ებრაელი ექიმი ვერ შოულობდა სამსახურს ამერიკის სავადმყოფოებში, ამიტომ გადაწყვიტა გაეხსნა თავისი პატარა კერძო კლინიკა.
მან კლინიკასთან განათავსა შემდეგი სარეკლამო დაფა: იმკურნალეთ $20–ად და ჩვენ დაგიბრუნებთ $100,
თუ არ განიკურნებით.
ამერიკელმა იურისტმა გადაწყვიტა, რომ ეს არც თუ ისე ცუდი გზა იყო 100 დოლარის გამოსამუშავებლად და კლინიკაში შევდა.
შედგა შემდეგი სახის დიალოგი:
იურისტი: მე გემოს შეგრძნება დავკარგე.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 და პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი: ფუ! ეს ხომ ნავთია!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ გემოს შეგრძნება დაგიბრუნდათ. თქვენზე $20–ია.
გაღიზიანებულმა იურისტმა გადაიხადა თანხა, მაგრამ დაბრუნდა რამოდენიმე დღის შემდეგ ფულის დასაბრუნებლად.
იურისტი: მეხსიერება დავკარგე, ვერაფერს ვერ ვიხსენებ.
ექიმი: დაო, მოიტანეთ წამალი №22 პაციენტს ჩააწვეთეთ პირში 3 წვეთი.
იურისტი უკმაყოფილოდ: ეს ხომ ნავთია. ეგ პირველად რომ მოვედი მაშინ ჩამაწვეთეთ.
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მეხსიერება დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.
გაცოფებულმა იურისტმა გადაიხადა ფული, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ მაინც დაბრუნდა, რათა მოეხერხებინა 100 დოლარის მიღება.
იურისტი: მე მხედველობა დამიქვეითდა. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ვხედავ.
ექიმი: სამწუხაროდ ასეთი დაავადების სამკურნალო წამალი არ მაქვს. ინებეთ თქვენი 100 დოლარი.
იურისტმა ბანკნოტს დახედა და წამოიძა:
– ეს ხომ 20 დოლარია და არა ასი!
ექიმი: გილოცავთ, თქვენ მხედველობა დაგიბრუნდათ. თქვენზე 20 დოლარია.