Skip to content

როგორ დავძლიოთ სიტყვით გამოსვლის შიში?

“დღევანდელი დღე არის ხვალიდელი დღე, რომელზეც გუშინ დარდობდით.”
 – დეილ კარნეგი.
შიში არსებულ რეალობაზე თქვენი გონების მიერ შექმნილი არასწორი წარმოდგენაა. ამასთან თუ ვფიქრობთ, რომ რაღაც საშიშია, ეს ფაქტი, ხშირ შემთხვევაში რეალობადაც იქცევა.

“რა ადვილია იყო მამაცი, როცა საშიში არაფერია” მოდით სიმართლეც ვთქვათ:  მართლაც ადვილია ისაუბრო საკითხზე “როგორ დავძლიოთ შიში?”, თუ საშიშარი ცოტა გაქვს. სინამდვილეში ხომ შიში ბევრის ადამიანისთვის ყოველდღიური რეალობის ნაწილია? დღეს ძალიან ბევრ ადამიანს ეშინია – სიკვდილის, სიღარიბის, უმუშევრობის, უარყოფის, დამარცხების, საჯაროდ გამოსვლის, დაცინვის და ა.შ

როგორ დავძლიოთ შიში? ჩემი აზრით, პირველ რიგში საჭიროა საკუთარი ემოციების და დამოკიდებულების კონტროლი ვისწავლოთ. 

მაგალითისათვის: სიტყვით გამოსვლის კომპლექსი შიშის ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა.
თქვენც ხომ არ გეშინიათ საჯაროდ გამოსვლის? როგორ უყურებთ ამ საკითხს? დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში? როგორია თქვენი დამოკიდებულება: ფიქრობთ, რომ კრიტიკულად განწყობილ თვალებს დიდი ძალა აქვთ, თუ გრძნობთ  რომ  თქვენი უპირატესობა აშკარაა, რადგან თქვენ საუბრობთ, ისინი კი გისმენენ?!
ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი დამოკიდებულება და ემოციები. დაუსვით თქვენს თავს კითხვები. “რატომ მეშინია სიტყვით გამოსვლის? მეშინია, რომ უარმყოფენ და  დამცინებენ?
და რატომ გეშინიათ, რომ უარგყოფენ და დაგცინებენ?
გჯერათ იმის რის თქმასაც აპირებთ? ღირს კი საერთოდ იმის თქმა რასაც ამბობთ? ამაყობთ, თქვენს მიერ სათქმელად ჩამოყალიბებული არგუმენტებით? მაშ წინ რაღა გიდგათ?!
როდესაც თქვენს თავს ამგვარ კითხვებს უსვამთ, გრძნობთ რომ შიშის შეგრძნება საგძნობლად იკლებს. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ ამ გზით თქვენს ქვეცნობიერს ესაუბრებით – ცდილობთ თვალები აუხილოთ და დაანახვოთ რომ საშიშროება არ არსებობს.
ალბათ იშვიათად გარდაცვლილა ვინმე სიტყვით გამოსვლისას. ჩემი აზრით, ეს ძალიან უსაფრთხო რამაა.
მაინც ნერვიულობთ? ისე კაცმა რომ თქვას, ვირიც კი შეიძლება დადგეს ხალხით სავსე ოთახში და დარწმუნებული იყავით, რომ ძალიან მშვიდად იგრძნობს თავს, შეიძლება ფეხზე დგომისას ჩამოეძინოს კიდეც – მას ხომ ამისთვის ემოციების მართვა და დამოკიდებულის კონტროლი არ სჭირდება? თქვენ კი ადამიანი ხართ, გონიერი არსება რომელსაც ბევრად მეტი შეგრძნება, ემოცია და ძალა გააჩნია და ალბათ ლოგიკურიცაა,  ცოტას თუ ნერვიულობთ, ეს არაფერია.
იყავით თავდაჯერებული, ამაყად ჩახედეთ თვალებში თქვენს შინაგან გრძნობებს, თქვენს შიშს, ფეხზე წამოდექით და თქვენი რწმენით გაეცით პასუხი ემოციებს. მჯერა აუცილებლად გამოგივათ!

ზიგ ზიგლარი; თარგმანი: 4motivi.com