Skip to content

სამახსოვრო გამონათქვამები ფილმიდან "ტიტანიკი"

 ჯეკი : (ტიტანიკზე ასვლის მომენტი) ნახვამდის ფაბრიციო !
 
ფაბრიციო : იცნობ გემზე ვინმეს ?
 
ჯეკი : რასაკვირველია, არა და ეს ძალიან მახარებს 🙂 მომენატრები !
 
ფაბრიციო : არასოდეს დამავიწყდები მეგობარო . . .
 ჯეკი : საით წავიდეთ მის ?
 
როუზი : ვარსკვლავებზე.

 

 

 როუზი: ეს არ არის კარგი საქციელი.
 
რასი: გეთანხმები,თუმცა ჩვენ ქალები ვართ და ბევრი მძიმე გადაწყვეტილების მიღება გვიწევს…

 

 
როუზი : გამარჯობა ჯეკ. აზრი შევიცვალე . . . მითხრეს, რომ აქ შეიძლება მენახე . . .
 
ჯეკი : ჩუუ. მომეცი ხელი. თვალები დახუჭე. ერთი ნაბიჯით მაღლა. ახლა კი გემბანს დაეყრდნე და თვალი არ გაახილო.
 
როუზი : არ ვახელ.
 
ჯეკი : კიდევ ერთი ნაბიჯით მაღლა გენბანს დაეყდნე და თვალი არ გაახილო. მენდობი?
 
როუზი : გენდობი.
 
 ჯეკი : კარგი, ახლა გაახილე თვალები.
 
როუზი : მივფრინავთ ჯეკ . . .
 
როუზი : მისტერ ანდრიუს.ჩემი თვალით დავინახე აისბერგი, გთხოვთ მითხარით სიმართლე.
 
თომას ანდრიუსი : გემი ჩაიძირება.
 
(როუზი მაშველი ნავიდან ხტება და მიდის იქ სადაც ჯეკია)
ჯეკი : როუზ !!! რა სულელი ხარ. რატომ გააკეთე ეს? გიჟი ხარ, როუზ. რატომ? რატომ ?!
 
როუზი : შენ გადმოხტი და მეც გამოგყევი. ასე არაა?
 
ჯეკი : კი ასეა.
 
როუზი : არ შემეძლო წავსულიყავი, ჯეკ . . .
 
ჯეკი : კარგი, რაიმეს მოვიფიქრებთ . . .
 
როუზი : სხვა თუ არაფერი შენთან მაინც ვარ . . .
როუზი : მე შენ მიყვარხარ ჯეკ.
 
ჯეკი : გთხოვ,არ გააკეთოეს , ნუ მემშვიდობები.გესმის ჩემი?
 
როუზი: ძალიან მცივა.
 
ჯეკი : მისმინე როუზ. შენ შეგიძლია გააღწიო აქედან,შეგიძლია წახვიდე, იყოლიო ბევრი შვილები და უყურო, თუ როგორ იზრდებიან ისინი. შეგიძლია, რომ დიდი ხნის შემდეგ, როდესაც უკვე ძალიან მოხუცი იქნები შენს ლოგინში ღამით, მშვიდად წახვიდე ამ ქვეყნიდან. და არა ასე, გესმის ჩემი?
 
როუზი : სხეულს ვეღარ ვგრძნობ.
 
ჯეკი : ტიტანიკის ბილეთი ყველაზე საუკეთესო საჩუქარი იყო, რაც კი ამ ცხოვრებისაგან მიმიღია, რადგან მან შენთან მომიყვანა. და მე ამისათვის მადლობელი ვარ როუზ. მე მადლობელი ვარ. 
 
შენ აუცილებლად უნდა გააკეთო ეს ჩემთვის. შემპირდი, რომ იცოცხლებ და არ დანებდები. არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება და როგორი უიმედო პირობები იქნება. ახლავე მომეცი პირობა და გთხოვ, არ უღალატო მას . . .