Skip to content

ბეტმენი მაიამიში ჩამოფრინდა (ნამდვილი ამბავი)

მაიამის აეროპორტში სასაზღვრო ოფიცერსა და ერთ მგზავრს შორის ასეთი საუბარი გაიმართა:

ოფიცერი: რა გქვიათ?

მგზავრი: ბეტმენი

ოფიცერი : თქვენი ნამდვილი სახელი,სერ?

მგზავრი : ჩემი ნადვილი სახელია ბეტმენი

ოფიცერი: ძალიან სასაცილოა. თქვენი გვარი თუ შეიძლება…

მგზავრი: სუპერმენი

ოფიცერი: ესე იგი თქვენ ამტკიცებთ, რომ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარია ბეტმენ სუპერმენი?

მგზავრი: დიახ,ნამდვილად ასეა.

ოფიცერი ბიჭის პასპორტს დახედავს და აღმოაჩენს, რომ მას მართლაც ბეტმენ სუპერმენი უწერია პასპორტში. იგი დაცვას იძახებს და ბიჭს იჭერენ პასპორტის გაყალბების ბრალდებით…

(იხილეთ ბიჭის პასპორტი)
როგორც საბოლოოდ გაიკვა ბიჭი სრულიად უდანაშაულო იყო. მისდა საუბედუროდ ინდონეზიის ერთ–ერთ კუნძულზე, კეძოდ, იავაზე სუპერმენი (Suparman) ერთ–ერთი გავრცელებული გვარია. მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რატომ დაარქვეს მშობლებმა ბიჭს ბეტმენი ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს…:)))