წიგნში, სახელწოდებით „ფსიქოლოგიური აიკიდო“, წარმოდგენილია საერთო მახასიათებლები აიკიდოსა და ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე, რაც გამოიხატება არა მხოლოდ თავდასხმაში, არამედ, სწორად დაცვაში. აიკიდოს მეთოდის გამოყენება ,მოქმედების ყველა სფეროში გამართლებულია.
ფსიქოლოგიურ აიკიდოში, მთავარია ფსიქოლოგიური ამორტიზაცია და კონფლიქტის დასაწყისში სრული თანხმობა ოპონენტთან. თანამედროვეობაში ,ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს ,მიმდინარე მოვლენებსა და გარესამყაროზე, რის გამოც კამათი და ვინმესათვის საკუთარი მოსაზრების მტკიცება ამაოა.
კონფლიქტებმა, შესაძლოა, ორივე მხარე ნერვულ აშლილობამდე და დაავადებამდე მიიყვანოს, ისე, რომ საერთო აზრზე ვერ შეთანხმდნენ. მაგალითად, წვიმის ან ქარიშხლის დროს, ადამიანი სამსახურში მაინც მიდის, ამინდის შეცვლა შეუძლებელია, იგი ისეთია მოცემულ მომენტში. ასევე, მეორე ადამიანიც ისეთი უნდა მიიღოთ, როგორიც არის. სამწუხაროდ, ყველა არა არის მზად, რეალურად მიიღოს გარშემომყოფები. ფსიქოლოგიური ამორტიზაცია ეხმარება ადამიანსარ ჩაერთოს კონფლიქტში , მხოლოდ მოისმინოს და თავი დააქნიოს თანხმობის ნიშნად,ისევე როგორც ფსიქიატრები იქცევიან თავიანთ პაციენტებთან.
ფსიქოლოგიური აიკიდოს გამოყენებით, ვერავინ შეძლებს მანიპულირებას და ადამიანის ცხოვრებაში ჩარევას. არ ღირს ,ენერგიის, დროისა და ჯანმრთელობის ხარჯვა არასაჭირო ურთიერთობების გარკვევაზე, მით უმეტეს იმ ადამიანზე, რომელიც ენერგოვამპირია.
გთავაზობთ ფსიქოლოგიური აიკიდოს რამდენიმე კონკრეტულ პრინციპს, რომელთა პრაქტიკაში გამოყენება მარტივია:
- არ მოახდინოთ ზედმეტად ემოციური რეაგირება კომპლიმენტებზე, რადგან, შესაძლოა, კომპლიმენტით თქვენზე მანიპულირებას ცდილობდნენ. სჯობს, მოისმინოთ მშვიდად და დაეთანხმოთ აზრს, რომ ჭკვიანი ხართ და შესანიშნავად გამოიყურებით;
- დაეთანხმეთ თქვენთვის მისაღებ ნებისმიერ შემოთავაზებას, მაშინაც კი, როცა ეჭვი გეპარებათ მის რეალურობაში. დათანხმების შემთხვევაში, იოლად გაარკვევთ, დაგცინიან, გეხუმრებიან თუ მართლა სარფიან წინადადებას გთავაზობენ;
- არ ღირს სხვისი დახმარება, მანამ, ვიდრე საკუთარ სამუშაოს არ დაასრულებთ;
- თუ ადამიანს დახმარება სჭირდება, შესთავაზეთ მხოლოდ ერთხელ, რადგან ზოგჯერ , ადამიანები უფრო მაღალი რანგის პირისგან ელიან დახმარებას.სწორედ ამიტომ, არ ღირს მეორედ შეთავაზება;
- კრიტიკა ყველასთვის საწყენია, მაგრამ აიკიდოს ტექნიკაში თვითკრიტიკა არის გზა, რომელიც ფსიქიკასა და ჯანმრთელობას არ შლის, პირიქით – იცავს დამატებითი ახსნა-განმარტებებისა და საყვედურებისაგან;
- • ადამიანების ურთიერთობა ენერგიათა გაცვლას მოიცავს, რის გამოც ზოგიერთ თანამოსაუბრეს , სპეციალურად გამოჰყავს წყობილებიდან ოპონენტი, მისი ენერგია მისაღებად. სხვისი ენერგიის მითვისება , ჰგავს თავდასხმას ადამიანის ორგანიზმზე, შედეგად ნერვული აგზნების დროს გამოიყოფა ენერგია და ადამიანი სუსტდება. თავდამსხმელმა იცის, რა დოზით წაართვას ენერგია სხვას, ამიტომ ასეთი საუბრის შემდეგ, ადამიანი ძალას კარგავს. თავს იჩენს ქრონიკული დაავადებები, ან ჩნდება ახალი ავადმყოფობა;
- თავდასხმების არსის გაგება და მათი შეწინააღმდეგება, დაგვეხმარება ფსიქოლოგიური აიკიდოს შეცნობაში. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე, ირთვება აიკიდოს თავდაცვითი რეფლექსები:
- თუ ურთიერთობისას დისკომფორტს, ღელვას, პანიკას გრძნობთ;
- თუ თანამოსაუბრე , რაიმე როლს გითავსებთ;
- თუ ჩნდება დანაშაულის გრძნობა, მოვალეობის განცდა, გრძნობთ ფიზიკურ სისუსტესა და მოდუნებას;
თავდამსხმელთა საზოგადოებას, როგორც წესი, წარმოადგენენ გამყიდველები, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, ხელმძღვანელები, აგენტები, ხშირად ოჯახის წევრებიც კი . ფსიქოლოგიური ამორტიზაცია, აიკიდოს ნებისმიერ შემთხვევაში ასე ფორმულირდება: „კი, მაგრამ…“ – ყოველთვის დათანხმება, ოღონდ მცირეოდენი შესწორებით.