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთის ახლადმოსულ ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან, შესაბამისად მათ არ სურდათ საქართველოს გამო დაპირისპირება. ამასთან ერთად დიდ სახელმწიფოებს, ჯერ კიდევ აშინებდა გათავისუფლებული ერების სიმრავლე.
1919 წლის 13 სექტემბერს ხანგრძლივი პაუზა არგენტინამ დაარღვია და საქართველოს დამოუკიდებლობა სცნო, ხოლო 1920 წლის 7 მაისს რუსეთთან დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს დამოუკიდებლობას და შესაბამისად უარს ამბობდა ყველა იმ უფლებაზე, რომლებიც მას გააჩნდა ამ ტერიტორიების მიმართ. თავის მხრივ საქართველო იღებდა ქვეყნისნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოცხადების ველდებულებას.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება ერთი შეხედვით საქართველოსათვის სიკეთის მომტანი უნდა გამხდარიყო, თუმცა რეალურად, ამან კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოს ოკუპაციის საკითხი, რადგანაც მოცემული პერიოდისათვის მარცხი განიცადა ბრიტანელთა გეგმამ „თეთრი ძალების“ მეშვეობით ბოლშევიკების დამარცხების თაობაზე. საბჭოთა რუსეთისათვის წინააღმდეგობის გასაწევ ერთადერთ გზად კი მოსაზღვრე სახელმწიფოების მხარდაჭერაღა დარჩა. ინგლისის ზურგს უკან რუსეთთან მსგავსი ხელშეკრულების გაფორმებამ ლონდონში გააძლიერა იმ პოლიტიკური ძალთა პოზიციები, რომლებიც ბოლშევიკებთან ურთიერთობის დამყარებას მოითხოვდნენ[10]. 1920 წლის მაისში კი ლონდონში რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის პირველი ვიზიტი შედგა.
საქართველო ბრიტანეთის ინტერესებში სწორედიქამდე დარჩა სანამ მათ მიაჩნდათ, რომ ბოლშევიკების დამარცხება შესაძლებელია, კავკასია კი ამისათვის მნიშვნელოვან პლაცდარმას წარმოადგენდა. ამას უკავშირდებოდა 1918 წლის დეკემბერში ბრიტანეთის საჯარისო ნაწილების ბათუმში შემოსვლაც. მაგრამ, როგოორც კი ნათელი გახდა, რომ ბოლშევიკების დამარცხება ვეღარ მოხერხდებოდა ბრიტანელებმა დატოვეს ბათუმი, რაც რეალურად ნიშანი იყო იმისა რომ ბრიტანეთს ამ რეგიონში ინტერესი აღარ გააჩნდა.
მიუხედავად ყველაფრისა მოკავშირეების უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 27 იანვარს სცნო, რასაც სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობა ბოლომდე არ სცნო ა.შ.შ-მ.[11]
მსოფლიოს მიერ საქართველოს აღიარება არ იქცასაქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციის დამაბრკოლებელ გარემოებად. 1921 წლის 11 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საჯარისო ნაწილებმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი და თბილისისკენ დაიძრნენ. ზუსტად 11 დღეში მე-11-ე არმია უკვე თბილსში იყო.
ბოლშევიკების საქართველოში შემოსვლას მსოფლიომ რელაურად არაფერი ან ვერაფერი დაუპირისპირა, თუმცაღა ეს ის პერიოდი იყო როდესაც რუსეთი ჯერ კიდევ იშუშებდა რევოლუციის ჭრილობებს. შესაბამისად ,,რუსეთს, დასავლეთის მხრიდან ნებისმიერი ჩარევა დააფრთხობდა, მაგრამ, მთავარ პრობლემას ისევ და ისევ დასავლეთის მხრიდან კონფლიქტში ჩართვის ნების არარსებობა წარმოადგენდა.“[12]
საქართველოს ოკუპაციისა და ევროპის შემდგომი რეაქციის კომენტირებისას ა.შ.შ.-ის წარმომადგენლობითი პალატის საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიშისაქართველოს ოკუპაციის შეფასებისას ამბობს, რომ 1921 წელს ჯერ კიდევ მსოფლიო იმედოვნებდა, რომ რუსეთი როგორც ყველა ცივილიზებული სახელმწიფო დაიცავდა დადებულ შეთანხმებებს და საქართველოს სუვერენიტეტს არ ხელყოფდა[13] . თუმცა თუ ინგლისის მიერ, საქართველოს ერთა ლიგაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრს გავითვალისწინებთ სადაც მათ განაცხადეს რომ „საქართველოს ბედისადმი ინგლისი არაა გულგრილი და მომხრეა მისი დამოუკიდებლობისა, მაგრამ მთელ მსოფლიოში იმდენი საზრუნავი აქვს, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავს, რა პრაქტიკული დახმარების გაწევას შესძლებს. ამიტომ საქართველო საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოს“[14], გვაძლევს საფუძველსვივარაუდოთ,რომ ბრიტანეთი თავიდანვე უშვებდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესაძლებლობას და არ სურდა საქართველოს დასაცავად ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება.
საბოლოოდ ევროპა საპროტესტო ნოტების მიღებითა და საკითხის პარლამენტებში განხილვით შემოიფარგლა. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპაციის პირველ დღეებში ბათუმში მდგომმა ფრანგულმა სამხედრო ხომალდმა ქართველი საჯარისო ნაწილების სასარგებლოდ რამდენიმე გასროლა განახორციელა, მაგრამფრანგებმა რუსული ავიაციის გამოჩენის თანავე დატოვეს შავი ზღვის აკვატორია.
აშშ წარმომადგენლობითი პალატის ზემოაღნიშნულ ანგარიშში ასევეაღნიშნულია, რომ „1921 წელს მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ქონდა გაცნობიერებული კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები და ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა და, რომ საფრთხის შემთხვევაში ის ერთად დასაცავია, თუ კაცობრიობას მართლაც სურს ნამდვილი მშვიდობის დამყარება.[15]
21 წლის ოკუპაციას მოჰყვა რიგი აჯანყებები, რომლებსაც დასავლეთის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ახლდა, შესაბამისად ისინიჩახშობილ იქნა და საპასუხოდ გატარებულ იქნა მკაცრი რეპრესიები, ათასობით ადამიანი ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს ან გადაასახლეს.
ლევან ნიშნიანიძე
_________________________________________________________________
[5] ნ. ასათიანი, სულხან–საბას ელჩობა საფრანგეთში, საქართველოს ისტორია; თბილისი 2001
[8] 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი
[10] დოდო პერტაია, „დამოუკიდებელი საქართველო და ინგლის–საფრანგეთის გეგმები“, 15.02.2010 http://matiane.wordpress.com/2010/02/15/independent–georgia–and–english–french–ships/
[11] [13] [15] კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია, საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში #6, გვ. 14, ვაშინგტონი 1955 წ.
[14] ნ. გაბაშვილი. დამოუკიდებელი საქართველო და ინგლისის დიპლომატია, გაზ. “თავისუფალი საქართველო”, 1991, #1.