Skip to content

როგორი უნდა იყოს გამორჩეული ლიდერი?

მომთხოვნი, მკაცრი და გესლიანი, როგორც ჩერჩილი? ავტორიტარული, დესპოტური, საკულტო პიროვნება, როგორც სტალინი? თუ სულიერი მოძღვარი, რომელიც გონების ხმას მიჰყვება და უპირატესობას ანიჭებს არაძალადობრივ ფილოსოფიას, როგორც- მაჰათმა განდი? ისტორიაში ცნობილია უამრავი მაგალითი ,რომელიც მოიცავს ამ და სხვა მრავალ დახასიათებას. ასე რომ, კითხვაზე, როგორი უნდა იყოს გამორჩეული ლიდერი, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მოიძებნება.

გთავაზობთ იმ ლიდერებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ, როგორც თავიანთი შინაგანი სამყაროთი, ასევე ინდივიდუალიზმით. ამავდროულად კი, თავიანთი საქმის ნამდვილი ოსტატები იყვნენ.

ჯონ როკფელერი
მსოფლიო ისტორიის ნომერ პირველ დოლარის მილიარდერზე, მრავალი შეხედულება არსებობს.
საზოგადოების ერთ ნაწილს, ჯონ როკფელერი ბიზნეს-კერპად მიაჩნია, მეორეს – დაუნდობელ ეგოისტად, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. თუმცა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს ადამიანი საუცხოო ნიჭით იყო დაჯილდოვებული. ის იყო არა მარტო გამოჩენილი ბიზნესმენი, არამედ ადამიანი, რომელსაც ენდობოდნენ.

საქმე მხოლოდ სპონსორული საქმიანობა არ არის, რომლის დახმარებითაც დღეს არსებობს ორი უნივერსიტეტი და მთელ მსოფლიოში ცნობილი , „ჯონ როკფელერის საქველმოქმედო ფონდი“. როკფელერი ზრუნავდა თავის ხელქვეითებზე. ყოველდღე დადიოდა საწარმოებში, მუშების გასამხნევებლად. მისთვის მნიშვნელოვანი იყო შრომა, მოვალეობა და ერთგულება. როკფელერი თავის ხელქვეითებს, იმდროინდელი საზომით, ძალიან მაღალ ხელფასებს უხდიდა, ასევე უფინანსებდა ჯანდაცვას და უნიშნავდა მაღალ პენსიას. თუმცა, ის სასტიკად ეპყრობოდა მათ, ვინც სამუშაოს არასათანადოდ ასრულებდა.

ჰენრი ფორდი
ყველას სმენია ავტომობილების მაგნატზე, მილიარდერსა და იმ ადამინზე,რომელმაც სამყაროს ტექნოლიგიური იერსახე სრულად შეცვალა, – ეს ჰენრი ფორდია. ის შეუპოვარი, და მიზანდასახულობა ლიდერი იყო. საჭირო დროს, სახელოებსაც აიკაპიწებდა და თავადაც შრომობდა. ის შეიძლება მივაკუთვნოთ იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ბოლომდე წინ მიდიან, ყოველგვარი დაცემისა და მარცხის მიუხედავად. მას ახასიათებდა საქმისადმი ფანატიკური ვნება, ყველაფერში მონაწილეობის სურვილი და მეწარმეობის უმნიშვნელო დეტალების კონტროლი. ცხოვრების ბოლო წლებში, ჰენრი ფორდი გაკოტრდა, თუმცა ამ ფაქტს, არანაირი გავლენა არ მოუხდენია მის გენიალურობაზე. ფორდი თავის მუშა-ხელს საჭიროზე 2-ჯერ მეტ ხელფასს უხდიდა, და ამით „აიძულებდა“ გაფრთხილებოდნენ თავიანთ სამსახურს, ამვდროულად, წარმოებულ პროდუქტს მათთვის ხელმისაწვდომს ხდიდა. ეს იყო ფორდის სარეკლამო „მიგნება“.

მაჰათმა განდი
მაჰათმა განდი იშვიათი მაგალითია ლიდერობის ისეთი ტიპისა, რომელიც, თავის თავში აერთიანებს სულიერ მოძღვარსა და პოლიტიკოსს. ის არა მარტო ადამიანების გონებას იპყრობდა, არამედ – მათ გულებსაც.

არა ქვებმა და იარაღმა, არამედ სიტყვებმა აქციეს მაჰათმა განდი გამორჩეულ ფიგურად ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში. დიდი ორატორი და სულიერი ლიდერი, აერთიანებდა ინდური საზოგადოების სხვადასხვა ფენებს .

მაჰათმა განდის შეხედულებებიდან ბევრი დღესაც არ კარგავს აქტუალობას:

„სინდისის საქმე არ წყდება ხმათა უმრავლესობით.“

„მე მიწოდებენ წმინდანს, რომელიც პოლიტიკამ დაღუპა. სინამდვილეში პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა წმინდანი გახდეს.“

„არასწორია იმის მტკიცება, რომ სხვები არასწორად ფიქრობენ, ხოლო – ჩვენ სწორად. თითქოს, ისინი ვინც არ იზიარებენ ჩვენს აზრებს – სამშობლოს მტრები არიან“.

