Skip to content

რაზე მიგვანიშნებენ ჩვევები, რომლებიც ჩვენ შვილებს ახასიათებთ და როგორ ვებრძოლოთ მავნე ჩვევებს?

რა კავშირია სიმკაცრესა და მავნე ჩვევებს შორის? რა ხერხებს მიმართვენ უფროსები მათთნ საბრძოლველად და არის თუ არა ეს მეთოდები ერთნაირად ეფექტური სხვადასხვა ასაკის ბავშვებისათვის?

ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია ბავშვობაში მავნე ჩვევა. ძალიან ბევრია ბავშვი, რომელიც ამ მავნე ჩვევებით უფროსებს აღიზიანებს. რომელი ჩვევები შეიძლება ჩავთვალოთ მავნედ?

პირველ რიგში მოდით განვსაზღვროთ რას ნიშნავს ჩვევა. ჩვევა – ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელი განმეორებითი სახის ქცევაა, რომელსაც აქვს გარკვეული როლი და წარმოშობის მიზეზი. თავის მხრივ, შეიძლება მას ვუწოდოთ რიტუალი, რომელსაც ბავშვი აღსრულებს გარკვეული სიტუაციის დროს.

ჩვევა შეიძლება იყოს როგორც მავნე ასევე ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანი. მსგავს ჩვევად შეიძლება ჩავთვალოთ ბავშვის მიერ თითის პირში ჩდება. სპეციალისტების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ჩვევა ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდში. ის თავის თავში გულისხმობს მომნელებელი სისტემის, ჰორმონალური სისტემის და ფსიქოლოგიური სისტემის დარეგულორებას თავის ტვინში.

მსგავსი ქცევები და ჩვევები შეიძლება ძალიან ბუნებრივად ჩავთვალოთ, რა თქმა უნდა გარკვეულ ასაკში და გარკვეული ასაკის შემდეგ მშობელმა შეიძლება ჩათვალოს საჭიროდ მიმართოს სპეციალისტს.

ჩვევების მსგავს ჯგუფს შეიძლება განვაკუთნოთ:

  • სკამის ქანაობა;
  • ჟესტიკულაციის აქტიური გამოყენება;
  • მოსაუბრის ტანსაცმელზე შეხება;
  • ცხვირში ქექვა და მსგავსნი;

რამდენიმე თვის ბავშვის ქცევაში შეიძლება შევამჩნიოთ ჩვევად ქცეული სათამაშოების დაყრა. ირგვლივ მყოფი ზრდასრულებისთის საკმაოდ რთულად გადასატანია ეს პროცესი. ეს არის მავნე ჩვევა ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ რეალურად ბავში სწავლობს სივრცის აღქმას და შეგრძნებას. როგორი სათამაშო როგორ ვარდება? რა ხმას გამოსცემს? საიდან ვარდება? და ეს მისთვის ძალიან საინტერესოა.

ან თუნდაც ის, თუ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ამაზე გარშემო მყოფებს? შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ?

რა თქმა უნდა. მაგ. ოჯახში გვყავს მცირე ასაკის ბავშვი და როგორც კი მოაკლდება ყურადღება ან შუქს აანთებს, ან რომელიმე ნივთს გადააადგილებს. ანუ იქცევს ამით ყურადღებას. ყოველი ჩვევით , რეალურად, ბავშვი ცდილობს მშობლის (იგულისხმება ირგვლივ მყოფი ზრდასრული ადამიანი) ყურადღება მიიქციოს. მაგრამ ყურადღების მიქცევასთან ერთად სწავლობს სამყაროს, საკუთარ თავს, საგნებს და ა.შ.

არსებობს ჩვევები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვის ზრდა-განვითარებასთან?

მართალია მსგავსი სახის ჩვევები ცოტაა. ზოგადად, გაგვიჭირდება რაიმე ქცევიდან სარგებელი არ გამოვიტანოთ, მაგრამ მაინც არსებობენ ესეთები. მაგალითდ ყველაზე გავრცელებული და რთულად დასაძლევი არის ფრჩხილების კვნეტა, სიგარეტის მოწევა.

