მიეცით ბავშვს დავალება, დახატოს თავის ოჯახის წევრები ფურცელზე და ნუ ჩაერევით ხატვის პროცესში. ყურადღებით ადევნეთ თვალყური, თუ რა თანმიმდევრობით გაანალაგებს ფიგურებს ფურცელზე. ხატვის დასრულების შემდეგ, გამოკითხეთ პატარას რა სახელები დაარქვა მის მიერ დახატულ პერსონაჟებს და შეუდეგით ანალიზს
რიგობითობა – ის თუ რა თანმიმდევრობით დახატა პატარამ რიგითობის მიხედვით ოჯახის წევრები, მიგვანიშნებს მის ემოციურ დამოკიდებულებაზე ოჯახის წევრების მიმართ. პირველ რიგში, ბავშვები როგორც წესი, ხატავენ იმ ოჯახის წევრებს , რომელთა მიმართაც დიდ ემოციურ მიჯაჭვულობას განიცდიან, ან როდესაც პიროვნება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. თუ რომელიმე წევრის დახატვა გამორჩა და დაავიწყდა , ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ბავშვს პრობლემური ურთიერთობა აქვს ამ პერსონაჟთან.
ხშირად ბავშვი თავის თავს ხატავს სურათის ცენტრში ეს ნოშნავს, რომ იგი დარწმუნებულია როგორც თავის თავში, ისე მშობლების სიყვარულშიც და პირიქით, თუ საერთოდ არ დახატა თავის თავი სურათზე, ის თავს მიიჩნევს მიტოვებულად და მარტოსულად.
შემადგენლობის მიხედვით – თუ დახატულ ჯგუფურ სურათზე რომელიმე ოჯახის წევრი აკლია, გამოკითხეთ ბავშვს , რატომ გამორჩა და დაავიწყდა ესა თუ ის ოჯახის წევრი. ასეთი არასრული პორტრეტი დამაფიქრებელია.
ზომის მიხედვით – რაც უფრო დიდი ავტორიტეტია ბავშვისთვის ოჯახის წევრი, მით უფრო დიდი ზომის, ფორმის და სიმაღლის იქნება ეს ადამიანი სურათზე. გარიყული და მარტოსული ბავშვები თავის თავს ხატავენ ერთ ციცქნას და პატარას, განებივრებულმა ბავშვმა კი შეიძლება ვერც დაატიოს თავის თავი ფურცელზე.
როდესაც ოჯახში სიყვარული და ურთიერთგაგება სუფევს, ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთთან მიჯრით არიან დახატულები და ასევე თუ რომელიმე წევრის მიმართაც განსაკუთრებულ დიდ მიჯაჭვულობას გრძნობს პატარა, თავის თავს აუცილებლად მის გვერდით დახატავს. ნებისმიერი საგანი ან ნივთი , დახატული ადამიანებს შორის, აღიქმება როგორც ბავშვის თვალით დანახული ვირტუალური ბარიერი ოჯახის წევრებს შორის
ფერების მიხედვით – ყველაფერს რაც თქვენ პატარს უყვარს, ის შეღებავს თბილი ფერებით, განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას კი გამოხატავს მსუყე, კაშკაშა ფერებით.ლურჯი ფერი მიანიშნებს, რომ პატარა კომპორტულად გრძნობს ამ ადამიანთან თავს. მწვანე ფერი, გამოხატავს პატივისცემას და მნიშვნევლოვნებას პიროვნების მიმართ. წითელი – აგრესიულ განწყობას, ხოლო შავი გამოხატავს ემოციურ არაკეთიგანწყობაზე ოჯახის წევრის მიმართ.
სხეულის ნაწილების მიხედვით – მკვეთრად გამოხატული სახის ნაკვთები მიანიშნებს დიდ სიყვარულზე მშობლების მიმართ, თუ ბავშვმა განსაკუთრებით მკვეთრად გამოკვეთა თავის სახე, ეს მიანიშნებს დიდ თვითტკბობაზე და ყურადღებაზე თავის გარეგნობის მიმართ. თუმცა 4 წლამდე, ასეთი ტიპის სურათი შეიძლება ნორმათაც ჩაითვალოს. თუ პატარა მხატვარმა ოჯახი წევრს ზედმეტად დიდი პირი მიახატა, შეიძლება ის თვლიდეს რომ ეს ადამიანი ძალიან ბევრ შენიშვნებს აძლევს. თუ პირი ძალიან პატარაა ან საერთოდ არა აქვს – პერსონაჟი ცხოვრებაში მალავს თავის ემოციებს. მიხატული კბილები, გამოხატავს აგრესიას. პერსონაჟები დიდი თვალებით გამოხატავენ შიშს, ხოლო პატარა თვალებით კი იდუმალებას. გრძელი ხელები ან ხელების საერთოდ არ არსებობა , მიანიშნებს რომ ბავშვი ამ ადამიანს აღიქვამს როგორც ძალაუფლების მოყვარულს და განიცდის მისგან ზეწოლას.
მოკლე ხელები გამოხატავენ შინაგან სისუსტეს. თუ ბავშვმა თავის თავი დახატა აწეული ხელებით, ეს მიანიშნებს რომ მას არ ყოფნის ყურადღება და სურს ოჯახში მეტი თვითდამკვიდრება.
თქვენ ბავშვს შეუძლია არა მხოლოდ აღმოაჩინოს, არამედ გააუვნებელყოს თქვენი
ოჯახის და ოჯახური ურთიერთობების სუსტი წერტილები. თუ თქვენ დაიბენით თქვენი ბავშვის შემოქმედებითი ნახატის ამოცნობაში, გადმოატრიალეთ ფურცელი და თხოვეთ თქვენ პატარას დაგიხატოთ სურათი ,, ჩემი საოცნებო ოჯახი“. თქვენი პაწაწუნა მიგანიშნებთ რა აკლია თითოეულ თქვენთაგანს, რათა იყოთ ბედნიერები და აჩუქოთ სიყვარული ერთმანეთს.