Skip to content

ანჯელინა ჯოლის მიმართვა გაეროს

„მსოფლიომ დღის წესრიგში უნდა დააყენოს კონფლიქტის ზონებში სექსუალური ძალადობის საკითხი. ასიათასობით ქალს, ბავშვსა და კაცს აუპატიურებენ. რიცხვი საკმაოდ დიდია, საკითხი – საკმაოდ მტკივნეული და ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეულის უკან არის პიროვნება, ოცნებებით, რომლებიც არ განსხვავდება სხვებისგან.

მე არ დამავიწყდება დედა, რომლის 5 წლის შვილი გააუპატიურეს.

სირიელმა ქალბატონმა, რომელსაც ჯორდანში წინა კვირას შევხვდი, იცოდა, რომ თუ რამეს ისაუბრებდა კრიმინალების წინააღმდეგ, თავს დაესხმებოდნენ და შესაძლოა, მოეკლათ. სექსუალური ძალადობა – ეს არის აგრესია და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. მივხვდი, რომ არის ბევრი რამ, რასაც რთულია დაეთანხმოს უსაფრთხოების საბჭო, მაგრამ სექსუალური დანაშაული კონფლიქტის ზონებში არ არის მათ შორის. ბავშვების გაუპატიურება კრიმინალია. ეს არ არის ის, რასაც შეიძლება ამ აუდიტორიაში ვინმე არ დაეთანხმოს. ზომებიც უნდა მივიღოთ. საჭიროა ხელისუფლების კეთილი ნება. ეს არის ის, რასაც მე დღეს გაეროს წევრ ქვეყნებს ვთხოვ. აღიარონ, რა არის სწორი, რა – უსამართლობა და გამოიჩინოს გამბედაობა სწორი ნაბიჯების გადასადგმელად.“