ამ ჩვევების გაჩენის მიზეზი, როგორც წესი, ერთი არ არის ხოლმე და ძირითადად კომპლექსულია. შესაძლებელია ერთდროულად ვისაუბროთ შფოთვაზე, დაბალ თვითშეფასებაზე, არ შემდგარ საკუთარი თავის რეალიზაციაზე, დაუკმაყოფილებელ სურვილებზე და ა.შ.

საიდან ჩნდებიან მავნე ჩვევები?

ძირითადად მავნე ჩვევების მიზეზი არის მშობლების არასაკმარისი ყურადღება. მოფერების, ალერსის, მზრუნველობის დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. მავნე ჩვევები, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ მათ, ვისაც ზრდიან ზედმეტად მკაცრ პირობებში. საგულისხმოა, რომ ზოგადად აგრესია არის თანდაყოლილიც და შეძენილიც. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ზრდა-განვითარებისათვის, მაგრამ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა. ისევე, როგორც ზედმეტი სიმკაცრე იწვევს ბავშვებში მავნე ჩვევებს, ასევე აგრესიის სრული არ არსებობა.

ერთ-ერთი ძირეული მიზეზი, საიდანაც მავნე ჩვევები ყალიბდება ყოფილა ბუნებრივი კვების შეწყვეტა. როგორც უკვე ვთქვით წოვის პირველადი რეფლექსი ხელს უწყობს ბავშვის მომნელებელი, ჰორმონალური და ფსიქოლოგიური სისტემის განვითარებას ხელს. როდესაც მათ აღარ აქვთ ბუნებრივი კვება პირში იდებენ თითს და წოვენ მას. ეს არის დედის სითბოს და ყურადღების ნაკლებობა.

მსგავს პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ბავშვი ერთ, ამოჩემებულ სათამაშოს დაატარებს ყველგან და არ განეშორება მას არც დღისით და არც ღამით. გვინახავს, თუ რა ისტერიკები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს მასთან განშორების შემთხვევაში.

ასევე მავნე ჩვევებს იწვევს:

  • ბავშვის დიდხანს მარტო დატოვება;
  • ჯანმრთელობის პრობელემები;
  • დაცინვა, შეცხვენა წარუმატებლობის დროს, დაძაბულობა ოჯახში და მსგავსნი;

რეკომენდაციები. როგორ დავეხმაროთ ბავშვებს გაუმკლავდნენ მავნე ჩვევებს?

როგორც ცნობილია, ბავშვის ასაკიდან გამომდინარე არის ორი სახის მიდგომა: სკოლამდელი და სკოლის პერიოდის. პირველ შემთხვევაში ბავშვს არ შესწევს ძალა სიღრმისეულად გააცნობიეროს მოვლენები. შესაბამისად, სასურველია მოხდეს ყურადღების გადატანა. თუ საუბარია შფოთვაზე და ჩვენ უკვე ვთქვით რომ მავნე ჩვევები, სწორედ, გაქცევაა უსიამოვნო შეგრძნებებისგან, მაშინ სასურველია წვრილ მოტორიკასთან დაკავშირებული შემდეგი თერაპიული თამაშებით „გართობა“: ძერწვა, ქვიშაში თამაში, ხატვა, ბურთულებით თამაში და ა.შ. ცნობილია რომ თითების ბალიშებში არის ნერვული დაბოლოებები და მსგავსი თამაშები ხელს უწყობს ბავშვის ნერვული სისტემის დამშვიდებას. ასევე ხელის გულები ორგანიზმზე ყველაზე მგრძნობიარე ადგილია შეხების მხრივ, რისი მოთხოვნილებაც აქვთ ბავშვებს (ამაზე ცოტა მოგვიანებით).

სკოლის ასაკის ბავშვებში კი აღარ უნდა შეგვეშინდეს ყურადღების გამახვილებისა და შეგვიძლია თითოეულ ჯერზე მივუთითოთ გაცნობიერებისკენ, რა თქმა უნდა, მისაღები ფორმაბით. სასურველია შევიმუშავოთ კრეატიული მიდგომა და გაცნობიერების პროცესი გავხადოთ სახალისო და ნაყოფიერი(ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ რამდენიმე კრეატიულ მიდგომას კონკრეტული მავნე ჩვევებზე მუშაობისათვის).

