Skip to content

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ცნობილი მწერალი ფრანც კაფკა, ბერლინში დიდ ხანს ცხოვრობდა, მას ძალიან უყვარდა გარეთ, ჰაერზე სიარული, ამბობენ ყველაფერს დიდი დაკვირვებით უყურებდა და ცდილობდა ყველაფრის არსს ჩაწვდომოდა.

ერთხელაც, სეირნობისას, მან პატარა გოგონა გაიცნო, რომელსაც თოჯინა დაკარგოდა და ტიროდა. მწერალი ძალზედ დაღონდა და გადაწყვიტა მას  სათამაშოს მოძებნაში დახმარებოდა და მეორე დრეს იმავე ადგილას დაიბარა. რა თქმა უნდა, ფრანც კაფკამ თოჯინა ვერ იპოვა, მაგრამ მან გოგონას თავისი დაწერილი წერილი გადასცა, რომელშიც თითქოსდა პატარა თოჯინა წერდა:

 ” ჩემო პატარა მეგობარო, გთხოვ უჩემოდ არ მოიწყინო – ხმამაღლა წაუკითხა მწერალმა – მე სამოგზაუროდ გავემგზავრე, რომ მთელი მსოფლიო შემოვიარო, ხშირად მოგწერ და გიამბობ ჩემს თავგადასავლებზე”.

მომდევნო თვეების განმავლობაში მწერალი გოგონას წერილებს უკითხავდა, სადაც სათამაშო თოჯინა გოგონას თავის ზღაპრულ თავგადასავლებს უყვებოდა… ტუბერკულიოზის გამწვავების გამო, კაფკას გერმანიის დატოვება მოუწია, წასვლის წინ, რომელიც მწერალისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, კაფკამ გოგონას სათამაშო თოჯინა აჩუქა. რა თქმა უნდა ის საერთოდ არ გავდა იმ სათამაშოს, რომელიც გოგონამ დაკარგა, მაგრამ მასზე იყო წარწერა:” მე დავბრუნდი ჩემო მეგობარო,უბრალოდ მოგზაურობისას გავიზარდე და შევიცვალე”.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