Skip to content

როგორ გადავეჩვიოთ საქმის გადავადებას: 7 უტყუარი ხერხი

„ხვალინდელი დღე ხშირად კვირის ყველაზე დაკავებული დღეა“ – ესპანური ანდაზა

„ერთი წლის შემდეგ, შეიძლება ინატრო, რომ საქმის კეთება სწორად ახლა დაგეწყო“ – კარენ ლემბი

„დღე-მეხვალიე კაცსაო, თოვლი მოადგა კარსაო“ – ქართული შესატყვისი სიტუაციური ანდაზაც გვაქვს. საქმის მუდმივად გადადება ხომ ერთ-ერთია ყველაზე მავნე ჩვევებიდან. ვიცით რისი გაკეთება გვინდა, და რომ უნდა გავაკეთოთ, თუმცა საბოლოოდ მაინც საათებს ვკარგავთ, სანამ დავიწყებთ კეთებას, ხან ტელევიზორთან, ხან მუსიკასთან და ხან ინტერნეტთან.

არაფერი შავდება მცირე შესვენებებით, თუმცა საქმის დიდი ხნით გადადებით შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს, თანაც ნეგატიურად დავიმუხტებით და თვითშეფასებაც ნელ-ნელა დაბლა დაეცემა.

როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა? გთავაზობთ 7 უძველეს ხერხს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის აღმოფხვრაში და უფრო სრულფასოვნად შეძლოთ ცხოვრება.

1. შეწყვიტე ფიქრი. დაიწყე კეთება.

„დიდხანს ფიქრი იმის შესახებ, რომ რაღაც გაქვთ გასაკეთებელი, ძალიან ხშირად არგაკეთებად იქცევა ხოლმე“. – ევა იანგი

მცირედი დაგეგმვა ნამდვილად დაგეხმარებათ დასახული მიზნის დაგეგმვაში. გადამეტებულ ფიქრსა და გეგმების დაწყობას კი უკუეფექტი აქვს.

შენ განუწყვეტლივ ფიქრობ და გინდა რომ „იდეალური გეგმა“ მოიფიქრო. გეგმა, რომლის მიხედვითაც არ დაუშვებ შეცდომებს, რომლის მიხედვითაც არავინ დაგიწუნებთ და არანაირი დაბრკოლება არ გექნებათ. ასეთი რამ რა თქმა უნდა არ არსებობს. მაგრამ რადგან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით ამ გეგმის შედგენაში „თავის გასამართლებელი“ საბუთი გეძლევათ..

2. გადაანაწილეთ საქმე პროპორციულად,

“თუ გინდა რომ მარტივი საქმე გაირთულო, უბრალოდ კიდევ ერთხელ გადადე.” – ოლინ მილერი

”მარტივ საქმეს გადადება ართულებს, რთულს კი შეუძლებელს ხდის.”- ჯორჯ ლოდ ლოიმერი

ზედმეტი ფიქრითა და საქმის გადავადებით შენ მხოლოდ საკუთარი თავის დაცვას არ ცდილობ, უბრალოდ ქმნი ბუზისგან სპილოს. იმდენი ჭეშმარიტებაა ამ გამოთქმაში რომ სასაცილოდაც აღარ გვეჩვენება. რაც უფრო მეტი ხნით გადადებ საქმეს, შენს გონებაში მით უფრო იზრდება და რთულდება ის.

ამიტომ, დაგეგმეთ უცებ და გადადით მოქმედებაზე.

ძალიან ხშირად დაგეგმვაც არაა საჭირო, უკვე გამოვლილი გაქვს იგივე და იცი რაც უნდა გააკეთო. ამიტომ შეწყვიტე ფიქრი და უბრალოდ გააკეთე, იმისდა მიუხედავად როგორ გრძნობ თავს ან რას ფიქრობ მის შესახებ. შენი ხასიათი შეიძლება ამინდივით სწრაფად იცვლებოდეს, ამიტომ არ იქნება სწორი თუ თქვენს შესაბამის ხასიათს დაელოდებით საქმის დასაწყებად.

3. გადადგი პირველი ნაბიჯი.

“შენ არ გჭირდება მთლიანი კიბის დანახვა, უბრალოდ ადი პირველ საფეხურზე.“ – მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი

როდესაც შორეული მომავლით განსაზღვრავთ თქვენს საქმეს ან პროექტს, შეუძლებლად გეჩვენებათ მისი შესრულება. ხოლო იმის მაგივრად რომ ნელნელა საქმეს შეუდგეთ, ინტერნეტს ათვალიერებთ უბრალოდ დროის გასაყვანად. ეს ერთ-ერთი მიზანია იმისა თუ რატომ სჯობს გეგმების დაწყობას საქმის გადაუდებლად დაწყება.

ფოკუსირებისთვის საკმარისია პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაშინათვე იცვლება თქვენი დამოკიდებულებაც და შესრულების ხარისხიც, ხდებით მეტად პოზიტიური, ამის მერე გადადიხართ მეორე საფეხურზე და ასე შემდეგ.

საქმე სწორედ ამაშია, არ არის საჭირო რომ მთლიან კიბეს ხედავდეთ, მთავარია დაიწყოთ და სისრულეში მოიყვანოთ.

