Skip to content

ქართულ-დასავლური ურთიერთობების მოკლე ისტორია

ნაწილი II
 
მიუხედავად იმისა, რომ 1918 წლისგან განსხვავებით 1992 წელს დამოუკიდებლობის იდეა ქვეყანაში საკმაოდაქტუალური იყო, რეალურად საქართველომ დამოუკიდებლობა კვლავ იმპეიის ნგრევის შედეგად დაიბრუნა. 

მანამდე იყო არალეგალურიორგანიზაციები, ეროვნული მოძრაობა და 9 აპრილის დარბეული დემონსტრაცია, რომელთან მიმართებაშიც დასავლეთს ასევე დიდად არ უცდია სსრკ-ს მკაცრად გაკრიტიკება რადგანაც ეს სწორედ ის პერიოდი იყო როდესაც „პერესტროიკა“ დასავლთის თვალში ნაყოფს იღებდა და ხდებოდა მხარეთა დაახლოება, შესაბამისად პატარა საქართველოს გამო ამ ყოველივეს გაფუჭება არაწყობდა დასავლეთს. 
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველო ბალტიის ქვეყნებთან ერთად დემოკრატიის განვითარების მხრივ,  შედარებით პერსპექტიულ სახელმწიფოდ მიიჩნეოდა შესაბამისად ამერიკის მიერ საქართველო იმ დროინდელი მთავრობისათვის მიცემულ იქნა დაპირება, რომ ქვეყნაში რეფორმების გატარების შემთხვევაში საქართველო ამერიკისაგან მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებდა, საქართველოს ხელისუფლებაკი, რომელსაც მმართველობის არანაირი გამოცდილება არ გააჩნდა  წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება განსაზღვრულ პერიოდში ვერ შეძლო. ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში რეფორმების ნაწილი უკვე გატარებული იყო საქართველო კი ნელ-ნელა უფრო და უფრო ეფლობოდა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებში[1], რამაც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნდობის დაკარგვა და მის მიმართ მხარდაჭერის თუ ყურადღების კლებაც გამოიწვია, მითუმეტეს, რომ თუ ადრე იმისათვის, რომ დასავლური ბლოკის და უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული ტატებისაგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად საკმარისი იყო არ ყოფილიყავი სოციალისტური იდეების მომხრე, ცივი ომის შემდგომ აშშმ ახალი მიზანი, დემოკრატიის საყოველთაო გავრცელება დაისახა,  შესაბამისად ის ქვეყნებისაგან დემოკრატიის განვითარებას მოითხოვდა. ამავე პერიოდს ემთხვევა მსოფლიოში სპარსეთის ყურის კრიზისი, მსოფლიოს ყურადღებაც უმეტესად სწორედ ამ რეგიონისკენაა იყო მიმართული.
შედეგად საქართველო კვლავ  მხოლოდ რუსეთისპრიორიტეტულინტერესის სფეროდ დარჩა რამაც მას გაუადვილა ეთნიკური კონფლიქტების გაღვივება, საქართველოს ომში ჩათრევა, პრალელურად სამხედრო გადატრიალების მოწყობა და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა.
1994 წელს როდესაც საქართველოში სამშვიდობოების შემოყვანის საკითხი დადგა აშკარა იყო, რომ მხოლოდ რუსული ნაწილებისათვის მსგავსი სტატუსის მინიჭება კონფლიქტის ისტორიიდან გამომდინარე არასამართლიანი იქნებოდა, თუმცა ამჯერად დასავლეთისათვის და უპირველეს ყოვლისა ამერიკისათვის კავკასიაზე აქტუალურ საკითხს ჰაიტი წარმოადგენდა, სადაც 1991 წელს დამხობილი ჟან არისტრიდეს ხელისუფლების აღდგენას გეგმავდა და რისთვისაც ამერიკას უშიშროების საბჭოში რუსეთის თანხმობა ესაჭიროებოდა[2]. შედეგად რუსეთს უფლება მიეცა აფხაზეთში 3000 სამშვიდობო ყოლოდა, ხოლო ქართული მხარის თანამონაწილეობა კონფლიქტის ზონაში არანაირად არ ფიქსირდებოდა.[3] ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტისა და აფხაზეთში რუსი მშვიდომისმყოფელებისა და გაეროს დამკვირვებლების განთავსების შესახებ 1994 წლის მაისში მოეწერა ხელი, იმავე წლის სექტემბერში აშშ–მ ჰაიტიზე ჟან არისტრიდის ხელისუფლების აღსადგენად 3000 საზღვაო ქვეითი გადმოსხა[4].
