ბოლო დროს ხშირად ვხვდებით სტატიებს “წამართვით ქართველობა”, “მრცხვენია რომ ქართველი ვარ” და მსგავსი შინაარშის მქონე ქართველობის გამკილავ სტატუსებს და პოსტებს. სწორედ მათმა სიმრავლემ გადამაწყვეტინა დამეწერა სტატია. განმეხილა და განმემიჯნა ერთმანეთისგან ქართველობა, ქართული ადათები და ქართული სიჯიუტე, რომელსაც დღეს-დღეობით სწორედ ასეთივე სიჯიუტით უძახიან და უწოდებენ “ქართველობას”. რომელშიც უფრო დედიკოსგან გაზულუქებულ, ღიპიან კაცებს ვხედავ ვიდრე იმ ნამდვილ ვაჟკაცებს რომლებიც ქვეყნის სიამაყე და მომავალი თაობის მაგალითი უნდა იყვნონ.
ქართველ ერს ოდითგანვე მოსდევს ქართული კულტურა და ადათები. უძველესი დროიდან ვეზიარეთ ხელოვნებას. მაშინ როდესაც ამერიკელები სტეპებში ფოთლებით დაფარულნი, ველურად მოპოვებული უმი ხორცით იკვებებოდნენ, ჩვენ უკვე გვქონდა ქართული სუფრის ტრადიცია, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა.
…და ალბათ ბევრი იტყვის იმას, თუ ჩვენ ამდენად ვჯობივართ მათ, რატომ უნდა მივბაძოთ და რატომ უნდა გვქონდეს ორიენტაცია მათკენ მიმართული?… ნუთუ ამასაც ვერ ხვდებით… რატომ უნდა გვაჯობოს ახლად დაბადებულმა ერებმა, ჩვენს კულტურასა და ცხოვრების წესში.
ქართველი ერი იმდენად უკან მიდის , იმდენად დიდ სიჯიუტეს აქსოვს და თავიანთ “გასქელებულ კანებს” ურგებენ ქართულ ტრადიციებს, რომ ძველი კულტურიდან ნაკვალევიც აღარ დარჩა. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ქართული სუფრის ტრადიციას. უძველესი დროიდან ქართველი კაცი, ქართული ოჯახი პატივს ცემს სტუმარს, ცდილობენ პატივი სცნონ და ასიამოვნონ. თავიანთ თავზე იღებენ მათ დაპურებას და მოსვენებას.
კი ეს არის ნამდვილად ქართული ტრადიცია. არც ვუარყოფ მის სიკეთეს, ნამდვილად ასე უნდა იყოს, ასე ვფიქრობ რადგან მეც ქართველი ვარ, მეც ქართული სისხლი მიჩქეფს ძარღვებში, ამგვარი წესით და შეგონებით გავიზარდე. მაგრამ ეს განა ასეთი ფორმით უნდა იყოს შესრულებული? არა!… ჩვენი წინაპრები არ ასრულებდნენ ამგვარი ფორმით ამ კულტურას, რომელიც ხელოვნების დონეზე ყავდათ აყვანილი.
დღეს რას ვხედავთ, სუფრის თავში განსხვავებულით ხელში ოჯახის უფროსს, რომელსაც თვალებში არანაირი ამქვეყნიური განსჯის უნარი და საღი მსჯელობის ნიშნებიც კი არ შერჩენია. სვამენ მანამ, სანამ მაგიდაზე არ ჩამოეძინებათ ან უფრო უარესი, წინა დღით ნაწყენ მეზობელს არ გაუვარდება ნაჯახით ხელში. და ეს არის ქართველობა? ეს არის ადამიანობა? ეს არის პატივისცემა? თუ კაცობა ქვია ამას? არა ეს სიმდაბლეა, უკულტურობა და აღზრდის დაბალი დონის გამოვლენა.
