” When I’d take your hand and sing you songs
Then maybe you would say
Come lay with me and love me
And I would surely stay”
“Deer purple” – “Soldier of fortune”
1.გადავწყვიტე ჩემი დღევანდელი პოსტი სიყვარულს მივუძღვნა.ნეტავ მოვახერხებ მთელი გრძნობებით ვისაუბრო სიყვარულზე? მაგრამ რადგან დიდი ხანია ნამდვილ სიყვარულს დავატარებ გულით,ალბათ შევძლებ რამდენიმე სიტყვა მაინც ვთქვა ამ საოცარი გრძნობის შესახებ.
2.ერთ საღამოს,სწორედ ისეთი წვიმიანი ამინდი იყო,როგორიც დღეს არის. სამსახურიდან, შინ რომ მივედი ინტერნეტში სწორედ ის ფილმი მოვიძიე,რომელიც მეგობარმა მირჩია.ბატი-ბუტი მოვიმარაგე,შუქი ჩავაქრე და ფილმის საყურებლად მოვემზადე.თავს კარგად ვგრძნობდი.ფილმიც არაჩვეულებრივი მელოდრამა აღმოჩნდა,მიუხედავად იმისა,რომ მთავარი გმირი, ავტოკატასტროფაში მოყვა და სიკვდილს ებრძოდა. მისი შეყვარებული გოგონა კი, მთელი გულით ემუდარებოდა ღმერთს, გადაერჩინა მისი საყვარელი ადამიანი.ის ცრემლიანი თვალებით იმეორებდა,რომ მათ ჯერ საყვარელი მუსიკაც არ აქვთ.ჯერ არ ყოფილან კინოში და არ უნახავთ მზის ამოსვლა ერთად.ამიტომ თქვენი აზრით როგორ მოიქცეოდა ღმერთი? რა თქმა უნდა შეყვარებულებს მან ერთად ყოფნისთვის უამრავი ლამაზი დღე მისცა.
3.ალბათ წვიმიან ამინდში გვჭირდება ყველაზე მეტად სიყვარული.წვიმიან ამინდში,ხომ ყველაზე ლამაზია პაემანი მასთან.რომელიმე კაფეს შეაფარებთ თავს. ცხელ ჩაის შეუკვეთავთ,ჩახედავთ ერთმანეთს თვალებში და მაშინათვე გათბება ერთმანეთის წვიმის წვეთებით სავსე სხეული.
4.მთავარია საყვარელი ადამიანის ხელი აიღო ხელში, შენს მუჭში მოიქციო მისი მარჯვენა თუ მარცხენა ხელის თითები და შენი გრძნობები მაშინათვე გადაეცემა მის გულს. დიახ, ჰიპოთალამუსი თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა,რომელიც სეროტონინისა გამომუშავებას არეგულირებს. ყოველივე იმაზე კი, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად გვიყვარს, პასუხს ეს ჰორმონი აგებს. რომელიც, სწორე მაშინ გამომუშავდება,როდესაც საყვარელ ადამიანს ჩაჰკიდებ ხელს და ნაცნობ ქუჩებს მიუყვები ფეხით.
5.პირველად,რომ ვუყურე ფილმს „ჰაჩიკოს,“რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ნანახი,როგორც იტყვიან ტირილით მოვკვდი.ჩემი შეყვარებული გამახსენდა,რომელიც ყოველთვის საღამოს 5 საათზე მაკითხავდა სამსახურთან და შერიგებას მთხოვდა.მე არ ვურიგდებოდი,რადგან მეგონა, თუ ვუყვარდი კიდევ უამრავჯერ მოვიდოდა ჩემს სანახავად და ასე იყო კიდეც.ფილმის დედააზრიც სწორედ ეს არის, არასდროს დაივიწყოთ ის, ვინც ოდესღაც, მთელი გულით გიყვარდათ.
6.მეგონა ,როდესაც საყვარელ ადამიანზე ფიქრობ, აუცილებლად უნდა იპოვო ინტერნეტში რომანტიული მუსიკა და გათენებამდე უსმინო , მაგრამ ჩვენ როდესაც შეყვარებულები ვართ, უამრავ ლამაზ ნოტებს დავატარებთ გულით,ამიტომ შეყვარებულ ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია უსმინოს გულის მესიკას და იფიქროს, საყვარელ ადამიანზე.
7.ადამიანი ხშირად უკმაყოფილოა საკუთარი გარეგნობით,ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში,მაგრამ საკმარისია სიყვარულმა ფრთები შეგვახოს, თვალისდახამხამებაში გვეცვლება წარმოდგენა საკუთარ თავზე. ფიქრობ, ეს ცისფერი კაბა ძალიან გიხდება დღეს. გჯერა,რომ ოცნებებს აისრულებ,აუცილებლად იქნები ბედნიერი და წარმატებული,რადგან გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, რომელსაც ჯერავს შენი.
8.როდესაც სასიყვარულო სერიალებს ვუყურებთ უცნაური განცდა გვეუფლება.თითქოს ფილმის მთავარი გმირები ვხდებით.მათი ტკივილი გვტკივა და გვახარებს მათი სიხარული.სასიყვარულო სიტყვების მოსმენის დროს კი, თვალები გვევსება ცრემლით.ამ ყველაფრის მიზეზი არის ის რომ, ჩვენც გვინდა გვქონდეს ასეთი ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობები.
9.როდესაც მოვისმინე,რომ მათ ახალხანს შეუყვარდათ ერთმანეთი და ჯერ საყვარელი მუსიკაც არ ჰქონდათ, მაშინათვე ჩემი თავი გამახსენდა. როდესაც მას და მე ერთმანეთი შეგვიყვარდა,ის ჯარში მსახურობდა.იქნებ სწორედ ამიტომ ჩვენი საყვარელი მუსიკა ჯგუფ “Deep purple”-ს „ soldier of fortune ” გახდა. თითქმის ყოველდღე ამ სიმღერას ვუსმენდი, ხოლო როდესაც ის პერიოდულად ჩამოდიოდა ჩემს სანახავად, ფეხით ვსეირნობდით ზღვის პირას და მე მის თვალებში მთელს სამყაროს ვხედავდი. შემდეგ რადგან ჩვენი სიყვარული წლების მანძილზე გაგრძელდა, ყველა ლამაზი მუსიკა გახდა ჩვენი სიყვარულის მელოდია.
” როდესაც მე ხელს მოგკიდებ და ვიმღერებ შენთვის,
შესაძლოა შენ მითხრა:
“მოდი ჩემთან და შემიყვარე”
და მე აუცილებლად დავრჩები შენთან”
“დი ფარფლი” – “ჯარისკაცის ბედი “