არ შეიძლება ორი მიწის სიყვარული ერთად. არ შეიძლება ჩრდილოელი და სამხრეთის ქალის ერთად ყოლა. შეიტყო ეს იმან, ვისაც ბევრი მიწები ჰქონდა და შეიძლო ბევრი ქალის ალერსი.
კაცისთვის ერთი არის მიწაც და ქალიც. არ არსებობს ორი მიწა და ქალზე ქალი დასაეთებული. როგორც ორ სოფლელი არ შეიძლება იყოს კაცი,ორ ქალაქელი და ორქვეყნელი.
მართალია, თავის თხზულზე და ფიქრზე არ დადის ადამიანი, მაგრამ ორივე სინამდვილზე უფრო მეტად უყვარს. რადგან მისი ნაწერი და ნაფიქრი მისივე ერთიანი ქალაქისა და სასაფლაოს პროექტია.
ბესიკ ხარანაული, მთავარი გამთამაშებელი. გვ117