თუ იმას უძახიან პატივისცემას, ოფლში გაწუწული დიასახლისი იძულებული ღიმილით, რომ დარბის თეფშებით და ჭიქებით ხელში, რომელმაც უნდა აიტანოს ქმრის გინება და შეიძლება სამზარეულოს კუთხეში ერთი შემორტყმაც, თუ რატომ დააგვიანა მაგიდასთან ღვინის დოქმა. მაგრამ ქართველი კაცი, რის ქართველი კაცია თუ ეს სტუმარს დაანახა, ის ხომ არა ცოლის არამედ თავის რეპუტაციას უფრთხილდება. თან რომ იციან რა მდაბიო საქციელს ჩადიან და მაინც აკეთებენ ამას.
…და ამის შემდეგ რა ხდება. იღებენ ხელში დიდ განსხვავებულს, მაგიდასთან მოუხმობენ თავიანთ ათი წუთის წინ დამცირებულ ცოლებს და დიდი სიყვარულით და თბილი ხმით ამბობენ მათ სადღეგრძელოს, ცამდე აჰყავთ მათი დედობრივი და დიასახლისის ნიჭი. კაცმა რომ უსმინოს იტყვის რამხელა პატივს ცემს მის მეუღლეს. აღფრთოვანებულები ფრთებს ასხამენ: აი ასეთი უნდა იყოს კაცი. მძაგს ასეთი კაცობა. სასაცილოა… რას ვაგონებთ ბავშვებს. მართლა გვინდა გაიზარდნონ მის ნაირები? რომლებიც ხშირ შემთხვევაში გაზულუქებული, მუცელგასქელებული კაცები არიან.
მერე რა ხდება, როცა ქართული ტრადიცია უკვე აღსრულებულია. სტუმარი ნასიამოვნები და კმაყოფილი გავიდა ოჯახიდან. უკან შემობრუნებული სიმთვრალისგან გონებადაბინდული ქმარი მოუნელებლობის ნიადაგზე აბრუნებს მაგიდას, შეშინებული ბავშვები ტირილსაც ვერ ბედავენ. მეორე დილით ნაბახუსევი მამა, რომ ჩააგონებს შვილებს “აი შვილებო ასეთი უნდა იყოს ქართული ოჯახი, უნდა გიყვარდეს სტუმარი, სტუმართმოყვარენი უნდა იყოთ”, და ამ დროს ბავშვი განა არჩევს წინა ღამით მიმდინარე მოვლენებიდან რა იყო ტრადიცია და რა მამამისის სიფსიხის გამოხატულება.
რასაც უყურებს ბავშვი სწორედაც, რომ ისეთი გაიზრდება. ხშირად ისიც მსმენია, რომ დედას ოჯახიდან უნდა წასვლა რადგან შვილები გაარიდოს მსგავს გარემოს, არ დაუმახინჯოს ფსიქოლოგია და დარჩენილი ცხოვრება. და ამ დროს რა ხდება? ოჯახში უკან მიბრუნებული გოგო მამისგან იღებს უარყოფას და გმობას მისი საქციელისას. დედა კი უჩიჩინებს “ყოველ პრობლემაზე, რომ ასე წამოვსულიყავი სახლიდან ოჯახს აქამდე კი ვერ მოვიტანდი”. … და გოგოს სახლში შესარიგებლად მისულ სიძეს ისეთი პატივისცემით იღებენ თითქოს მათ შვილს ოდნავ პატივს მაინც ცემდეს ის.
და ამის შემდეგ რა ხდება? სიძეს თავის ცოლი უკან მიჰყავს ოჯახში. მიბრუნებულ რძალს ხვდება გაბრაზებული დედამთილი, რომელიც თავის შვილს თავზე ხელის გადასმით ფრთებს ასხამს და აქეზებს თუ როგორ გაუბედა მისმა ცოლმა ამგვარი შეურაწყოფა და მეზობლების თვალში სასაცილო გახადა. ან მეორე ტიპის დედამთილი. პირფერულად, რომ დგანან რძლის მხარეს, თითქოს მისი შვილის გაზულუქება თავის ბრალი არ იყოს.
