Skip to content

სასიამოვნო სიახლე

 ახლადდაქორწინებული წყვილი საქორწინო მოგზაურობიდან სახლში დაბრუნდა.

– ერთი სასიამოვნო სიახლე მაქვს შენთვის – უთხრა ქმარს ცოლმა.

– მითხარი საყვარელო – ინტერესით გაუღიმა ქმარმა მას.

– ძვირფასო, ძალიან მალე მარტო ჩვენ ორნი აღარ ვიცხოვრებთ ამ სახლში და სამნი ვიქნებით.

აღფრთოვანებულ ქმარს სიხარულისაგან სახე გაუბრწყინდა, მივიდა ცოლთან და გულში მაგრად ჩაიკრა.

ბედნიერებისაგან ჭკუადაკარგული ქმარი მოულოდნელად ცოლის ბოლო სიტყვებმა გამოაფხიზლა:

ბედნიერი ვარ, რომ ასე გიხარია. ხვალ დილიდან დედაჩემი გადმოდის ჩვენთან..:)))))