ცნობილია ფაქტი, რომ 6-7 წლამდე ყველა ბავშვი არის კინესთეტიკი (ადამიანი, რომლისთვისაც სამყაროს აღქმაში პრიორიტეტულია ხუთი შეგრძნება: გემო, ყნოსვა, შეხება, ვიბრაცია, ტემპერატურა) და ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის ფიზიკური სიახლოვე. მაგ: დედის ალერსი, მოფერება, ჩახუტება და ა.შ. რეკომენდირებულია ძილის წინ მოვეფეროთ ბავშვს, ზღაპარი წავუკითხოთ, ვუმღეროთ. ეს ხელს უწყობს ფსიქიკის დამშვიდებას, განწყობის შექმნას და იმ რესურსის მიღებას, რა მოთხოვნილებაც აქვს ბავშვს.

რამდენად შეიძლება ჩვათვალოდ მავნედ ისეთი ჩვევა, როგორიც არის ხელის ხშირი ბანა?

ეს ჩვევა დამახასიათებელია მეტწილად მოზრდილებისთვის, ვიდრე ბავშვებისთვის. ბავშვებში შესაძლებელია მას ჰქონდეს ანურეზიის (უნებლიე შარდვა) ფორმა. სიგნალი კი მიგვითითებს იმაზე, რომ ადამიანს სურს რაღაცისგან განთავისუფლება, რაღაცის მოშორება, რაც აწუხებს და ვერ ახერხებს ემოციურ დონეზე გააცნობიეროს მოვლენა და ხდება მისი სიმბოლური სახის გამოვლენა, „რიტუალის აღსრულება“.

ჩვენი ორგანიზმი ძალიან მეტყველია და კარგად დაკვირვების შემთხვევაში ადვილად შევძლებთ ამოვიკითხოთ საკუთარი თუ სხვისი მიზეზები ამა თუ იმ გაუცნობიერებელი ჩვევისა.

რა ხერხებს მიმართავენ უფროსები მათთნ საბრძოლველად? და რას გვირჩევენ სპეციალისტები?

უფროსები, რომლებსაც უკვე ნერბი აღარ ჰყოფნით მოთმინებით შეხვდნენ ბავშვების მავნე ჩვევებს და თავისივე „გაფუჭებული“ საქმე გამოასწორონ ხშირ შემთხვევაში აგრესიას გამოხატავენ, აიძულებენ პირობა დადოს ბავშვმა, რომ მსგავს საქციელს აღრ ჩაიდენს, არ უშვებენ სათამაშოდ და სხვა მსგავს დასჯის მექანიზმებს მიმართავენ.

გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს მავნე ჩვევის დაძლევაში.

ფრჩხილების კვნეტის დროს თუ თქვენი შვილი მდედრობითი სქესისაა მისთვის სასიამოვნო ფერის მანიკური წაუსვით და ყურადღება გაამახვილეთ მის ლამაზ ფრჩხილებზე. სემდეგ ის ეტაპობრივად გააკეთებს არჩევანს ჰქონდეს ლამაზი ფრჩხილები, თუ დაიუშნოვოს.

ე.წ. პარაზიტი სიტყვების გამოყენების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიწეროთ მისი საუბარი და შემდეგ მოასმენინოთ.

თუ ბავშვი ხშირად აქანავებს სკამს უყიდეთ საქანელა, ან სკამი, რომელიც ადვილად ირწევა. ხშირად დაისვით კალთაში და დაარწიეთ.

სიგარეტის მოწევა. თქვენი შვილი საჭიროებს თქვენს აღიარებას. მოძებნეთ მასში ის რესურსი, ის ღირებულებები, რომლითაც ის არის დაჯილდოვებული და გამოიყენეთ ისინი. მიიღეთ და მოეპყარით როგორც თანასწორს. დაავალეთ საქმე, რომელსაც ის შესანიშნავად შეასრულებს, დაკავდით მასთან ერთად, ეცადეთ შეურჩიოთ წრე, რომელიც მისთვის იქნება საინტერესო და მისაღები, მოერიდეთ მის გაკრიტიკებას, გამონახეთ საერთო ენა.

ბოლოსათვის კი გვახსოვდეს, საჭიროა ბრძოლა ჩვევებთან და არა ბავშვებთან.

მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი,

ფსიქოლოგი ნათია ანასტასია მარღანია