Skip to content

6 მოთხოვნილება,რომელიც ადამიანის მოტივაციაზე ახდენს გავლენას

ენტონი რობინსის თანახმად შემდეგი 6 მოთხოვნილება ახდენს ადამიანის მოტივაციაზე გავლენას და განსაზღვრავს მის დონეს:
* კმაყოფილებისა და უსაფრთხოების მოთხოვნილება: ცოდნა იმისა,რომ გაქვს ბინა/თავშესაფარი. მოთხოვნილება, ცხოვრობდე უსაფრთხოდ და უზრუნველად.
*გაურკვევლობისა და მრავალფეროვნების მოთხოვნილება: ეს მოთხოვნილება, ცოტა არ იყოს და, შეუსაბამობაში მოდის პირველთან, თუმცა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის მოტივაციაში. სწორედ ამ მიზეზით უყურებენ ადამიანები სპორტულ ღონისძიებებს,რადგან არ იციან, თუ რა შედეგით დასრულდება ისინი, ცდილობენ მოინახულონ განხსვავებული ადგილები, განიცადონ ახალი თავგადასავლები და ისტორიები და გემო გაუსინჯონ განსხვავებულ კერძებს.
*აღიარების მოთხოვნილება: ყველას გვურს თავი მნიშვნელოვან ადამიანებად ვიგრძნოთ. მარტივად,რომ ავხსნათ, თუნდაც იმის აღიარების მოლოდინი,რომ სამუშაო კარგად შევასრულებთ უდიდეს სტიმულს გვანიჭებს.
*სარგებლის მოტანის/ წვლილის შეტანის მოთხოვნილება: ყველას სურს “კეთილი ადამიანის” სტატუსით სარგებლობდეს, შეეძლოს, რომ დაეხმაროს სხვას,გაიღოს დახმარება და მოწყალება.
*ურთიერთობებისა და სიყვარულის მოთხოვნილება: “ბევრი ადამიანი მხოლოდ იმიტომ იხევს სიყვარულზე უკან, რომ ტკივილის ეშინია” – გვეუბნება რობინსი. თუმცა ყველა ჩვენგანს აქვს და სჭირდება სხვა ადამიანებთან სიახლოვისა და ურთიერთობის მოთხოვნილება.
*ზრდისა და განვითარების მოთხოვნილება: ყვავილს თუ არ მოუვლით დაჭკნება და მოკვდება. იგივე პრინციპი მოქმედებს ყველაფერში. თუ საკუთარ პიროვნულ განვითარებასა და წინსვლაზე არ ვიზრუნებთ, საბოლოოდ, ეს ჩვენს შედეგებზე და ცხოვრების ხარისხზე მოახდენს გავლენას.