Skip to content

სტანისლავ ბონდარენკოს თბილისში ჩამოსვლის შესახებ…

კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად გავიგე სტანისლავ ბონდარენკოს თბილისში ჩამოსვლის შესახებ… დედაჩემი მირეკავს და მეუბნება ”ვლადი” (”დამიბრუნე ჩემი სიყვარული” ამ სერიალით გაითქვა სახელი სტასმა და ვლადი მის პერსონაჟს ქვია) თბილისში ჩამოდისო და არც კი დავუჯერე ისე გავუთიშე ყურმილი რადგან ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია და ტყუილად ოცნების კოშკების აგება არ დავიწყე, თუმცა ძალიან მინდოდა სიმართლე ყოფილიყო… მაგრამ გადის დრო და თურმე სიმართლე აღმოჩნდა.

  სტანისლავი საქველმოქმედო მიზნით ჩამოდიოდა თბილისში 17 წლის მიხეილ სხვიტირიძის დასახმარებლად,  რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება საზღვარგარეთ და ამისთვის დიდი თანხაა საჭირო, ორი გოგონა ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა დაუკავშირდნენ მას და ისიც სიხარულით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა ამ წინადადებას.  ის კი თბილისში მოზარდ მაყირებელთა თეატრში  სპექტაკლ ”მე ბებია ილიკო და ილარიონში” ითამაშებდა ასევე საქველმოქმედო საღამოც გაიმართებოდა და ხარჯები მთლიანად მიხეილის ფონდში გადაირიცხებოდა… ძალიან გამიხარდა ეს ამბავი და ოცნებად მექცა რომ რომელიმე ღონისძიებას მაინც დავსწრებოდი, მაგრამ სამწუხაროდ ბილეთები მალევე გაიყიდა, ბედის ირონიით სანამ დავიჯერე ამ ამბის სიმართლე იქამდე სხვებმა დამასწრეს… მაგრამ არ დავნებდი მაინც და ალტერნატიულ გზას ვეძებდი ჩემი ოცნების ასასრულებლად და ვნახე ანი ელბაქიძის ივენთი სადაც სტასის გულშემატკივრები ითხოვდნენ თაყვანისმცემლებთან შეხვედრას თუმცა არავისგან ამის ორგანიზების მხარდაჭერა არ ჰქონდა და არც მსახიობის თანხმობა, ვიცოდი რომ ეს ჩემი უკანასკნელი შანსი იყო და საკუთარ თავზე ავიღე ეს მოვალეობა ჩემი ბედი უნდა მეცადა მერე რომ მთელი ცხოვრება არ მენანა… მადლობა ღმერთს გამიმართლა და პირველი რაც ყველაზე აუცილებელი იყო მსახიობის თანხმობა მივიღე, თუმცა ძალიან მწირე დროს მხოლოდ 20 წუთს გამოყოფდა, მაგრამ ამაზეც მადლობელი ვიყავი, შემდეგ დავიწყე იმაზე ფიქრი თუ სად უნდა ყოფილიყო ეს შეხვედრა და მეგობარ მეგი ბარათაშვილს დავუკავშირდი ვისაც შეეძლო დამხმარებოდა  ავუხსენი სიტუაცია და მასპინძლად ”სეუს” უნივერსიტეტის ვერანდა გადაწყდა,სპეციალურად  ფოტოგრაფი მათე მათეშვილიც მოვიდა შეხვედრის გადასაღებად… დანარჩენი საკითხებიც ასე თუ ისე შეძლების დაგვარად მოვაგვარეთ. ამ ყველაფერს რომ ვაკეთებდი ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ ეს რეალობაში ხდებოდა…

