Skip to content

რჩევები სტრესის შემცირებისა და თავიდან აცილების შესახებ

სტრესი მენტალური, ემოციური ან ფიზიკური მდგომარეობაა, რომელიც ყველაზე ხშირად დაძაბულობითა და გადაღლილობით არის გამოწვეული. თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ჩვენ ყველანი ძალზედ ხშირად ვიმყოფებით სტრესის ქვეშ და განვიცდით მის გავლენას.ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, დროულად ამოვიცნოთ სტრესის სიმპტომები და შევუდგეთ მათ წინააღმდეგ ბრძოლას.
დღეს მსურს შემოგთავაზოთ გზები, რომლებიც სტრესის კონტროლსა და მის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ:
1. ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს. როგორც პირად ასევე პროფესიულ ცხოვრებაში, საჭიროა გარკვეული საზღვრებისა და ნორმების დაწესება. ისწავლეთ უარის თქმა და ნუ აიღებთ თქვენს თავზე იმაზე მეტს, რაც ლოგიკურად  შეგიძლიათ;
2. მოერიდეთ სტრესულ ადამიანებს. თუ ჩათვლით რომ ვინმე თქვენი სტრესის გამოწვევი მიზეზია, გირჩევთ შორს დაიჭიროთ მისგან თავი. შეიძლება მუდმივად ვერ აიცილოთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ ეცადეთ ნაკლები დრო მაინც ატაროთ მასთან;
3. სტრესული საკითხები. თუ თვლით რომ რაიმე საკითხზე საუბარი თქვენს აღელვებას და შეშფოთებას იწვევს, გიჯობთ ასეთ დისკუსიებში ნუ ჩაერთვებით – მეტად პოზიტიურად შეხედეთ საკითხს;
4. დაისვენეთ იმისგან,რაც გღლით. ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად თქვენ რა გგღლით,  შეიძლება ეს იყოს გადატვირთული გონებრივი ან ფიზიკური სამუშაო, თუმცა ეცადეთ ყოველდღიურად გამოუყოთ საკუთარ თავს დასვენების დრო. რეგურალური ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური აქტივობა, იოგა, მედიტაცია იმის საშუალებების სრული სია ნამდვილად არ არის, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება დაგეხმაროთ;
5. დროულად განსაზღვრეთ და მოაგვარეთ პრობლემები. ნუ დაელოდებით როდის გაიზრდება თქვენი პრობლემები, დასაწყისში ბევრად ადვილია მათი მოგვარება;
6. ნუ გადადებთ საქმეს. საქმის გადადება ან “ბოლო წუთებისთვის შემოტოვება” გარანტირებული გზაა, რომელიც სტრესამდე მიგიყვანთ. თავის დროზე გააკეთეთ ის, რისიც გაკეთებაც შეგიძლიათ;
7. დროის მენეჯმენტი. როგორ გრძნობთ თავს, როცა სადმე გაგვიანდებათ? ცოტა დრო დაგრჩათ და დრო არ გყოფნით? ხომ ცუდი შეგრძნებაა?! დროის სწორად მართვა, მოგცემთ საშუალებას სტრესული სიტუაციები მინიმუმამდე დაიყვანოთ;
8. გამოხატეთ თქვენი გრძნობები. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში.ეცადეთ იპოვნოთ ისეთი ადამიანი, რომელსაც გაუზიარებთ თქვენს წუხილს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ თავს ბევრად უკეთ იგძნობთ;
9. კარგად იკვებეთ. გაითვალისწინეთ ცუდი კვება დროთა განმავლობაში ფიზიკურ და მენტალურ დისკომფორტს შეგიქმნით. უმჯობესია დროულად დაიცვათ ჯანსაღი კვების რეჟიმი და წესები;
10. საკმარისად იძინეთ. ძილის რეჟიმის დარღვევა, ძლიერი სტრესის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ასე რომ ეცადეთ საკმარისად იძინოთ;
11. თავიდა აიცილეთ ვალები. ვიცი რთულია ასეთი რჩევის მიცემა (მითუმეტეს ქართულ რეალობაში), თუმცა იმის თქმა თამამად შემიძლია, რომ ვალებში ცხოვრება სტრესის უდიდესი წყაროა. ჩამოაყალიბეთ ვალების შემცირებისა და განულების გეგმა. ფაქტია, უნდა  აუცილებლად იპოვნოთ სხვა გზა;
12. აშენეთ ღირებული ურთიერთობები. თავიდან აირიდეთ იმ ადამიანთან ახლოს ყოფნა, ვინც ტკივილსა და უსიამოვნებას განიჭებთ და ეცადეთ მეტად პოზიტიურ და ოპტიმისტ ადამიანებთან დაიჭიროთ საქმე. დააფასეთ ადამიანები რომელთაც უყვარხართ და გაფასებენ. ყოველთვის შეეცადეთ ნებისმიერ ადამიანს მოეპყრათ ისე, როგორც თავად ისურვებდით რომ მოგპყრობოდნენ. ღირებული ურთიერთობები არამარტო სტრესულ ცხოვრებას შეგიმსუბუქებთ, არამედ ცხოვრებისეულ სიამოვნებასა და კმაყოფილებასაც მოგიტანთ;
13. ბევრს ნუ იდარდებთ წვრილმან საკითხებზე და ნურც იმაზე რასაც ვერ შეცვლით;
14. მეტი დრო გაატარეთ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად;
15.თავიდან აიცილეთ კონფლიქტები. ეცადეთ პრობლემები ჩხუბისა და კამათის გარეშე მოაგვაროთ.
16. დაკავდით პოზიტიური აზროვნებით. შეხედეთ პრობლემებს პოზიტიურად – “წყნარი ზღვა არ ქმნის ძლიერ მეზღვაურს”.
17. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა. დიახ, ნამდვილად არსებობს ადგილები,სადაც სერიოზულობა გმართებთ, ესაა დაკრძალვები, ოფიციალური შეხვედრები და ა.შ , თუმცა გირჩევთ რეალურ ცხოვრებაში ზედმეტი სერიოზულობით ნუ შეიზღუდავთ თავს;
18. ისწავლეთ პატიება. შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ არასრულყოფილ სამყაროში ცხოვრობთ. ყველა უშვებს შეცდომას – ეს გარდაუვალია, თუმცა “ვინც არ პატიობს წვავს ხიდს, რომელზეც თავად  მოუწევს გავლა.”
19. იყავით მადლიერი. მადლიერებაში არ ვგულისმობ იმას, რომ წინსვლისა და უკეთესობის სურვილი დაკარგოთ – უბრალოდ დააფასეთ ყოველი წამი რომელიც მოგეცათ და ეცადეთ პროდუქტიულად გამოიყენოთ ისინი.
20. ხშირად გაიღიმეთ. ეს ცხოვრებას გაგიმარტივეთ – ღიმილი სტრესის შემცირების საუკეთესო საშუალებაა. ესეც არ იყოს და ყველას უყვარს მომღიმარი ადამიანები – დაფიქრდით ამაზეც.
4motivi.com