Skip to content

“ყველაფერი სამართლიანობის თანახმად ხდება”

ყველაფერი, რაც ხდება, სამართლიანობის თანახმად ხდება და თუ კარგად დაუფიქრდები, ნახავ, რომ ეს ასეა ყველგან და ყოველთვის. ყველაფერი, რაც ხდება, არა მარტო გარკვეული წესრიგის მიხედვით, არამედ სამართლიანობის თანახმადაც ხდება, თითქოს არსთა გამრიგე ძალამ თითოეულს ღირსებისამებრ მიაგოო მისაგებელი.

მაშ, განაგრძე შენს მიერ დაწყებული დაკვირვება, და ყველაფერი, რასაც აკეთებ, აკეთე იმ მიზნით, რათა მისწვდე და ეზიარო სიკეთეს, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით. მისდიე ამ მიზანს ყველა შენი მცდელობისა და მოქმედებისას.

მარკუს ავრეულიუსი