   და აი დადგა ის ნანატრი დღე 11 მარტი დილის თერთმეტის ნახევარი ”სეუს” უნივერსიტეტში თაყვანისმცემლები ელოდებიან სტასს ყველას გული გამალებით ძგერს მათ შორის ჩემიც, მარა ვაწყნარებ ვაჯერებ თავს რომ ყველაფერი კარგად იქნებაა, მეშინია ბოლო წამებში არ გადაიფიქროს მოსვლაა და გული არ დაგვწყვიტოს, თუმცა არა!!! დავინახე მანქანიდან როგორ გადმოვიდა და ჩემსკენ მოიწევდა, თან სიგარეტს ეწეოდა აი მაშინ კიი დავიჯერეე სანამ მივესალმებოდი, მან ქართულად ”გამარდჟობა” მითხრა! გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი (ჩახუტების ან გადაკოცნის მომერიდა)… ლიფტში შევედით და სეუს 9 სართულის ვერანდისკენ დავიძარით, ძალიან მოეწონა უნივერსიტეტი და მეკითხებოდა ეს მთელი ტერიტორია უნივერსიტეტიაო, და სამ კითხვაზე მხოლოდ ”და”-ს ვპასუხიბდი ლაკონურად… აი ავედით ვერანდაზე და იქ თაყვანისმცემლები ჟრიამულით შეხვდნენ კუმირის დანახვას… მსახიობმა თავისი ადგილი დაიკავა სადაც ფოტოები უნდა გადაეღოთ 1 სკამი მისთვის იყო, გვერდზე მეორე კი თაყვანისმცემლებისთვის რომლებიც წესით რიგრიგობით უნდა მისულიყვნენ… მე ინიციატივა გამოვიჩინე და პირველი მივედი, სტასს გაეცინა და მითხრა ყოჩაღ პირველი მოხვედიო, გამიხარდა კომუნიკაბელური რომ გამოდგა  თავის დაფასება არ დაიწყო და უბრალოდ მოვალეობის გულისთვის არ გადაიღო ჩემთან ფოტო და თავისუფლად კონტაქტშიც შემოვიდა, შემდეგ რიგი სხვებს დავუთმე, თუმცა ასეთი წყნარი პროცესი დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა, და შემდეგ აურზაური ატყდა ყველას სტასთან მისვლა და სელფის გადაღება უნდოდა, არადა პროფესიონალი ფოტოგრაფი სპეციალურად მოწვეული ასეთი ამბის გასარიდებლად იყო მოწვეული, თანდათან წამებში რასაც ქვია სიტუაცია უკონტროლო ხდება. სამწუხაროდ ამ 15 წუთის განმავლობაში (წესით 20 იყო განსაზღვრული მაგრამ ადრე წავიდა სიტუაციის გაუმართაობის გამო) 3ჯერ უთხრა ქართველ თაყვანისმცემლებს შენიშვნა კულტურულად რომ უკან დაიხიეთო ხმამაღლა მიკროფონოთ ყოველ ჯერზე მე ვუთარგმნიდი მაგრამ არავინ უსმენდა, ბოლოს კი ისიც თქვა სამწუხაროდ, რომ ცივილიზებული ადამიანებივით მოიქეცითო და სიტუაცია უარესობისკენ რომ შეიცვალა ადგა და დროზე ადრე წავიდა, თუმცა ძლივს გააღწია… არადა ადამიანმა შეხვედრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დაღლილი და უძინარი იყო დატვირთული გრაფიკის გამო და ყავის დალევაც არ აცადეს… ამით პირველ ყოვლისა თაყვანისმცემლებმა, თუმცა უფრო კერპთაყვანიცმცემლები შეეფერება, საკუთარ თავს და ერის  კულტურის დონეს გაუსვეს ხაზი. დღეს კიდევ  ასევე ფრედერიკ ბეგბეგდერთან ყოფილა გულშემატკივრების შეხვედრა და 4motivi.com-ს სხვა პუბლიცისტმა თაკო მეფარიშვილმა გამოაქვეყნა იგივე თემაზე სტატია თუ რა ხდებოდა ფედერიკის შეხვედრაზე და ერთ ფრაზას მოვპარავ მას და კითხვას დავსვამ ”არ ვიცი, როგორ ვახერხებთ, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მნიშვნელოვანი პერსონის ჩამოყვანა ანონსდება ეროვნული ისტერიკა ექსპონენციალურად იზრდება”?!… თან ისეთი ისტერიკა, რომ ადამიანს ელემენტარულად შეაძულეს თავისი პოპულარობა, მესმის ადამიანის მიმართ სიყვარული გამოხატო, მაგრამ არა მის მიმართ უპატივცემლობა… რაშიც გამოიხატებოდა შემდეგი ფაქტები:

  1. მსახიობს ლოყაზე უჩქმიტეს, რათა მოტრიალებულიყო ბრბოდან და ყურადღება მიექცია, და ”სელფიე” გადაეღოთ.
  2. ასევე წითელი ტუჩსაცხის კვალი ეტყობოდა ლოყაზე რომ მიდიოდა უკვე და მოშორება მე მომიწია…
  3. უნივერსიტეტიდან გასვლა რომ უნდოდა გაქცევა მოუწია და მინიან კარს შეეჯახა კიდევ კაი არ დაშავდა. გასასვლელის პოვნა არ აცადეს კერპებმა ისე მისდევდნენ და სანამ მანქანამდე მიაღწიეს თავქუდმოგლეჯილი გარბოდა… ამ მომენტზე ის გამახსენდა ”დამიბრუნე ჩემი სიყვარულში” რომ არის ეპიზოდი ვლადი ვერას რომ მისდევს რათა არ წასულიყო ვერა, გამოადგა სირბილის გაკვეთილები დღესაც, ოღონდ ამჯერად თავად გაურბოდა მისდამით სიყვარულით შეპყრობილ გოგოებს 😀 ჰმმ ლოგიკურია! თუ კიდევ ვინც იქ იყავით რაიმე მომენტები შეამჩნიეთ არ დაიზაროთ კომენტარებში აღნიშნეთ…

ახლა კი მინდა გახარებული და მადლიერი თაყვანისმცემლების შთაბეჭდილებები დავწერო დღევანდელ დღესთან დაკავშირებით…

თაკო ლილუაშვილი: ესეიგი ჩემო ნინჩოო, შენ ზოგადად, ხომ იცი ჩემი დამოკიდებულება ამ გიჟი ბიჭის მიმაართ! აი ძაან რომ მიყვარს ესეც კი იციი (ნუუ მომსწრე ხარ ამ სიყვარულის ისტორიის) ძაან კი არადა, უზომოდ ბედნიერი ვარ დღეს რომ ვნახეე მართლაა… დღეიდან გულმა გაორმაგებით დაიწყო ძგერაა, ხელი რომ მოვკიდე ხომ მაშინ საერთოდ მოვკვდიი, უდიდესი მადლობა პირადად ნათიას და ელენეს, და ასევე შენ მაგარო გოგო ყველაფრისთვის!!!