აკიო მორიტა
იაპონია, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთი, ტრადიციებისა და რიტუალების ქვეყანაა. მორიტა იყო ის, ვინც შეცვალა ეს წარმოდგენა და შექმნა მთელ მსოფლიოში ცნობილი წარწერა :„დამზადებულია იაპონიაში“. სწორედ მას უნდა ვუმადლოდეთ ტრანზისტორული არქაული ტელევიზორების, რადიომიმღებების და უბერებელი Walkman – ის შემოტანას. სონის კორპორაციის დამფუძნებლისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია, მათ შორის -ლიდერობისაც .

აკიო არ იყო იმ ადამიანთაგანი, რომლისთვისაც პირობითობები – შემაფერხებელი ფაქტორია. მას დევნიდნენ განსხვავებული შეხედულებების გამო და ქედმაღალ ადამიანად მიაჩნდათ. ჭორებს ავრცელებდნენ, იმაზე თუ როგორ შეეძლო თავის მოადგილედ აეყვნა ტელევიზორის შეძენით უკმაყოფილო კლიენტი. იაპონელი მეწარმისთვის, ბიზნესი არა მარტო ფულის შოვნის საშუალება იყო, არამედ, ცხოვრებაც, რომლით ტკბობაც სიამოვნებას ანიჭებდა. ის იცნობდა თითოეულ მუშას, ხშირად ხუმრობდა და ყოველთვის მუშაობდა იმაზე მეტსაც კი, ვიდრე მისი ხელქვეითები.

სტივენ ჯერარდი
ვინ მიგაჩნიათ თანამედროვე „ლივერპულის“ საუკეთესო მოთამაშედ? ვისაც არ უნდა დაუსვათ ეს შეკითხვა, ყველა ერთხმად გიპასუხებთ: სტივენ ჯერარდი.

დღევანდელ ფეხბურთში, იშვიათია, ადამიანმა მთელი ცხოვრება ერთ საფეხბურთო კლუბს მიუძღვნას. მასთან ერთად გადაიტანოს დიდებისა და მარცხის წუთები. მით უმეტეს იმ გუნდს, რომელსაც არც ისე ძლიერი მოთამაშეები ჰყავს, და ფინანსურადაც არ ბრწყინავს. ამავდროულად კი, უარყოფს გულუხვ წინადადებებს და მაღალანაზღაურებად კონტრაქტებს. ასეთია – სტივ ჯერარდი. იგი არ ბრწყინავს მოდური ვარცხნილობით, არ გამოირჩევა ექსცენტრიულობით და არ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით მიიპყროს პრესის ყურადღება. სტივენი გამოდის მოედანზე და თამაშობს, – გააქვს გადამწყვეტი გოლები და უშვებს საბედისწერო შეცდომებს. ის – შეუპოვარი კაპიტანი, ლეგენდა და ლიდერია. მას ყველაზე წარუმატებელი მატჩების შემდეგაც კი, საფეხბურთო მოედნიდან ოვაციებით აცილებენ.

„ამბობენ,რომ ფეხბურთი სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. სინამდვილეში, ეს ბევრად მნიშვნელოვანი რამ არის.“- ბილ შენკლის, ლეგენდარული ბრიტანელი მენეჯერის ეს სიტყვები ყველაზე უკეთ ასახავს ჯერარდის დამოკიდებულებას ფეხბურთისადმი.

დევიდ ოგილვი
დევიდ ოგილვი-სარეკლამო სფეროს კულტია. სარეკლამო ქსელის მართვისათვის, მნიშვნელოვანია ფლობდე განსაზღვრულ თვისებებს. ოგილვის ლიდერული თვისებები კარგად ჩანს მის გამონათქვამებში:

  • დაუნდობლად გაათავისუფლეთ გამოუსწორებელი ინტრიგნები. იმ შემთხვევაში, თუ გიგზავნიან ანონიმურ წერილებს და სამსახურეობრივ საჩივრებს, თავიანთი მტრების ჩამოშორების მიზნით;
  • თუკი ვინმე შემოდის თქვენს კაბინეტში და მიწასთან ასწორებს თავის კოლეგას, გამოიძახეთ უკანასკნელი და მისი თანდასწრებით გაამეორებინეთ მომჩივანს ყოველივე.
  • თქვენს ხელქვეითებს ასწავლეთ საქმეების პირისპირ გარჩევა;
  • თქვენს სააგენტოში ჩამოაყალიბეთ „სასადილო კლუბი“, აქ ხშირად ძველი მტრები რიგდებიან;
  • ჩანასახშივე მოკალით ყველა სახის ჭორი, ცილისწამება და ბუზღუნი;
  • არ შეიძინოთ ფავორიტები;
  • ნუ იქნებით ინტრიგანი.