Skip to content

საქართველოს ძირითადი სტრატეგიული საფრთხეები და პრობლემები

პოლიტიკოსების მიერ ხშირად ხდება აპელირება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებსა თუ საფრთხეებზე, თითოელი მათგანი ცდილობს ერთიც და მეორეც საკუთარ პოლიტკურ მიმართულებასა და ხედვას მოარგოს, ზოგიც მხოლოდ ერთ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას მეორეს კი პირიქით მალავს რადგანაც პოლიტიკურად მასზე საუბარი მისთვის არა მომგებიანია. მსგავს სიტუაციში ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს საქართველოს წინაშე არსებული სტრატეგიული საფრთხეებისა და პრობლემების ანალიზი ნეიტრალური პოზიციიდან. 

მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის სტრატეგიული პობლემას წარმოადგენს ყველფერი ის რაც ხელს უშლის მას სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. საქართველოს სტრატეგიულ მიზნებად კი მიმაჩნია:

ა)  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; ბ) ეკონომიკის განვითარება; გ) ეროვნული იდენტობისა და ღირებულებების შენარჩუნება-განვითარება; დ) ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ე) დემოკრატიის განვითარება;

ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების ხელის შემშლელ ფაქტორებად კი ძირითადად შემდეგი პრობლემები მიმაჩნია:

   1. საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების არსებობა და მისი სურვლი განახორციელოს სამხრეთ კავკასიის ეფექტური კონტროლი.

 ვთვლი, რომ აღნიშნული აბრკოლებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, როგორც მშვიდობიან ისე სამხედრო საშუალებებს. შესაბამისად კონფლიქტი, რომლის გადაჭრაც ვერ ხერხდება ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რადგან საქრთველო აღიქმება, როგორც ,,ფეთქებადსაშიში“ რეგიონი, რაც ასევე არ აძლევს ქვეყანას საშუალებას ორიენტირი გააკეთოს ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე. უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ასევე წარმოადგენს ერთერთ დამაბრკოლებელ გარემოებას საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისაკენ, რაც თავის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთერთი საშუალებას წარმოადგენს. ამას გარდა ეს უკანასკნელი გარკვეულწილად  ასევე ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას, კერძოდ, დემოკრატიის ერთერთ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მმართველი ელიტის ცვლა, ისტორილად კი საგარეო საფრთხე სახელმწიფოს მმართველს აძლევს დამატებით საფუძველს და საბაბს იმისათვის, რომ ერთის მხრივ მიიღოს მაქსიმალური ძალაუფლება და მეორეს მხრივ შეინარჩუნოს ის რაც შეიძლება დიდი ხნით, რაც გარკვეულწილად განაპირობა იმან, რომ ნებისმიერ ქვეყანაში (განსაკუთრებით ისეთ ახალგაზრდაში როგორიც საქართველოა) ხელისუფლების ცვლა იწვევს გარკვეულ რყევებს, რომელთა გამოყენებაც ადვილად შეუძლია ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს.

2. ქვეყნის არასტაბილური შიდა პოლიტიკური გარემო.
ქვეყნაში პოლიტიკური სისტემის ჩამოუყალიბლობამ განაპირობა, ის რომ ჩვენს უახლეს ისტორიაში ხელისუფლების შეცვლა ყოველთვის იწვევდა შიდა დაძაბულობასა და სამოქალაქო დაპირისპირებას ან ქმნიდა ამის სერიოზულ საფრთხეს, რაც თავის მხრივ გარკვეული პერიოდით აფერხებს, ან საერთოდ აჩერებს ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისკენ სვლას.

     3. საერთაშორისო არასტაბილური გარემო და გობალიზაცია

აღნიშნულში მოვისაზრებ, საერთაშორისო კონფლიქტებს, ტერორიზმსა და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, ვთვლი, რომ გლობალიზაციის პირობებში მსოფლიოში ნებისმიერი საერთაშორისო კონფლიქტმა შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ნებისმიერ, თუნდაც არა უშუალოდ კონფლიქტის მოსაზღვრე სახელმწიფოს. ამ მხრივ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მსგავსმა კონფლიქტებმა შესაძლებელი გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადეობის ყურადღების მოდუნება ჩვენი რეგიონის მიმართ, რაც შესაძლებელია ჩვენდა საზიანოდ იქნეს გამოყენებული, ჩვენდამი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მიერ.

გლობალიზაციის პირობებში ასევე რთულდება ქვეყნის ეროვნული ღირებულებების შენარჩუნება, რადგან სულ უფრო და უფრო რთულდება ქვეყნებს შორის კულტურული საზღვრების გავლება.

     4.  დემოგრაფიული პრობლემები.

დაბალი შობადობა, და მაღალი მიგრაცია, ანუ ქვეყნის ადამიანური რესურსის კლება, შეიძლება იქცეს ყველა სტრატეგიული მიზნის ხელშემშლელ ფაქტორად, რადგანაც ის გარკვეულად განსაზღვრავას ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს. მოსახლეობის კლება წარმოადგენს დიდ საფრთხეს ერის კულტურული ღირებულებების შენარჩუნება-განვითარებისათვის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რეგიონის სხვა ეროვნებებში აღნიშნული პრობლემა არ დგას.

   5. ნაციონალიზმი ეთნიკურ უმცირესობებში.

ვთვლი, რომ ქვეყნის პრობლემას წარმოადგენს არა უშუალოდ ის, რომ საქართელოს ტერიტორიაზე სახლობენ სხვა ერების წარმომადგენლები, არამედ ის რომ მათი გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ არ არისათანადოდ ინტერგრირებული ქართულ საზოგადოებაში, შესაბამისად ისინი როგორც წესი თავს აიგივებენ არა ქართულ სახელმწიფოსთან არამედ იმ სახელმწიფოსთან რომელ ეთნოსაც ისინი მიეკუთვნებიან. შესაბამისად საკუთარ ვალდებულებას სწორედ ამ ქვეყნების წინაშე გრძნობენ, რაც რეგიონალური კონფლიქტის შემთხვევაში, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობები უმეტესად საზღვრისპირა რეგიონებში სახლობენ, დიდ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას.


ლევან ნიშნიანიძის ანალიზი