ნინა არაბაშვილი: ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს გამოცდილი, თუმცა დღევანდელი დღის ემოციები, აღტაცებები, და შეგრძნებები უბრალოდ მაგიჟებს…. აი ის მომენტი შეუდარებელია, რომ იღვიძებ ემზადები და ნელ-ნელა გული გამალებით გიძგერს, თითქოს ეცემი, ფეხი გეკვეთება, მეტი აღარ შეგიძლია, თუმცა ძალებს იკრებ და აი ისიც, მოვიდა სანატრელი მომენტი, ხედავ მას, და არ იცი რა გააკეთო, თითქოს დამალვა გინდა, გეშინია, გონებას ვერ იკრებ, მაგრამ ამ დროს გახსენდება, რომ მეორედ ეს შესაძლებლობა შეიძლება აღარ მოგეცეს და დინებას მიჰყვები. გვერდზე რომ უჯდები გულის ცემა ნელდება, ისე ახლოდან მიყურებდა თვალებში, სამყარო ჩემი მეგონა, მის ნათქვამ კომპლიმენტებზე ”ეს საყურე ძალიან გიხდება” ტირილი, რომ გინდა… რომ მიდის და გინდა გაეკიდო, ჩაეხუტო და დრო გააჩერო… არ ვიცი რამდენად გადმოვეცი ჩემი გრძნობები, ეს ყველაფერი მოხდა და მე კიდევ ისევ სიზმარი მგონია.. მინდა რომ ასეთი შეგრძნებები არავის მოგაკლდეთ ცხოვრების მანძილზე, ოცნებას, რომ აიხდენ, ამაზე კარგი არაფერია. იბრძოლეთ თქვენი ოცნებებისთვის და გარანტირებული ბედნიერება, სიამაყე, თავდაჯერებულობა და უფრო მეტისკენ სწრაფვის სურვილი არ მოგაკლდეთ…

ჩემი ემოციები კი ასეთია!!! კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ #DreamsComeTrue, მთავარია იბრძოლო, და აუცილებლად გამოგივა! დღევანდელი დღე სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება, რადგან მყარი გადაწყვეტილება რომ არ მიმეღო და სტასის ნახვა არ დამეჟინებინა ასე ძალიან და მასთან თუნდაც 1 ფოტო, დღევანდელი დღე ისეთი არ იქნებოდა როგორიც იყო, და 2016 წლის 11 მარტი ჩემთვის განსაკუთრებული კი არა ჩვეულებრივი მივიწყებული თარიღი იქნებოდა. ასე კი როგორც საკუთარ თავს, ასევე ბევრ ადამიანს ავუხდინე ოცნება და ამისთვის უპირველესად მადლობა მინდა გადავუხადო:

ელენე თარგამაძეს და ნათია ქარდავას ამ არაჩვეულებრივი და კეთილი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის და რა თქმა უნდა სტასს რომ დათანხმდა ამაზე. შემდეგ ”სეუს” უნივერსიტეტს, რომ უმასპინძლა ამ შეხვედრას, ასევე ფოტოგრაფ მათე მათეშვილს ამ დაუვიწყარი დღის საუკეთესო მომენტები რომ გადაიღო და ყველა იმ ადამიანს ვინც მადლიერი და გახარებული დარჩა ამ შეხვედრიდან!

2 3 4 5 6 7 8 10 12

13

ბოლოს კი ყველაზე მთავარი სათხოვარი ჩემგან ჩემო ძვირფასო მკითხველო… ეს დღე არ შედგებოდა 17 წლის მიხაელს რომ ასე ძალიან არ ესაჭიროებოდეს ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა და ყველაზე დიდი მოქმედი პირი ისაა, მას აღენიშნება ოსტეოპოროზი და კუნძოვანი კვანძები, საქართველოში უკვე 8 გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ კიდევ საჭიროებს უცხოეთში მკურნალობას, რისთვისაც სოლიდური თანხაა საჭირო. გულშემატკივრებს გვინდოდა ჩვენი წვლილიც შეგვეტანა და შეხვედრაზე ვისაც რამდენი შეეძლო თანხა აეგროვებინა, მაგრამ ვერ მოხერხდა ამიტომ  გთხოვთ ყველამ შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ ამ ანგარიშის ნომერზე:

LIBERTY BANK
GE84LB0711119376142000

მიმღები: მიხაელის დედა, ციური სხვიტარიძე.

სიყვარულით,

ნინი სირაძე