Skip to content

როგორ ვაქციოთ ჰობი შემოსავლის წყაროდ?! – ორი ქართველი დიასახლისის საინტერესო განაცხადი ბაზარზე

მაღაზია „მაქმანი“ სულ რაღაც ერთი თვეა გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე პირველი წარმატებებიც სახეზეა.

1.თავდაპირველად ცოტა რამ გვიამბეთ საკუთარ თავზე.

– მე ვარ სალომე ტოტოჩავა, ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდიენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებს,რაღა დაგიმალოთ და ეს პროფესია არასდროს მიზიდავდა. სხვა მისწრაფებები მქონდა. ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა ტანისამოსი, მათ მიმართ ყოველთვის მჭიდრო კავშირს ვგრძნობდი. მყავს ბავშვი და მეუღლე.

  მე და ნანი ნათესავები და საუკეთესო მეგობრები ვართ და ამ საქმიანობამ ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა. ნანისაც მცირეწლოვანი ბავშვი და მეუღლე ჰყავს, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ ჩვენი მეუღლეების მხარდაჭერას.

2. როგორ დაიბადა იდეა, გქონოდათ საკუთარი მაღაზია?!

სალომე– ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკუთარი საქმე, რითაც დავკავდებოდი და რისი კეთებაც სიამოვნებას მომგვრიდა. თავდაპირველად, ვფიქრობდი საკუთარი მაღაზიიის გაკეთებას, რომელიც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

ნანი– მეც პარალელურად აღმოვაჩინე,რომ კერვა მაინტერესებდა, უფრო მეტიც, საკერავი მანქანაც კი შევიძინე.ყველაფერი დამოუკიდებლად ვისწავლე და ასე დავიწყეთ ჩვენი საყვარელი საქმიანობა.

3. „მაქმანი“ შეიძლება ითქვას,რომ შეიქმნა არა დიდი კაპიტალით,არამედ დიდი ენთუზიაზმით, მოგვიყევით,როგორ გადაიქცა

უბრალო ჰობი, გატაცება, სერიოზულ საქმიანობად.

–  ჩვენი მონდომებისა და ასეთი სურვილის შესახებ ჩვენმა მშობლებმა შეიტყვეს, სწორედ მათ მოგვცეს ის თანხა, რაც პირველ ჯერზე

    გვესაჭიროებოდა, 300 ლარის ოდენობით. ასე დაიწყო ყველაფერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავარია სურვილი,მონდომება

    და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. როგორც აღნიშნეთ, ეს საქმე,მართლაც, ენთუზიაზმით დაწყებული საქმიანობაა.

4. პირველი ტანისამოსი, რომელიც შეკერეთ იყო…

–  პირველი იყო ბანკეტის კაბა. მახსოვს, მთელი დღე ერთ კაბას ვკერავდით , ბევრი შრომა ჩავდეთ,მართალია,

  ახლა რომ ვუყურებთ ძალიან გვეცინება,მაგრამ  იმ წუთას ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს ყველაფერი სამი წლის წინ იყო. ახლა

  მუშაობის ტემპიც დავაჩქარეთ და ხარისხიც გავაუმჯობესეთ.

5. საქართველოში არცთუ ისე ცოტა მაღაზიაა, თბილისში კი განსაკუთრებით. რა არის ნიშა, რაც კონკურენტებისგან გამოგარჩევთ და კონკურენციის ბაზარზე სახელის დამკვიდრებაში გეხმარებათ?

სალომე ვფიქრობ, ჩვენი პირველი წარმატების ფორმულა არის ხარისხი და დაბალი ფასები. ასევე ვცდილობთ სხვებისგან განსხვავებულებივიყოთ, რაც, მეტნაკლებად, გამოგვდის. დროსთან ერთად გამოცდილებაც გვემატება, რაც,  ვფიქრობ, კონკურენციის ბაზარზე სახელის დამკვიდრებაში დაგვეხმარება.

ნანი- მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ მხოლოდ ერთი თვეა ამ საქმით ოფიციალურად დავკავდით და მიგვაჩნია, რომ ყველაფერი წინ არის. ამჟამად აქტიურ ფაზაში ვართ, რამდენიმე დღის წინ დავესწარით საქველმოქმედო ღონისძიებას „მასტერკლასი: საქართველო და შენი შესაძლებლობები“, სადაც ერთ-ერთი წამყვანი „მაქმანის“ სამოსით წარსდგა.

6. პირველი ტანისამოსის გაყიდვით გამოწვეული სიხარული,ალბათ, ახლაც კარგად გახსოვთ…

–  რა თქმა უნდა, როცა ტანისამოსის ფოტოები „მაქმანის“ ოფიციალურ გვერდზე განვათავსეთ, რამდენიმე საათში გოგონამ

   მოგვწერა და ერთ-ერთი მათგანი შეიძინა, იმ წუთას მეც და ნანუჩიც ძალიან ბედნიერები ვიყავით. ახლა უკვე შევეჩვიეთ , რასაც

   ვდებთ, ყველაფერი მალევე იყიდება.

m3

7. როგორ შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა, სურვილის შემთხვევაში, თქვენი პროდუქცია?

– ძალიან მარტივად. ამისათვის საჭიროა მოგვწეროთ „მაქმანის“  ოფიციალურ facebook გვერდზე, სადაც ჩვენი პიარ-მენეჯერი გაგესაუბრებათ.

  გვაქვს ადგილზე უფასოდ მიტანის სერვისი. ასე რომ, სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ ჩვენი ტანისამოსის შეძენას.

8. ქართველი დიასახლისების მარადიულ პრობლემად რჩება ის, რომ მათ ჰყავთ ოჯახი და ამ საქმეს მთლიანად უძღვნიან

    თავს. თქვენ ხართ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკთეთო შენი საყვარელი საქმე და ამავდროულად იზრუნო ოჯახზე.

   რას ეტყოდი, დიასახლისებს,რომლებიც ფიქრობენ, რომ ოჯახი და კარიერა სხვადასხვა პოლუსზეა?

    –   გეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია. თუმცა საყვარელი ადამიანის გვერდში დგომა მთავარია. ქალბატონებს ვეტყოდი,რომ

       ოჯახი, შვილები, შეიძლება გყავდეთ, მაგრამ საყვარელი საქმის საკეთებლად დრო ყოველთვის არის. არ არის აუცილებელი

       ოჯახის შექმნის შემდეგ კარიერას ხაზი გადაუსვა, პირიქით, უფრო დიდი ენთუზიაზმით უნდა იმუშაოთ, რათა შვილებისა

       და საყვარელი ადამიანეის ყველაფრით უზრუნველყოფა შეგეძლოთ.

m2

9. სამომავლოდ რას გეგმავთ?

სალომე-   2 თებერვალს “მაქმანს” ერთი წელი შეუსრულდება და გვინდა ტანისამოსისა და სურათების გამოფენა გავმართოთ, ხოლო

   მოგვიანებით, საკუთარი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, სადაც „მაქმანის“ პროდუქცია გაიყიდება. მანამდე კი დიდი შრომა და   მონდომება გვმართებს.

ნანი – „მაქმანი“სამომავლოდ გეგმავს უამრავი აქციის გაკეთებას, რომელიც ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის იქნება განკუთვნილი. წელს წირველად სარვამარტოდ ქალბატონებს თაიგულები ვაჩუქეთ, ვფიქრობ, კარგი განწყობა შევუქმენით.

ესაუბრა: მარიამ ნებიერიძე