“სიცოცხლე – შესაძლებლობაა, გამოიყენე იგი,
სიცოცხლე – სილამაზეა, აღფრთოვანდი მისით,
სიცოცხლე – ნეტარებაა, იგემე იგი,
სიცოცხლე – ოცნებაა, შეასხი მას ხორცი,
სიცოცხლე – გამოწვევაა, მიიღე იგი,
სიცოცხლე – ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე იგი,
სიცოცხლე – ბედისწერაა, თამამად შეები,
სიცოცხლე – სიმდიდრეა, ნუ გაფლანგავ,
სიცოცხლე – ქონებაა, გაუფრთხილდი,
სიცოცხლე – სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე – მორევია უბედურებათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე – საგალობელია, გაასრულე იგი,
სიცოცხლე – ბრძოლაა, გახდი მებრძოლი,
სიცოცხლე – უსასრულობაა შეუცნობადის, უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე – გამართლებაა, ნუ გაუშვებ ხელიდან,
სიცოცხლე – ისე მშვენიერია, არ მოაშთო,
სიცოცხლე – შენი სიცოცხლეა, იბრძოლე მისთვის!”
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