Skip to content

„სურეალიზმი, ეს მე ვარ“- სალვადორ დალის გამონათქვამები

1. მე მექნება ბოლოებში წაწვეტებული, იმპერიალისტური, ზერაციონალისტური, ვერტიკალური მასტიციზმის და ვერტიკალური ესპანური სინდიკატების მსგავსად, ზეცისკენ აშვერილი, ულვაშები.

2. მხატვრისთვის ჯობია იყოს მდიდარი, ვიდრე ღარიბი, ამიტომ ხატვა ისე ისწავლე, რომ შენი ფუნჯი ოქროსა და ძვირფას თვლებს ბადებდეს.

3. ნუ შეაფურთხებ საკუთარ ნახატს. მას ხომ შეუძლია უკან შემოგაფურთხოს, როცა მოკვდები.

4. პიკასო ესპანელია, მეც ესპანელი ვარ. პიკასო გენიოსია, მეც გენიოსი ვარ. პიკასოს ყველა ქვეყანაში იცნობენ, მეც მიცნობენ ყველა ქვეყანაში. პიკასო კომუნისტია, მე კი – არა.

5. და მაინც, რა არის ზეცა? ზეცა არც მაღლაა, არც დაბლაა, არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. ზეცა პირდაპირ იმ ადამიანის გულშია, რომელსაც სწამს.

6. ყველაზე საინტერესო მსოფლიოში მე და გალა ვართ, მეორე ადგილზე მე ვარ, მესამეზე კი, სხვა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩემი და გალას ჩათვლით.

7. ჩემსა და გიჟს შორის ის განსხვავებაა, რომ მე გიჟი არ ვარ.

8. დიდი მადლობა ჩემს მტრებს, რომ არა ისინი მე ვერ გავხდებოდი ის, რაც ახლა ვარ.

9. სრულყოფილების ნუ გეშინიათ, ის თქვენ საერთოდ არ გემუქრებათ.

10. თუ თქვენ აღიქვამთ საკუთარ ნახატს, ჯობია საერთოდ არ დახატო ის.

უცნაური და ამბიციური ასეთ დახასიათებას ამოიკითხავთ წიგნებში სალვადორ დალიზე, 6 წლის ასაკში სურდა მზარეული ყოფილიყო, 7 წლის ასაკში ნაპოლეონი, მისი ამბიციები დღითიდღე იზრდებოდა.

მოსწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ულვაშების ფორმაც ხელს უწყობდა. უნდოდა ადამიანს ერთი დანახვით სამუდამოდ დაემახსოვრებინა იგი. ის იყო რეალურზე მაღლა მდგომი მიმდინარეობის , სურეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

11 მარტი სალვადორ დალის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