მოგეხსენებათ, ყოველ დღესასწაულს, ან უმრავლესობას მაინც, გააჩნია თავისი რიტუალები და თითოეული მათგანი სხვადასხვა ოჯახში კიდევ უფრო სფეციფიკურ ფორმებში ვლინდება.
ყველა ოჯახს გააჩნია საკუთარი საახალწლო ტრადიცია: დაწყებული იქედან, თუ ვინ არიგებს საჩუქრებს, რა ტიპის მუსიკა უნდა იყოს ჩართული, რას უყურონ ტელევიზორში და ოჯახის განსაზღვრული წევრი სადღესასწაულო სუფრის რომელ ნაწილში უნდა იჯდეს. საახაწლო ტრადიციები ეს უბრალოდ ჩვეულებრივი პროცედურებია, რომლებიც მრავალი წლის გამოცდილებით ჩამოყალიბდა და შემოგვრჩა, თუ მას გააჩნია დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედების უნარი?!
კვლევები ადასტურებს, რომ რიტუალის შესრულებას ჭამამდე, ან სასმლის მიღებამდე, მართლაც აქვს სიამოვნების მინიჭების უნარი და ამ რიტუალის შესრულება აძლიერებს სიამოვნების მიღების პროცესს.
პროფესორი კეთლინ ვოუსი, რომელიც ამ თემაზე ჩატარებული კველავების თანაავტორია, ამბობს: „კვლევის პროცესში ზოგიერთმა ადამიანმა მოგვცა ზუსტი , ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მიირთმევენ ისინი შოკოლადს, აღმოჩნდა რომ შოკოლადის დანაჭევრებით ჭამა არ ანიჭებს ადამინების დიდ ნაწილს სიამოვნებას. იმ , შემთხვევაში თუ კი ამას რიტიალური სახე ექნება ადამიანებს უჩნდებათ განცდა რომ ისინი რაღაც განსაკუთრებულ პროცესში მონაწილეობენ, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან ერთად სულიერ კმაყოფილებასაც განიცდიან და თითქოს სიამოვნების ახალ საფეხურს აღწევენ.“
რაც უფრო კონბინირებულია რიტუალი მით უფრო დიდი მისით გამოწვეული შთაბეჭდილება. მაგ: მეტი ლოდინი რიტუალამდე (სააახაწლო სუფრის დაგემოვნებამდე) ზრდის პროცესით მიღებულ სიამოვნებას და უფრო ხანგრძლივადაც დარჩუნდება მისით გამოწვეული ემოცია, მაშინაც კი, როცა ადამიანები შემოიფარგლებიან მხოლოდ ჭურჭხელის ჭამით.
საახალწლოს რიტუალების დახმარებით თქვენ უფრო მეტად ისიამოვნებთ, მეტ დატვირთვას შესძენთ დღესასწაულებს და მათი მეშვეობით გამოწვეულ სიხარულს შეინარჩუნებთ უფრო დიდხანს.
ბედნიერ ძველით ახალ წელს გისურვებთ!