Skip to content

სიკვდილი და მწუხარება

 
ქალაქში სიკვდილი დასეირნობდა  და ერთმა კაცმა ჰკითხა მას:

 –რის გაკეთებას აპირებ?

– 100 კაცის სიცოცხლე მინდა წავიღო იმქვეყნად – უპასუხა სიკვდილმა.

– რა საშინელებაა – თქვა კაცმა. ასეც არ შეიძლება…

– ესაა ჩემი საქმე – მიუგო სიკვდილმა ღიმილით.

საღამოხანს კაცი ისევ შეხვდა სიკვდილს.

– მითხარი, რომ 100 კაცის სიცოცხლე გსურდა წაგეღო. და 1 000 კაცი რატომ გარდაიცვალა? – უსაყვედურა კაცმა სიკვდილს.

მე ჩემი სიტყვა შევასრულე – უპასუხა მას სიკვდილმა. მე მხოლოდ 100 ადამიანის სიცოცხლე წავიღე , დანარჩენების სიცოცხლე კი მწუხარებამ წაიყოლა…