Skip to content

მშობლიური ენის მკვლელები

ენა დედამისწარს გავს,სიცოცხლის სავსეს,სიტყვები კი რომლეიც ამ ენაში არსებობენ ადამინებს..ისინი ისევე როგორც ,ნებისმიერი ადამიანი ჩნდებიან ,იზრდებიან, მრავლდება მათი მნიშვნელობა, და კვდებიან რადგან კარგავენ მათ მნიშვნელობას და ფუნქციას. ხშირად მას ძალითაც კლავენ,კლავენ მასზე მოსაუბრე ადამიანები, ინდივიდები …
ენა ყოველთვის განიცდის ცვლილებებს, მასზე მოქმედებს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა.სულ რაღაც ათეული წლების წინ ქართული ენა გაივსო ბარბარიზმებით,უცხო სიტყვებით .ფეჩი,სტოლი, ტაჩკა და კიდევ ვინ მოთვლის ამ სიტყვების ჩამონათვალს რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა.საბედნიეროდ ენამ გაუძლო,იმ დიდი ადამინების დამსახურებით რომლებმაც ენა შემოგვინახეს . და ასე სასოებით შენახული ენა დღეს საუბედუროდ ისევ საკუთარი ხალხის მიერ არის განწირული. უბრალოდ რუსული ინგლისურმა ჩაანაცვლა და გრძელდება ენის დაბინძურება: დეველოპმენტი,ლეგიტიმაცია, კრეატიული,ლაფსუსი ,ეპატაჟური და ა.შ. მაშინ როცა ამ სიტყვების მნიშვნელობა კი არა ხშირად სინონიმების კი მოგვეპოვება საკუთარ ენაში,რომლის სიმდიდრით თავი უნდა მოვიწონოთ .
რაშია ხსნა ქართული ენი ?! ვფიქრობ ერთადერთი გააზრებაში, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი ენა სახელმწიფოსთვის . ენა იდენტურობის შენარჩუნების ერთადერთი შესაძლებლობაა, მაში ხომ ყველაზე კარგად არის შენახული ჩვენი განვითარება, აზროვნება , შესაძლებლობები .მაშინ როცა ენას უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ერისთვის უნდა გაუფრთხილდე მას. შენ ვისაც ქართველი ქვია,შეისმინე და ნუ იქცევი მშობლიური ენის მკვლელად.

გამომგზავნი/ავტორი: სალომე გოგოლაძე