Skip to content

6 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ დასვენების დღეების იდეალურად გატარებაში

ხანგრძლივი და დამღლელი სამუშაო დღეები თავისთავად გავლენას ახდენს ჩვენზე და ჩვენს ფიზიკურ სიჯანსაღეზე. დღევანდელი გარემო კი ამ კუთხით საკმაოდ დატვირთული და შრომატევადია.

დასვენების სეზონი ჩვენთვის სიმშვიდის, მშვენიერების, გამოცოცხლების და აყვავების ღვთიური მაგიის გავლენის მქონეა. ეს არის ზეიმის, სიხარულის და ნეტარების დრო და განსაკუთრებით დეკემბრის სასწაულებრივი მაგიით სავსე დღეები, რომლის მოლოდინშიც ვართ ყველანი და რომელსაც დიდი იმედით ველოდებით ყოველ წელს.

ზოგიერთი ადამიანისთვის მან უკვე დაკარგა თავისი მნიშვნელობა, აღტაცება, თავისი ჯადოსნურობა, ის ღელვა, რომელიც დღესასწაულის დადგომას ახლავს.

ჩვენი დასვენების დრო უნდა იყოს შესანიშნავი, აღმაფრთოვანებელი, სავსე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომენტებით.

გთავაზობთ ექვს გზას, რომლის საშუალებითაც შეიძლება განიცადოთ და იგრძნოთ დღესასწაული, თელი თავისი ბრწყინვალებით.

1. იყავით ზომიერნი.

მოგეხსენებათ, რომ დღესასწაულები დატვირთულია ათასგვარი ტიპის საჭმლითა და ტკბილეულით. ამიტომ ბევრისთვის ეს არის ზომიერების დაკარგვა, ვინაიდან არის ბევრი ტკბილეული, კერძების ნაირსახეობები, ერთად-ერთი, რასაც ამ მომენტში განსაკუთრებული ხაზგასმით გირჩევთ, არის ზომიერება. თქვენ უნდა ისიამოვნოთ იმ კერძებითაც, იმ ტკბილეულითაც და ლამაზი და მომხიბვლელი ნამცხვრებითა, თუ ტორტებით, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ზომიერად. ამ გზით შეგვიძლია მივიღოთ მცირე წილით ყველაფერი, რასაც უფრო დიდი სიამოვნების მოტანა შეუძლია და შედეგიც საუკეთესო გაქვთ. ინარჩუნებთ საუკეთესო ფორმას. ყველაფერი უნდა შეიგრძნოთ, მაგრამ ყველგან და ყველა სიტუაციაში უნდა შეგეძლოთ თავი შეიკავოთ იქ, სადაც უკვე ფიქრობთ, რომ ზომიერების გრძნობა შეიძლება დაიკარგოს.

2. შეამცირეთ თქვენი მოლოდინები.

ბევრი ადამიანი HOLIDAY -ს შემდეგ რჩება იმედგაცრუებული. საქმე იმაშია, რომ ისინი დღესასწაულებიდან ელიან გაცილებით მეტს. აქვთ მაღალი მოლოდინები.

ელიან ბევრ მეგობარს, ან ოჯახებს და თუ ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც მათ სურთ, ისინი რჩებიან იმედგაცრულებულები, დამწუხრებულები.

მართლაც დღესასწაულის დასვენების დროს, ნაცვლად ასეთი დიდი მოლოდინებისა, ჯობს, მივიღოთ ის ისეთი, როგორიც მოდის… უკვე ჩამოყალიბებული მოლოდინების გარეშე, რომლის არ არსებობის შემთხვევაში ჩვენთვის უფრო ნაკლები იმედგაცრუებაა და გაცილებით მეტი სიამოვნების მიღების პერსპექტივა.

3. ისიამოვნეთ, იმით, რისი კეთებაც შეგიძლიათ და უარყავით სხვა დანარჩენი…

იარეთ სულ იმ დამოკიდებულებებთან ერთად, რამაც შეიძლება გაგაბედნიეროთ. რომ ყველაფერი გამოვა, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორ თქვენ გსურთ. თქვენ ხომ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ სხვა ადამიანები და მათი ქმედებები .თუ რომელიმე თქვენი ოჯახის წევრი თქვენს მოთმინებას აბიჯებს, ყურადღება მიაქციეთ, უკეთესი ხომ არ არის , რომ ოჯახის წევრებთან ერთად დრო სასიამოვნოთ გაატაროთ. თუ თქვენი საქმე მიდის არაიდეალურად და მათ არ მოსწონთ, მოდით, შემდეგი გვერდი თქვენი ცხოვრების იყოს-დასვენების მოწყობა. თქვენ ცხოვრებას შეიგრძნობთ გაცილებით შთამბეჭდავად, შთამაგონებლად, თუკი თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მცირედიდან მეტი.

4 . ნუ აიღებთ ვალებს

დღესასწაულის ამ პერიოდში არ გასცდეთ თქვენს ფინანსურ საზღვრებს. იყიდეთ მხოლოდ ის საჩუქრები, რასაც გასწვდება თქვენი ჯიბე სხვა დანარჩენში გამოხატეთ თქვენი გულწრფელი გრძნობები, მათ შორის საჩუქრის გადაცემის დროს.

5. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის…

გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის… თუნდაც დრო კითხვისთის, მიიღეთ აბაზანა ხანგრძლივად, ეს თქვენ დაგამშვიდებთ. ისეირნეთ, დახარჯეთ საკმაო დრო მოგიზგიზე ცეცხლის წინ… არ ეცადოთ სწრაფად გამოხვიდეთ დღესასწაულიდან. თქვენი გონება და სხეული საჭიროებს რაციონალურ მიდგომას, ენერგიის განახლება-აღდგენას, გამოცოცხლებას.

იყავით დარწმუნებულნი, რომ თუ თქვენ გამოყოფთ დროს საკუთარი თავისთვის, ყველაფერი იქნება შესანიშნავად.

6. კონცენტრირდით საკუთარ სულიერ მდგომარეობაზე. ჩაუღრმავდით შინაგან სამყაროს.

საბოლოო ჯამში, განუსაზღვრელად იმისა, რომელ დღესასწაულებს და შესაბამის ტრადიციებს მიაკუთვნებთ თავს, გახსოვდეთ, რომ დღესასწაულზე მთავარია ჩაუღმავდეთ საკუთრ თავს.

დღევანდელ ჩვენს კულტურას ყურადღების მიღმა რჩება კონცენტრირება სულიერ სამყაროზე, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სულიერო წონასწორობის ფლობა გაცილებით ბევრს ნიშნავს, რომელსაც ასევე გაცილებით შორს მიყავს ადამიანი. ეს დიდი ძალაა და დიდი იარაღია.