1995 წელს საქართველომ ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი აირჩია. ამ პერიოდში საქართველოს უკვე ჰქონდა ცხელი რეგიონის იმიჯი, რის გამოც დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის დამოკიდებულება ქვეყნისადმი მეტად ფრთხილი იყო.
1995 წლიდან 2003 წლამდე საქართველომ გამოიარა 1998 წლის გალის კონფლიქტი, რომლის შედეგადაც საქართველოში კიდევ ათასობით დევნილი გაჩნდა, რუსული მოიერიშეების მიერ პანკისის ხეობის დაბომბვა, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, და ასევე კოდორის ხეობაში რუსული ნაწილების გადმოსხმა. რუსეთი ყველაფერს აკეთებდა რათა კონფლიქტი რაც შეიძლება დიდხანს არ აღმოფხვრილიყო და მას „ნახევრადგაყინული“ სტატუსი შეენარჩუნებინა, თავის მხრივ არც დასავლეთი ცდილობდა ტვირთის სიმძიმე იმდენად გადაეტანა საკუთარ მხრებზე, რომ რეალური სამშვიდობო პროცესისათვის დაედო სათავე და არსებული ვითარება მნიშვნელოვნად შეეცვალა.[5]
საქართველოს მიმართ ყურადღება მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეტაპობრივად იზრდებოდა, ასევე ნელნელა ყალიბდებოდა ზოგადი პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის რაგიონის მიმართ. 1996 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება[6]. იმავე წელს შედგა შეთანხმება ბაქო–სუფსას ნავთობსადენის მშენებლობის შესახებ[7]. თუმცა საქართველოს მნიშვნელობამ განსაკუთრებით 1998 წელს იმატა, როდესაც დასავლეთმა გადაწყვიტა აეშენებინა ალტერნატიული ნავთობსადენი რომლის საშუალებითაც კასპიის ნავთობი ევროპამდე რუსეთის გვერდის ავლით მიაღწევდა.
2001 წლის 11 სექტემბრის შემდგომ დასავლეთის პირველი მტერი ტერორიზმი და ტერორისტები გახდნენ. საქართველო, კერძოდ კი პანკისის ხეობა ამ დროს ისლამისტი ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენდა.[8] რუსეთს სურდა და გამოთქვამდა მზადყოფნას ხეობა ქართულ მხარესთან ერთად გაეწმინდა რაზედაც საქართველომ უარი განაცხადა[9], სანაცვლოდ კი აშშ–მ საქართველოში დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ნაწილების გაწვრთნას რათა ქვეყანას შესძლებოდა პანკისში არსებულ პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება.[10]
ლევან ნიშნიანიძე


[1] კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია, საგანგებო კომიტეტის სპეციალური ანგარიში
[2] [4] Roland I. Perusse,Haitian democracy restored
[3] [5] რონალდ დ. ასმუსი, „მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 70 გვ., 2010 წ.
[6] საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მოკლემიმოხილვა, http://www.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=459 14.09.2010

 

[7] Transport routes of Azerbaijani oil (BAKU-NOVOROSSIYSK, BAKU-SUPSA) http://www.azerbaijan.az/_Economy/_OilStrategy/oilStrategy_05_e.html
[8] Rohan Gunaratna, “The method, the means and the will: the hallmarks of al-Qaida”, 29 November 2002 The Guardian,
[9] თამარჩიქოვანი, “ოფიციალურმოსკოვსბინლადენისაქართველოშიეგულება”, 19.02.2002, რადიო თავისუფლება,  http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1518949.html
[10] პოლკოვნიკიოთარშალიკაშვილიწვრთნისადააღჭურვისპროგრამისშესახებ, შეხვედრის ჩანაწერი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 15 მაისი, 2002, http://www.civil.ge/geo/article.php?id=1293