Skip to content

დოქტორი მეჰმეთ ოზი: 5 ჩვევა სირთულეების დასაძლევად

1.შექმენით გუნდი. ყველასათვის ძალიან რთულია, რომ პრობლემის ყოველი დეტალი ამოხსნას, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება კომპლექსურ პრობლემას და შეგიძლია გამოიყენო შესაძლებლობა მსოფლიოს გაჯანსაღებისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ აღმასრულებელი დირექტორი და მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საუკეთესო შედეგებს მოიტანენ თქვენი პროექტისათვის, მაგრამ გჭირდებათ გუნდი, რომელიც გაგიწევთ დახმარებას და მოგაწვდით სხვადასხვა სამოქმედო გეგმებს.
2. აპატიეთ ადამიანებს. უნდა შეძლოთ ადამიანებისათვის შეცდომების პატიება. უამრავ ადამიანთან მოგიწევთ ცხოვრებაში ურთიერთობა და ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება იმედები გაგიცრუოთ. მიეცით მათ შანსი, რომ კვლავ გაგაოცონ.
3. მოიყვანეთ იდეები მოქმედებაში. წარმატება არის 1% შთაგონება და 99% შრომა ოფლის დენამდე. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდებული იდეა გაქვთ ან როგორი ჭკვიანი ხართ, იდეები რომლებიც მხოლოდ ხელსახოცზეა დატანილი, ამ ხელსახოცის ფასი აქვს. ფიქრს უნაყოფოა მოქმედების გარეშე. უნდა დაიწყოთ და პატარა ნაწილები ერთ დიდ შედეგად შეკრად. სენდვიჩის ღირებულება ქმნის ის, რაც მის შუაგულშია. პური არის იდეა, კონცეფცია თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის გარედან. ნამდვილ გამარჯვებულებს შინაგანი მუშაობის უნარი ახასიათებთ.
4. შეხედეთ სირთულეებს, როგორც გამოცდილებას. დიდი ქირურგი არის არა ის, ვინც შეცდომას არ უშვებს, არამედ ის, ვისაც შეუძლია კრიზისის დაძლევა. სწორედ ეს არის ჩემთვის დიდი გამარჯვება.
5. იზრუნეთ საკუთარ სხეულზე. სხეული სულის ტაძარია. თუ თქვენი სხეული არა არის ჯანსაღი, მაშინ იგი ვერ იქნება საცხოვრებლად კარგი ადგილი თქვენი გონებისათვის. ჯანსაღი სხეულის შენარჩუნება გადამწყვეტია შესაძლებლობების დანახვისა და გამოყენებისათვის.
მომზადებულია 4მოტივის მიერ