ანი დილარდი:
ჩვენ აქ ვართ, რათა საკუთარი არსებობის რეალიზაცია მოვახდინოთ. ჩვენ იმისთვის ვარსებობთ, რომ შევამჩნიოთ თითოეული საგანი. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის მშვენიერ სახეებსა და რთულ ბუნებას. ჩვენ აქ ვართ, რათა ცნობიერება მივანიჭოთ ძალასა და მშვენიერებას, რომელიც ჩვენს გარშემოა და დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან. სხვა შემთხვევაში, არსებობა ცარიელ სახლში თამაშს დაემსგავსებოდა.
თერმოდინამიკის მეორე კანონის თანახმად, საგნები ძირს ეცემიან, სტრუქტურები იშლებიან. ბაკნისტერ ფულერმა მიგვანიშნა, რატომ ვართ აქ: საგნების შექმნით, ახალი კომბინაციების მოფიქრებთ, ჩვენ ვანეიტრალებთ ერთფეროვნებას.
ჩარლზ ბუკოვსკი:
ვისაც ღმერთის სწამს, მათთვის დიდ შეკითხვათა უმრავლესობა აღარ არსებობს. მაგრამ ჩვენთვის, ვისაც არ შეგვიძლია მივიღოთ ღვთის ფორმულა, დიდი პასუხები ქვაზე ამოტვიფრული ნამდვილად არაა. ჩვენ წესრიგში მოგვყავს ახალი აღმოჩენები და სიტუაციები. ჩვენ დამთმობები ვართ. სიყვარული არ საჭიროებს ბრძანებასა და ავტორიტეტის რწმენას. მე ვარ საკუთარი თავის ღმერთი.
ჩვენ ვარსებობთ, რათა გავაქარწყლოთ ეკლესიის, სახელმწიფოს და ჩვენი განათლების სისტემის სწავლებები.
ჩვენ ვარსებობთ, რათა დავლიოთ ლუდი.
ჩვენ აქ ვართ, რათა უარი ვუთხრათ ომს.
ჩვენ აქ ვართ, რათა ვიცინოთ და ისე კარგად გავატაროთ ჩვენი ცხოვრება, რომ სიკვდილსაც ეშინოდეს ჩვენი წაყვანის.
ჩვენ აქ ვართ, რათა გავიაზროთ იმ ჭკვიანი ქალებისა და კაცების სიტყვები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ჩვენ სხვადასხვა მიზეზების გამო – ერთი და იმავე მიზეზით ვარსებობთ.
არტურ კლარკი:
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა, რომ ადამიანის ყოველი მოქმედება თამაშის ფორმაა. და თამაშის ყველაზე მაღალი ფორმა სიმართლის, მშვენიერებისა და სიყვარულის ძიებაა. განა არსებობს სხვა საჭიროება? უნდა არსებობდეს კი რაიმე დამატებითი “არსი” ? თუ ცხოვრების საიდუმლოს ამოცნობაში ვფლანგავთ დროს, შეიძლება სიცოცხლის , თამაშის დროც კი აღარ დაგვრჩეს.
თარგმანი: 4motivi.com