Skip to content
 ‘’Facebook’’-მა 21 საუკუნეში ‘’ შავი ჭირი’’ ჩაანაცვა. დაავადება , რომელმაც გადალახა სახმელეთო და საზღვაო ბარიერები, იმოგზაურა პაპანაქება სიცხესა და გამთოშველ ყინვაში მაგრამ ამ ყველაფერმა ვერაფერი დააკლო , მთელი მსოფლიო მოიცვა და ქვესკნელისკენ გაიტაცა , ფინალი-კი მხოლოდ წყვდიადი და მსუსხავი ყინვაა.
სოციალური ქსელები , განსაკუთრებით კი ‘’facebook’’-ი დღითიდღე უფრო და უფრო უკონტროლო და თავზეხელაღებული ხდება. გვერდის შემქმნელები , ადმინისტრატორები უფუნქციონი გახდნენ , მათ აღარ შესწევთ ძალა ყოველდღიურად თვალი ადევნონ მილიონოობით პოსტს, სურათსა და ვიდეოს თუ გინდ ის ცენზურას შეიცავდეს ან მოსახლეობას ცუდი საქმისა თუ საქციელისკენ უბიძგებდეს. ეს ჩვენი რეალობაა , რომელსაც წინ ვერავინ აღუდგა მრავალი მცდელობის მიუხედავად . ეს ყველაფერი ნარკოტიკივითაა , თავიდან მისგან დიდ სიხარულსა და რუტინული ცხოვრების გახალისებას იღებ მაგრამ ბოლოს მასზე დამოკიდებული ხდები ხოლმე. ამ ყველაფრისგან შეიქმნა რაღაც განსხვავებული ირეალური სამყარო , რომელმაც ყველას საკუთარი კუთხე გამოგვიყო ‘’ვირტუალურ’’ სამყაროში.
ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები , გამონაკლისი არც სოციალური ქსელები ან საერთოდ ინტერნეტია.საძიებო სისტემებმა მოზარდებში და არამარტო მათში დააქვეითა ლოგიკურად აზროვნების ,მსჯელობიდსა და განსჯის უნარი. უბრალოდ საძიებო სისტემაში საკვანძო სიტყვის ჩაწერის და ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ მათ თვალწინ გადაიშლება ყველაფერი რაც კი ამ თემის ირგვლის ინტერნეტ სივრცეში მოიპოვება .ეს ხომ გაცილებით მარტივია. წიგნმა ფუნქცია დაკარგა , არაფერი ჯობია როდესაც მის სუნს შეიგრძნობ , ახალ გვერდზე გადაშლისას ფურცლის შრიალი გესმის და ჰარმონიულად გეღვრება ყურში , სმენას გიტკბობს,ძლიერებით ძვალსა და რბილს გითრთოლებს , სისხლს გიჩუხჩუხებს და თავის გამოჩენის სურვილს გაწყურებს.
რამდენიმე წლის ტელევიზორის წინ მოკალათებულმა შემზარავი ისტორია მოვისმინე , რომელსაც მთელი დღის განმავლობაში საინფორმაციო ჯგუფი გადმოსცემდა. დედამ საკუთარი შვილი , რომელსაც 9თვის განმავლობაში მუცლით ატარებდა და ალბათ სულმოუთქმელად ელოდა მისი ტირილის გაგონებას და სუნთქვის შეგრძნებას , სიცოცხლეს დაბადებინან 2 წელიწადში გამოასალმა.მიზეზი კი , სასაცილო გახლდათ , სატირალი რომ არ გამხდარიყო.ბავშვის ტირილმა დედას ხელი შეუშალა ვირტუალურ სამყაროში ფერმა აეშენებინა და მისი მობინადრეებისთცის მიეხედა.
რაც ,შეეხება დადებით მხარეებს : ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია მოვიახულოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე მუზეუმი , რომელმაც სახელი გაითქვა თავისი სიძველითა და თვალისმომჭრელი სანახაობით. დავესწროთ ჩვენთვის სანტერესო ღონისძიებას ,თვალი ვადევნოთ დაჯილდოების ცერემონიას და სხვა . მერე რა , თუ ჩვენი ჯიბე ამ ყველაფერს ვერ წვდება .ვეელაპარაკოთ ნათესავს , მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში , გრძნობით თითქოს ის ჩვენს გვერდითაა და სულაც არ გვაშორებს ერთმანეთს ათასობით კილომეტრი . ამ რეალობამ შეცვალა ადამიანის გრძნობები , გააქრო მონატრება და შეხვედრის გამძაფრებული მოლოდინი.
‘’facebook’’-ი ავთვისებიან სიმსივნეს დაემსგავსა , რომელიც მეტასტაზებს მთელს სულსა და ხორცში დაუნდობლად ავრცელებს .დასკვნა კი შემდეგია – ყველაფერი მისაღებია რაც ზომიერია , პაციენტი იღებს წამალს იმ დოზით რაც ექიმმა დაუნიშნა , გადაჭარბებული რაოდენობა შეიძლება ადამიანის ორგანიზმის ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს . ინტერნეტ დაავადების საკითხში კი ჩვენ თვითონვე უნდა გავხდეთ საკუთარი თავის ექიმები .
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ ჩხეიძე