Skip to content

სტრესი და დაავადება

ჯერ კიდევ 1920-იან წლებში სელიე პრაღის უნივერსიტეტში ატარებდა კვლევას, რომლითაც დადასტურდა, რომ ემოციებს შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადება. თანამედროვე მონაცემები, რომლებიც დაფუძნებულია ადამიანებსა და ცხოველებზე დაკვირვებაზე, ადასტურებენ იმ შედეგებს, რომლებიც მიიღო სელიემ და ნათელს ჰფენენ იმ ფსიქოლოგიურ პროცესებს, რომელთა მონაწილეობითაც სტრესზე ემოციურ რეაქციებს შეუძლიათ ადამიანის ორგანიზმი ლოიალური გახადონ ამა თუ იმ დაავადების მიმართ.

სტრესი შეიძლება დაგროვდეს და მიაღწიოს ისეთ ძალას, რომ ადამიანს აღარა აქვს წინააღმდეგობის გაწევის და გადალახვის უნარი და ავადდება. როგორც წესი, ურთიერთდამოკიდებულება სტრესსა და ადამიანის მასთან გამკლავების უნარს შორის გაცილებით რთული ხასიათისაა. ხოლმსმა და მასუდამ ყურადღება გაამახვილეს სტრესზე ინდივიდუალური რეაქციის მნიშვნელობაზე. მათი ვარაუდით, ამის ახსნა შეიძლება იმით, რომ ორგანიზმის სტრესული სიტუაციის დაძლევისაკენ მიმართულმა ქმედებებმა შეიძლება დააქვეითოს დაავადებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი, განსაკუთრებით თუ ადამიანი ასეთ დროს იყენებენ სტრესიის დაძლევის არასწორ საშუალებებს, რომლებიც არაა შესაბამისობაში მათ წინაშე არსებულ პრობლემებთან. დაავადებაზე ასეთი შეხედულება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანის შესაძლებლობები არაა უსაღვრო, ჩვენ გაგვაჩნია ენერგიის შეზღუდული რაოდენობა. თუ გარეგნული ფაქტორები მოითხოვენ ზედმეტად დიდ დანახარჯებს, ჩვენ შეიძლება არ გვეყოს ძალები დაავადებასთან საბრძოლველად.
პირველყოფილი ადამიანის თვითგადარჩენა დამოკიდებული იყო მის უნარზე, სწრაფად განესაზღვრა საშიშროების დონე და მიეღო გადაწყვეტილება, რა იყო საჭირო ასეთ სიტუაციაში, შებრძოლება თუ გაქცევა. როგორც კი ნერვული სისტემა აღიქვამს გარეგან საფრთხეს, ჩვენი სხეული მომენტალურად მასზე რეაგირებს და მზადაა იმოქმედოს შესამაბისი ფორმით. თუმცა, თანამედროვე საზოგადოებაში ცხოვრება ხშირად მოითხოვს ჩვენგან სტრესსზე შესაბამისი რეაქციის ჩახშობას. როცა თქვენ სიჩქარის გადაჭარბებისათვის გაჩერებთ პოლიცია ან უფროსი გლანძღავთ ცუდად შესრულებული სამუშაოსთვის, თქვენი ორგანიზმი მაშინვე ინსტიქტურად ახდენს მობილიზებას, მაგრამ სოციალური თვალსაზრისით ასეთ სიტუაციაში არ შეიძლება არც „ბრძოლა“, არც „გაქცევა“, ამიტომ ვსწავლობთ ამ რეაქციების დათრგუნვას. ყოველდღიურ ცხოვებაში ჩვენ ვახდენთ მათ ჩახშობას: როცა ვუშვებთ რაიმე შეცდომას, ვდგავართ რიგში, გვაგვიანდება სამსახურში და ა.შ.
ადამიანის ორგანიზმი მოწყობილია ისეთი სახით, რომ თუ სტრესს მოსდევს ფიზიკური რეაქცია და ადამიანი გარბის ან იბრძვის სტრესი არ აყენებს დიდ ზიანს, ხოლო თუ არ ხდება სტრესსზე ფსიქოლოგიური რეაქციის განმუხტვა მოსალოდნელი სოციალური შედეგების გამო, ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში იწყება სტრესის უარყოფითი შედეგების დაგროვება, ეს არის ე.წ. ქრონიკული სტრესი, რომელზეც ორგანიზმმა თავის დროზე არ მოახდინა შესაბამისი სახის რეაგირება, სწორედ ასეთი ქრონიკული სტრესი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს მრავალი დაავადების წარმოქმნაში, რაც მეცნიერების მიერ სულ უფრო მეტად დასტურდება.
ექმიმმა ჯორჯ სოლომონმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინა, რომ ჰიპოტალამუსის(თავის ტვინის უბანი, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ენდოკრინულ სისტემაზე) ფუნქციონირების დარღვევას მივყავართ იმუნური სისტემის დაქვეითებამდე. გარდა ამისა ითვლება რომ ჰიპოტალამუსი წარმოადგენს თავის ტვინის იმ ნაწილს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ემოციებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ემოციური სტრესის დონე, რომელიც გამოწვეულია გარეგანი მოვლენებით დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ახდენს კონკრეტული ადამიანი მოვლენების ინტერპრეტაციას და დაძლევას. ყველა უმკლავდება სტრესს თავისებურად. ხანდახან რეაგირების ფორმამ შეიძლება შეამციროს სტრესის ზემოქმედება ორგანიზმზე, ან პირიქით გაზარდოს.
ყველაზე ხშირად ადამიანი რეაგირებს სტრესულ სიტუაციაზე ჩვევის სახით. იგი მიმართავს იმ საშუალებებს რომლებიც ნაკარნახევია მისი ქვეცნობიერის მიერ საკუთარ თავზე არსებული წარმოდგენის მიხედვით თუ როგორი უნდა იყოს ის და ასევე როგორები უნდა იყვნენ მისი გარემომცველი ადამიანები და გარე სამყარო. ეს სტერეოტიპული ქცევა ახდენს ადამიანის საერთო ცხოვრებისეული პოზიცის ფორმირებას.

მოამზადა გიორგი ქიტესაშვილმა