Skip to content

"უმჯობესია დღის ცხოვრებით ვიცხოვროთ, რადგან ჩვენი ორგანიზმი ასეა მოწყობილი"

ღამის ცხოვრებით ცხოვრობთ? ხომ არ გადაიღალეთ? სოციალური კვლევების თანახმად, ღამის ცხოვრების უგულებელყოფა, დილით ადრე ადგომა და აქტიური დღის რეჟიმი, დაგეხმარებათ იყოთ მეტად ბედნიერი, ჯანმრთელი და პროდუქტიული. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული სწავლება, რომელიც ზუსტად ამ საკითხს ეხებოდა, ამბობს რომ ადამიანები რომლებიც დღის ცხოვრებას ამჯობინებენ, ბევრად უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი ვისაც ღამე გართობა და მუშაობა უყვარს.
რატომ? ფსიქიატრი ტრეისი მარკსის აზრით, რომელიც ავტორია წიგნისა „თქვენი ძილის მასტერი“, მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანის ძილ-ღვიძილის ციკლი უშუალო კავშირშია დღეღამის 24საათიან ნატურალ ციკლთან. „უმჯობესია დღის ცხოვრებით ვიცხოვროთ, უბრალოდ იმიტომ რომ ასეა ჩვენი ორგანიზმი მოწყობილი”, ამბობს მარკსი.
ასე რომ თუ გსურთ, ეს პრობლემა გადაჭრათ, ეცადეთ:
გამოიმუშაოთ, ერთსა და იმავე დროს დაძინების ჩვევა.
გამორთეთ ტექნიკა და შეეშვით სოციალურ ქსელებს. გირჩევთ, ეს დაძინებამდე 1 საათით ადრე გააკეთოთ.
ექპერტთა მიხედვით, მსგავსი რეჟიმის პრაქტიკაში გატარებიდან, 1 თვის შემდეგ, შეამჩნევთ ძირეულ ცვლილებებს.
4motivi.com