მისის ლოუან ჯონსონი,რომლის როლს მიშელ პფაიფერი ასრულებს ფილმში „DANGEROUS MINDS / „ძნელად აღსაზრდელები“ მას შემდეგ რაც საზღვაო ჯარში მუშაობას ანებებს თავს პროფესიას იცვლის და უცნაურ გადაწყვეტილებას იღებს – ინგლისური ენის მასწავლებელი ხდება კოლეჯში. ეს კი, ახალი ცხოვრებისეული გამოწვევაა მისთვის,რადგან მოსწავლეებთან ურთიერთობა,რომლებიც „ბოროტმოქმედებს“ უფრო გვანან არაფრით განსხვავდება ომის ფრონტისგან. თუმცა, სინამდვილეში მოზარდები, რომლებიც მისის ლოუნის მოსწავლეები ხდებიან სრულებითაც არ არიან ცუდი ადამიანები,პირიქით მათ ჭირდებათ ინდივიდუალური სწავლება და გულწრფელი დამოკიდებულება,რასაც მოკლებული არიან როგორც კოლეჯში ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი.
მისის ლოუანი კი პირველივე დღესვე ხვდება თუ როგორ რთულ სიტუაციაში მოუწევს მუშაობა,მაგრამ მას არ აშინებეს დაბრკოლებები.მაშინათვე მიდის ბიბლიოთეკაში და იწყებს ისეთი ლიტერატურის გაცნობას,რომელშიც წერია თუ როგორ მივუდგეთ ძნელად აღსაზრდელ მოსწავლეებს.მაგრამ ხვდება,რომ წიგნებში ასეთი რამის ამოკითხვა შეუძლებელია, რადგან ყველაფერი საკუთარ გულს და ინტუიციას უნდა მიანდოს.უნდა იყო საკმაოდ გაბედული და უშუალო,რომ იმ მოსწავლეების პატივისცემა მოიპოვოს,რომლებიც გაკვეთილებზე უწმაწურ სიტყვებს ხმარობენ,მღერიან და უდიერად იქცევიან. ერთმანეთის მიმართ პატივისცემა კი მნიშვნელოვანია,ამიტომ მასწავლებელი ცდილობს თითოეულ მოსწავლეში დაფარული შესაძლებლობები აღმოაჩინოს, გაუღვივოს მათ სწავლისადმი ინტერესი და პატივს სცემს მათ უნარებს.მისი გულწრფელი დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი აშკარაა. მას უყვარს ისინი და ცდილობს სწორ გზაზე დააყენოს თითოეული მათგანი.
ვფიქრობ სწორედ ასეთი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პედაგოგი,რომელმაც უნდა გადასცეს თავისი ცოდნა და გამოცდილება სხვებს. უნდა იყოს მებრძოლი, დამოუკიდებელი, რათა აღზარდოს ადამიანები,რომლებთაც ეცოდინებათ რომ სამყაროში მიუხედავად იმისა,რომ უამრავი დაბრკოლება არსებობს ჩვენ შეგვწევს მათი გადალახვის ძალა. გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა და არასდროს არ უნდა დავნებდეთ ადვილად. სწორედ ამ პრინციპებს უზიარებს იგი თავის მოსწავლეებს. განსხვავებული მეთოდების საშუალებით ცდილობს ასწავლოს მათ,რომ ცხოვრება ეს არის ადგილი,სადაც ჩვენ გვაქვს არჩევანის შესაძლებლობა,რომ ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის თითოეული ჩვენთაგანის მთავარი მიზანი უნდა გახდეს. ხოლო იმისათვის,რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი უნდა გვქონდეს სათანადო ცოდნა და განათლება, ამისათვის კი აუცილებელია დავასრულოთ სასწავლებელი წარმატებით და დავეუფლოთ ჩვენთვის საინტერესო პროფესიებს.რადგან განათლების და ცოდნის გარეშე წარმოუდგენელია იყო საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი.
ასე რომ რამდენიმე თვეში ლოუნი მოსწავლეების საყვარელი პედაგოგი ხდება. მნიშვნელოვანია ისიც რომ ფილმის მთავარ გმირს ,რომელიც,როგორც ვთქვით ადრე ჯარში მსახურობდა ცხოვრებაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა. მას ყავდა ქმარი,რომელიც ცუდად ექცეოდა და ფიზიკურად უსწორდებოდა კიდეც,თუმცა მსგავსმა სიტუაციამ განუვითარა ბრძოლის უნარი. არ დაეცა სულიერად და პირიქით გახდა უფრო ძლიერი,დამოუკიდებელი და რაც მთავარია შესძლო საკუთარი გამოცდილების და ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.
ვფიქრობ ჩემს მიერ განხილული ფილმი ძალიან საინტერესოა, რადგან მიუხედავად მასში ნაჩვენები სირთულეებისა გვავსებს ოპტიმიზმით და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს არჩევანის შესაძლებლობა და თუ ჩვენ დავაგროვებთ სათანადო ცოდნას ჩვენი არჩევანი ყოველთვის იქნება უტყუარი.