მეზობლები რას იტყვიან, ნათესავები იჭორავებენ…
ათასი სისულელეებია, რომ გვინგრევენ ცხოვრებას და სამწუხაროდ არ გვაძლევენ ბედნიერების უფლებას. უფლებას რომელიც უფალმა გვაჩუქა და ხალხი არ გვაძლევს საშვალებას. განა ღვთიური ნება ადამიანურზე მნიშვნელოვანია? არა…არა და არა!
არ მინდა ჩემი შვილების სამაგალითო ასეთი ოჯახი იყოს.
ამით შევეცადე დამენახებინა ის “კაცობა” რასაც დღეს მიიჩნევენ. ეს არ არის ჩვენი წინაპრების დანატოვარი. ხედავთ? როგორ განსხვავდება თურმე ძველად აღქმული პატივისცემა ახლანდელისგან. გავიგოთ და შევიგნოთ, რომ პატივისცემა უნდა გამოხატო ქცევით, თანაცხოვრებას უნდა ჩააქსოვო სითბო და არა ღვინით სავსე ყანწს.
იქნებ იმას უნდა ვეძახოთ წესი და ადათი, იმ ცოდვამდე მიყვანილ შიშს, რასაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ახალგაზრდები სუიციდამდე მიჰყავთ. ეს შენი ოჯახის შესაფერისი არაა… ეს შენი წრის არ არის… ეს შენი ოჯახის სტატუსის მქონე შთამომავალის საქციელს არ შეეფერება… და გონება არეული, გაურკვევლობაში მყოფი ახალგაზრდები, რომელთაც ხან სირცხვილი, ხან საკუთარი თავში გაურკვევლობა, ხანდახან არასრულფასოვნების კომპლექსი აიძულებთ მიმართონ უკიდურეს ზომებს. რომელთა ბოლო ამოსუნთქვაც სრულდება მაღალსართულიანი შენობების თავზე, ხიდის მოაჯირზე, ან ყულფში გაყოფილი ყელით. ეს არის ქართული სიჯიუტე, პატივმოყვარეობა, რომელიც როგორც ჩანს ჩვენს შვილებძე მეტად გვიყვარს. საბოლოოდ რა ხდება? იმაზე მეტად შეურაწყოფილია ოჯახი ვიდრე მაშინ როცა შვილი გვერდით ყავდა.
უამრავი შემიძლია ვისაუბრო ქართულ მუტაციაგანცდილ ტრადიციებზე, რასაც დაჟინებით ვუწოდებთ ქართველობას. ბევრს რამდენიც არ უნდა ესაუბრო იმის შესახებ თუ რა იყო ტრადიცია გუშინ და თუ რა არის დღეს განსხვავებას ვერ დაინახავს, რადგან რქებით აწვებიან თავიანთ სიტყვას. კარგით! ასეც რომ იყოს. პირნათლად და ერთი ერთში, რომ ასრულებდეთ წინაპრებისგან დატოვებულ ადათებს, დაფიქრდით თქვენს გარშემო მყოფებს აბედნიერებთ ეს?
შეგიძლიათ სიახლეები შემატოთ მას. რაც გადაასხვაფეროვნებს და სიხარულს შემატებს ცხოვრებას. ყოველ ათ წელში თუ სახლში ევრო რემონტს აკეთებთ, ყოველ ხუთ წელში თუ მანქანას ცვლით და ყოველ ორ წელში მობილურ ტელეფონს იმ მიზეზის გამო, რომ დრო შეიცვალა და საჭიროა ფეხი ავუწყოთ სიახლეებს, მაშინ ვიფიქროთ იმაზეც, რომ ჩვენს ტრადიციებშიც შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები. გავაახლოთ ტრადიციები, შევმატოთ სიახლეები და მას არა ” ევროპელობა” არამედ კვლავ ერქვას “ქართველობა”. რომელიც არ დაკარგავს ძველ ნიშას და ძველ მოტივებზე განვაახლებთ მას.
სტატიის ავტორი: ნანა ხარაზიშვილი