Skip to content

რომელ კარში შეხვიდოდი? – სარა ტომსონის ფსიქოლოგიური ტესტი

sara

1. შენ ის მხიარული ადამიანი ხართ, რომელსაც სიმსუბუქე და ჰაეროვნება უყვარს. მუდმივად სხვებზე ზრუნავთდა ცხოვრებაში უბრალო ფუფუნებასაც აფასებ. ეს შეიძლება დახვეწილი ჭურჭელი, სანთელი ან უბრალოდ უახლოეს საცხობში ნაყიდი ფუნთუშეული იყოს. გიყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა. საკმაოდ კეთილი ხარ და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა გსიამოვნებს. გახსოვდეს, რომ თუკი დახმარება დაგჭირდება, უბრალოდ ვინმეს მიმართე.

2. შენ ძალიან უბრალო ხართ, გადაჭარბებული არაფერი არ მოგწონს. ცდილობ სუფთა და სრულყოფილი ცხოვრება გქონდეს. არაფრის ნაკლებობას არ განიცდი? შენი მიღწევებით კმაყოფილი ხარ. სამსახურითა და კარიერით ამაყობ. მიუხედავად შენი მიღწევებისა, პიროვნული განვითარებისთვის მეტი დროს დათმობაა საჭირო. ცხოვრებაში ბალანსი აუცილებელია. ეცადე, შენი ცხოვრება გააფერადო და თავგადასავლებით გაამრავალფეროვნო.

3. აშკარაა, რომ გარშემომყოფებისთვის განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ხარ. ბევრი რამ კარგად გამოგდის. საკუთარ თავს ბევრი კუთხით წარმოაჩენ, არაფრისგან რაღაცის შექმნა შეგიძლია. თუმცა შენ გარეთ გამოსვლა და ბუნებასთან სიახლოვე გჭირდება. დროა დედამიწაზე დაეშვა!

4. ხელოვანი ხარ, რომელიც საკუთარ თავს წერით, მუსიკით ან ხატვით წარმოაჩენს. შენ შესაძლოა ძალიან მეგობრული და გულღია იყო, თუმცა ამავდროულად ძალიან ჩაკეტილი. ფიქრებსა და პრობლემებს ყოველთვის შენთვის ინახავ, რადგან ფიქრობ რომ ვერავინ გაგიგებს. უმჯობესია თავს ნება დართო და გრძნობები სხვებსაც გაუზიარო. გარშემომყოფებს შენთვის ფიქრებისა და გრძნობების გაზიარება სიამოვნებთ და შენგანაც იგივეს ელიან.

5. მეტი თავდაჯერებულობა გმართებს. შენს გარშემო ყველაფერი წინ მიდის. შენს საქმე შენგან მოვლენების მეტად გაცნობიერებას ითხოვს. იმისთვის რომ უფრო პროდუქტიული იყო, სიმარტივეა საჭირო. ხანდახან უბრალოდ დასვენება გჭირდება. ცოტა დრო საყვარელი საქმისთვისაც გამოყავი. საჭიროა ახალი ინტერესები და საქმე, რომელიც ყოველდღიურობას მოგწყვეტს. ცხოვრება მხოლოდ სამსახური არ არის.

6. შენ თვითდაჯერებული და დეტალებზე ორიენტირებული ხარ. შინაგანად შენ შენ ხარ, თუმცა ყოველთვის გაინტერესებს როგორ გამოიყურები სხვების თვალში. სახლსა და მანქანაში კი სრული არეულობაა! შენი პიროვნება თვითგამანადგურებელია, საკუთარ თავს ხშირად ებრძვის. უბრალოდ მოდუნდი და ისუნთქე. ცხოვრება მხოლოდ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება არ არის. გახსოვდეს, რომ მთელი სამყარო ყოველთვის არ გაკვირდება… იყავი ის, ვინც მართლა გინდა, იყო. რა გინდა რეალურად აკეთო?

7. შენ უბრალოდ მინიმალისტი ხარ, რომელსაც ყოველთვის მნიშვნელოვანი საქმეები აქვს. სხვებზე ზრუნავ. შენთვის ოჯახი და სამეგობრო წრე ძალიან მნიშვნელოვანია და მათთვის ბევრ რამეს გააკეთებდი. საკუთარ თავს პირველ ადგილას არ აყენებთ. რას შეუძლია შენი ცხოვრების გამდიდრება? რა გახდის მას უფრო ფერადსა და მხიარულს? მაშინაც კი, როდესაც დედა, მამა, მასწავლებელი, მენეჯერი ან სხვ. ხდები, გახსოვდეს, რომ შენი ცხოვრება ისევ შენია. დაფიქრდი, როგორი ცხოვრება გსურს? საუკეთესო, ბუნებრივია.

8. მხიარული ხასიათი ახალგაზრდობას გინარჩუნებს. მიუხედავად შენი თავისუფალი ხასიათისა,დაბალი თვითშეფასება გაქვს და მარტივ საკითხებზეც ნერვიულობ. არაორგანიზებული ხარ, არ იცი პრობლემების მოგვარება საიდან დაიწყო. ამაყი ხარ, თუმცა საკუთარი თავი მეტად უნდა შეიყვარო. თვითგამოხატვა გჭირდება. გახსოვდეს, რომ შენს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც შენს დახმარებას შეძლებენ, თუმცა უნდა იცოდნენ, რომ ეს გჭირდება. რაც მეტი ადამიანი გყავს გარშემო, ცხოვრება უფრო მარტივია.

9. უცნაური ხარ. პრობლემებს ძალიან მარტივად აგვარებ და ეს გეამაყება. გაურთულებელი ცხოვრება მოგწონს. კიდევ რა გჭირდება? ძალიან მარტივად, სხვებისთვის კეთილი საქმის გაკეთებით, სიამოვნებას იღებ. მეზობლების, მეგობრების, ოჯახის წევრების დასახმარებლად ყოველთვის მზად ხარ. გახსოვდეს ცხოვრება განსაკუთრებულია და შენც განსაკუთრებული ხარ!

10. შენ სტაბილურობას აფასებ. საიმედო და მტკიცე ადამიანი ხარ. ცხოვრების ყველა სფეროში სიმშვიდე გსიამოვნებს. ძალიან პრაქტიკული ხარ. თუკი არ შეზღუდავ, არის შენში რაღაც შემოქმედებითი. გიყვარს მუსიკა, მხატვრობა, თუმცა მათ კარიერაში ინტეგრიაციას არასდროს ცდილობ. ფიქრობ რომ პრობლემები მხოლოდ შენ გეკუთვნის და თავს არავის ახვევ. გახსოვდეს, რომ საკუთარი თავის გარშემომყოფებთან გამოვლენა დანაშაული არ არის, ჩვენ ყველა ადამიანები ვართ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა