Skip to content

უმბერტო ეკოს ცხოვრებისეული ფრაზები

უმბერტო ეკო არის ცნობილი იტალიელი ფილოსოფოსი, სემიოტიკოსი და მწერალი, რომელიც 2016 წლის 19 თებერვალს სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა 84 წლის ასაკში. მინდა ამ სტატიით მისი ცხოვრებისეული წესები გაგანდოთ.

1. შეგეძლოს ტყუილის თქმა, არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ადამიანებსა და ცხოველებს შორის, რომელიც არც თუ ისე ბევრია.

2. არ დაიჯეროთ, რომ იტალია არის ინტელექტუალების ქვეყანა. ის ფაქტი, რომ რაფაელი და მიქელანჯელო იტალიიდან იყვნენ წარმოშობით, არაფერსაც არ ნიშნავს.

3. ვფიქრობ, შუა საუკუნეებში რომ დავბადებულიყავი, უკვე მკვდარი ვიქნებოდი.

4. მამაჩემი იყო ბუღალტერი, მისი მამა კი ტიპოგრაფი. მამაჩემი იყო ყველაზე უფროსი თავის 13 დედმამიშვილს შორის. მე კი ვიყავი მისი პირველი ვაჟი. ჩემი პირველი შვილიც ვაჟი იყო და ანალოგიურად ჩემი შვილის პირველი შვილიც ვაჟია. რატომ ვამბობ ამას იცით? თუ გამოირკვა რომ ეკოების ოჯახი არის ბიზანტიური იმპერატორების შთამომავალი, ჩემი შვილიშვილი დოფინი იქნება. ( დოფინი – სამეფო ტახტის მემკვიდრე ).

5. როგორი პერსონაჟიც არ უნდა შექმნა, ის მაინც გაიზრდება საკუთარი გამოცდილებიდან და საკუთარი მეხსიერებიდან.

6. ნამდვილი გმირი ყოველთვის არის შემთხვევითი გმირი. სინამდვილეში, ის ოცნებობს იყოს პატიოსანი მშიშარა, როგორც ყველა გარშემომყოფი.

7. დეტექტიური ლიტერატურა მე იმით მიზიდავს, რომ მასში ყოველთვის ისმება ფილოსოფიური კითხვა – ეს ვინ გააკეთა?!

8. ყოველთვის, როდესაც ახალი წიგნის კითხვას ვიწყებ, მგონია თითქოს მისჯილი მაქვს 2 წელი, რადგან წიგნი ბავშვის დაბადებასავითაა. თავიდან მას სიცოცხლე უნდა აჩუქო, შემდეგ იზრუნო და მხოლოდ ამის შემდეგ ის იწყებს სიარულს და საბოლოოდ ლაპარაკს.

9. კარგი წიგნი ავტორზე ჭკვიანი უნდა იყოს. ხშირად ის მოგვითხრობს ისეთი რაღაცების შესახებ, რაზეც ავტორი არც კი დაფიქრებულა.

10. კულტურული ადამიანის უპირველესი მოვალეობა არის, ყოველთვის მზად იყოს ახლიდან გადაწეროს ენციკლოპედია.

11. მე მიყვარს ტელევიზორის ყურება. ვფიქრობ, რომ სამყაროში არ არსებობს ისეთი სერიოზული ჰუმანიტარი, ვისაც არ უყვარს ტელევიზორის ყურება. მაგრამ შეიძლება მე ვარ ერთადერთი ვისაც არ ეშინია ამის აღიარება!

12. მე ნაკლებად მანაღვლებს იმ ადამიანების რიცხვი ვინც ახლაა ”ონლაინში”. ყველაფერი რასაც ისინი აკეთებენ არის ის რომ, მოჩვენებებს ელაპარაკებიან.

13. მე არ ვიცი რას ნიშნავს სიმართლე, მაგრამ ამაში მაინც მე მართალი ვარ.

14. შესაძლებელია, მე არ ვარ ისეთი ჭკვიანი, როგორიც მგონია საკუთარი თავი, და უფრო მეტიც არც ისეთი ჭკვიანი ვარ, როგორიც სხვებს ვგონივარ.

15. ადამიანები ძალიან მალე იღლებიან ადვილი რაღაცებისგან.

16. ყოველთვის ძალიან ადვილია იპოვო პარალელი ნებისმიერი მოვლენებისადმი. თქვენ მომცემთ მე 50 დოლარს და მე თქვენ დაგიწერთ ესსეს, სადაც გამოვკვეთავ პარალელს დღევანდელი დღისა და სამყაროს შორის, რომელშიც ცხოვრობდნენ ნეანდერტალელები.

17. მე არასდროს ვთვლიდი შუასაუკუნეებს ბნელ დროდ. ეს იყო ნაყოფიერი ნიადაგი, სადაც გაიზარდა აღორძინება.

18. ყველა საერთაშორისო კულტურას უნდა ერთი რამ, აქციოს უსასრულობა ხელმისაწვდომად.

19. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი წაკითხული კარგი წიგნი მოგანდომებს წაიკითხო შემდეგი.

20. არ არსებობს სპეციალური წესი ან სწორი რეჟიმი, თუ გინდა წიგნის დაწერა.

21. ხანდახან მე ვწერ ერთსა და იმავე გვერდს ათობით. თუ ეს არ მშველის ვკითხულობ დაწერილს ხმამაღლა, ასეთი გზით ვცდილობ რომ გავიგო, რა არ არის რიგზე.

22. წიგნის დაწერა ყოველთვის არ გულისხმობს სიტყვების ფურცელზე დაწერას. შენ შეგიძლია გონებაში დაწერო მთელი თავი, როდესაც საუზმობ ან სეირნობ.

23. სხვისი სისულელე არასდროს შეამცირებს შენსას.

თარგმანი: ნინი სირაძე