ერთხელ, ღამე, პროვინციაში, სადაც მონასტერი იყო, დიდი თოვლი მოვიდა. დილით მოსწავლეები, რომლებსაც წელამდე თოვლში მოუხდათ გავლა, მედიტაციის დარბაზში შეიკრიბნენ.
მასწავლებელმა შეკრიბა მოსწავლეები და იკითხა:
– აბა, რას იტყვით, რა უნდა გავაკეთოთ ამ სიტუაციაში?
პირველმა მოსწავლემ თქვა:
– უნდა ვილოცოთ, რომ თოვლმა დნობა დაიწყოს.
მეორემ კი თქვა:
– ყველა ჩვენ-ჩვენს კელიებში უნდა ვიყოთ, ხოლო თოვლი თავის გზაზე წავიდეს.
მესამემ თქვა:
– მისთვის, ვინც ჭეშმარიტება შეიცნო, სულ ერთი უნდა იყოს – არის თოვლი, თუ არ არის ის.
მაშინ მასწავლებელმა თქვა:
– ახლა კი მომისმინეთ, მე რას გეტყვით.
მოსწავლეები უდიდესი სიბრძნის მოსასმენად მოემზადნენ.
მასწავლებელმა მათ თვალი მოავლო და თქვა:
– აიღეთ ნიჩფები და წინ!
მორალი: ნურასოდეს დაივიწყებთ იმის შესახებ, რაც მართლა მუშაობს – ეს არის მოქმედება!