Skip to content

რატომ არ ვართ წარმატებულები და ბედნიერები?

ერთხელ ჯიმ რონი 2 000 მდე კაცს უტარებდა ლექციას. თემა წარმატების მიღწევის პრინციპებს შეეხებოდა და რონი ერთი წარმატებული ადამიანის მაგალითის საფუძველზე განიხილავდა ამ საკითხს. 
 
 
იგი იხსნებს, რომ ლექციის მიმდინარეობისას ორმა ადამიანმა გააკეთა ხმამაღალი და დასამახსოვრებელი კომენტარი.
 
 
პირველმა თქვა : 
 
 
რა მაგარია მისტერ რონ ! ! ! ნამდვილად დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელია . . .
 
 
მეორემ, რომელიც უკან რიგებში იჯდა, თქვა : 
 
 
სისულელეა, ეს ლამაზი ზღაპრები ადრეც მომისმენია. დროის კარგვაა და მეტი არაფერი.
 
 
მოდით დავსვათ ასეთი კითხვა : რომელ მათგანს უფრო მეტი შანსი აქვს იმისა, რომ წარმატებას მიაღწიოს ? ადამიანს, რომელიც ფიქრობს, რომ წარმატებული ადამიანების მაგალითის გათვალისწინება და ცხოვრებაში გატარება ნადვილად ჭკვიანური აზრია, თუ იმას ვინც ისეთ ლექციის მოსმენაში კარგავს დროს, რომელიც მისი აზრით უბრალოდ დროის კარგვაა?
 
 
ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ასეა:
 
 
რატომ არის, რომ ძალიან ცოტა ადამიანს, თუ აქვს წაკითხული წარმატებისა და ბედნიერების მოპოვების სტრატეგიების შესახებ არსებული ლიტერატურა?
 
 
თუნდაც იმ ათასობით კაციდან, რომელთაც წაიკითხეს ჩვენი სტატია ,, 5 წიგნი წარმატებაზე, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ”, რამდენი დაინტერესდა ამ წიგნებით და რამდენმა იყიდა ისინი?
 
 
რატომ არის, რომ ადამიანები სკეპტიკურად უყურებენ იმ საკითხს, რომ მათ ვინმემ შეიძლება ასწალოთ ის, თუ როგორ გადნენ ბედნიერები და მიაღწიონ წარმატებას?
 
 
რატომ არის, რომ ჭკვიანურ ბლოგებს, რომლებიც წარმატებაზე, ბედნიერებაზე, მოტივაციაზე და ეფექტურ ურთიერთობზე წერენ (მაგალითად, 4motivi.com და giorgimanasyan.com , ეს ორად–ორი ბლოგია, რომელიც ქართულად წერს ამ თემატიკაზე) 10-ჯერ და 100-ჯერ ნაკლები მკითხველი ყავს, ვიდრე ბლოგებს რომელთა თემები  ს ე ქ ს ი ,გართობა ჭორები და კრიტიკაა?
 
 
რატომ არის, რომ ადამიანთა უდიდესი ნაწილი დაუსაქმებელია და უიმედობის სენით არის შეპყრობილი?
 
 
რატომ ხდება, რომ ზოგ ადამიანს დრო არ ყოფნის და ზოგი ადამიანისათვის კი დროის გაყვანა ყოველი დღის ძირითადი პრობლემააა?
 
 
რატომ ხდება, რომ ბევრი ადამიანი თვალებს ხუჭავს შესაძლებლობებზე, ეგუება დამარცხებას?
 
 
 
რატომ არის, რომ არ ვართ წარმატებულები და ბედნიერები?