Skip to content

ტონი რობინსი: თქვენი გადაწყვეტილებები

30 წლის განმავლობაში უამრავი პროფესიის ადამიანთან მომიწია მუშაობა. სამსახურმა მომცა უნიკალური შესაძლებლობა  დავკვირვებოდი ადამიანებსა და მათ ყოველდღიურ გამოწვევებს. ეს შეიძლება ყოფილიყო პროფესიონალი ათლეტი, რომელსაც გამარჯვება სწყუროდა, ბიზნესის ლიდერი,რომელსაც წარმატება ჰქონდა განზრახული, თუ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ხალხზე გავლენის მოხდენა სურდა. შესაძლოა, ყველაფერზე არ მქონდეს პასუხი (ნეტავ ვის აქვს?), მაგრამ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად გავაანალიზე,რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა კი არ განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას ცხოვრებაში, არამედ ის გადაწყვეტილებები, რომელთაც ვიღებთ.
შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. ხართ ის,ვინც გსურდათ ყოფილიყავით? ხართ ისეთი ჯანრმთელი, ფინანსურად უზრუნველყოფილი და ბედნიერი?
პასუხი უარყოფითია???
და რატომ ცდილობთ დაადანაშაულოთ სახელმწიფო, ეკონომიკა, სიტუაციები და  ადამიანები,როდესაც სიმართლე რადიკალურად განსხვავებულია?!
უნდა გავაანალიზოთ,რომ რას წარმოვადგენთ დღეს განისაზღვრება იმით, თუ რა გადაწყვეტილებები მივიღეთ წარსულში. ჩვენ დავისახეთ მიზანი, განვსაზღვრეთ ცხოვრებისეული პრიორიტეტები, ავირჩიეთ დამოკიდებულება, ვთქვით, რა გვსურდა და რისი გაკეთება გვინდოდა… არ აქვს მნიშვნელობა რა შედეგი გამოიღო ჩვენმა ცდამ დადებითი, თუ უარყოფითი: ისტორია მომავალი არასოდეს არაა დღეს კვლავ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა…
წარმატება კარგი განსჯის შედეგია.კარგი განსჯის უნარი,უმეტეს შემთხვევაში, გამოცდილებიდან მოდის. და გამოცდილება რაღაა? მას ცუდი განსჯის შედეგად ვიძენთ.
და თუ ასეა, ნუ დაკარგავთ მწუხარებაში დროს. პოზიტიურად შეეგებეთ ცხოვრებისეულ გამოცდილებებს. სინამდვილეში დამარცხება საუკეთესო ცხოვრებისეული გაკვეთილია, უმჯობესია ისწავლოთ მისგან…
ენტონი რობინსი; თარგმანი:4motivi.com