Skip to content

სიძე და სიმამრი (სახალისო ისტორია)

ერთხელ ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი თავის ახლად შეძენილ სიძეს შეხვდა.

– ძალიან მიყვარს ჩემი ქალიშვილი და მიხარია, რომ ჩვენს ოჯახში შემოდიხარ. იმისათვის,რომ დაგანახო, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემთვის, მსურს ჩემი ბიზნესის 50% გაჩუქო. – უთხრა კაცმა სიძეს. ერთადერთი რისი გაკეთებაც მოგიწევს ისაა,რომ მიხედო ჩვენი ქარხნების მენეჯმენტს.

სიძემ საუბარი შეაწყვეტინა: არ მიყვარს ქარხნები.იქ ხმაური და სიბინძურეა.
– კარგი,არ არის პრობლემა ოფისში იმუშავებ – უპასუხა დაფიქრებულმა სიმამრმა.
– არც ოფისის სამუშაო მიყვარს  – თქვა სიძემ. არ შემიძლია მთელი დღე ერთ მაგიდასთან ვიჯდე.
– ერთი წუთით – თქვა განცვიფრებულმა სიმამრმა. მე ჩემი ბიზნესის ნახევარს გაძლევ და შენ არც ოფისში გსურს იმუშაო და არც ქარხანაში. ვერ ვხდები რა გინდა… სხვა რა შემოგთავაზო? რა გავაკეთო მითხარი?

– ძალიან ადვილია – უპასუხა სიძემ . გამოისყიდე წილი, რომელსაც მჩუქნი.