4. დაიწყე ყველაზე რთულით

„დაიწყე ყველაზე რთული საქმით, მარტივი თავის თავს თვითონ მიხედავს.“ – დეილ კერნეგი

შეიძლება მნიშვნელოვან ადგილად გქონდეთ დასარეკი, რომელიც შეიძლება საკმაოდ არაკომფორტული იყოს თქვენთვის. შესაძლოა უკანასკნელი 5 გვერდი გქონდეთ დავალების დასასრულებლად დარჩენილი. რაც არ უნდა იყოს, ყველაზე რთული პირველ რიგში უნდა მოიშოროთ თავიდან!

თუ ასე დაიწყებთ დღეს, დიდად შეიმსუბუქებთ საქმეს, დასვენებულად და კარგად იგრძნობთ თავს. ხოლო დღის დანარჩენ ნაწილში გააკეთებთ იმ დარჩენილ საქმეს, რომელიც ძალიან მარტივია და მსუბუქია თქვენთვის. თქვენ თვითონვე გაოცდებით, რამდენად შეგიმსუბუქებთ ეს საქმეს.

5. მიიღეთ რაიმე გადაწყვეტილება.

“გადაწყვეტილების მიღებისას, საუკეთესო ვარიანტში სწორი რამ უნდა გააკეთო, მეორე საუკეთესო ვარიანტია თუ არასწორ რამეს გააკეთებთ, ხოლო ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ არის არაფერი.“ – თეოდორ რუზველტი

ჩვენ ცუდად ვგრძობთ თავს როდესაც ვსხედვართ გულხელდაკრეფილნი და ვუსაქმურობთ, რადგან ეს არაბუნებრივია. ბუნებრივი იქნებოდა, თუ გადაჭრით ვიმოქმედებდით და უსაქმურობასაც დავამარცხებდით.

როდესაც გადაავადებთ თქვენს გასაკეთებელს, გინდათ რომ აკეთოთ რამე რაც დააბალანსებს ამ საქმეს, ამ დროს თქვენ საკუთარ თავს ებრძვით.

თქვენი საქმიანობისას, მუდმივად უგზავნით სიგნალს საკუთარ თავს თუ რას წარმოადგენთ. ნამდვილად, როდესაც საკუთარ თავს ამხნევებთ შედეგს იძლევა. თუმცა საქმის კეთებისას თქვენ კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევთ საკუთარ თავს და ამით თქვენი თვითშეფასება იზრდება. საქმის გადავადებით კი – პირიქით.

6. თვალებში ჩახედე შიშს

„საქმის გადადება წარმატების შიშია. ადამიანები საქმეს მომავლისთვის იტოვებენ, რადგან ეშინიათ იმ წარმატების, რომელიც მათ ელით თუ ბოლომდე მიიყვანენ საქმეს. ვინაიდან წარმატება საკმაოდ მძიმეა და საპასუხისმგებლოა, გადავადება მარტივი გამოსავალია, რომ „მერე ვიზამ“ გახდეს ჩვენი დევიზი და ასე გავაგრძელოთ ცხოვრება.” – დენის ვეიტლი

ვფიქრობ, რომ ეს მართალია. უფრო ადვილია „მერე ვიზამ“-ით ცხოვრება. ბევრად რთულია საქმისათვის ხელის მოკიდება, რთულია გარისკო რომ სულელს დაემსგავსო, გეშინია შეცდომების დაშვების, ყოყმანობთ, და ყველანაირად არიდებთ თავს ტკივილსა და პასუხისმგებლობას.

ამ მარტივმა არჩევანმა შეიძლება კომფორტი მოგიტანოთ წარმატების რომელიღაც საფეხურზე. თუმცა, არ გექნებათ გამბედაობა, რომ შეეჭიდოთ რთულ საქმეს, მუდმივად სიცარიელეს იგრძნობთ და შეგაწუხებთ კითხვა, თუ როგორ იგრძნობდით თავს რომ გაგეკეთებინათ ეს საქმე, უფრო მეტი გეშრომათ.რთულმა არჩევანმა, ვინ იცის, რა შეიძლება მოგიტანოთ? მაგრამ უეჭველია, რომ უფრო სიცოცხლით სავსე ადამიანად გაქცევთ.

7. დაასრულე

„არაფერია უფრო დამღლელი, ვიდრე მუდმივად დასასრულებელი საქმის ქონაა.“ – უილიამ ჯეიმსი

პირველი ნაბიჯების არ გადადგმა, რომ თქვენი საქმე გააკეთოთ, ცუდად გაგრძნობინებთ თავს, თუმცა მისი დაწყება და არ დამთავრება უარესია. დაქანცულად იგრძნობთ თავს, მიზეზს კი ან მიაგნებთ, ან -ვერა, თითქოს თქვენი შინაგანი ძალა გაანადგურესო.

აუცილებლად მიიყვანეთ ბოლომდე დაწყებული საქმე. თუ რამე გაქვთ, რაც გინდათ რომ დაასრულოთ მაგრამ ჯერ არ გაგიკეთებიათ, აუცილებლად მიხედეთ რაც შეიძლება მალე და ბევრად კარგად იგრძნობთ თავს.

ოღონდ, ფრთხილად იყავით. არ იფიქროთ, რომ ყველაფერი უნდა დაასრულოთ რასაც დაიწყებთ. მაგალითად, თუ წიგნი არ მოგწონთ, სხვა რამე წაიკითხეთ. არ გამოიყენოთ ეს თავის გასამართლებელ საბუთად, თუმცა არცერთი კანონი არ გეუბნებათ, რომ ყოველი წამოწყებული საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.