Skip to content

პროსოციალური ქცევა

პროსოციალური ქცევის ინტენსიურ კვლევებს ბიძგი მისცა აღმაშფოთებელმა ფაქტმა, რომელიც მოხდა ნიუ იორკში 1964 წელს. შემთხვევამ ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ქეთი გვიან საღამოს სამუშაოდან ბრუნდებოდა სახლში. მოულოდნელად მას თავს დაესხა ხულიგანი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში ქეთის რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით. ქეთი ყვიროდა, ითხოვდა შველას, მაგრამ მას არავინ გამოესარჩლა.
ძიებამ დაადასტურა, რომ ახლო მდებარე სახლიდან 38 მაცხოვრებელი ფანჯრიდან უყურებდა ქეთის ბრძოლას კრიმინალთან, მაგრამ არა თუ არავინ გამოვიდა დასახმარებლად, პოლიციაშიც არ დარეკა არცერთმა. პოლიცია გამოიძახეს მხოლოდ 20 წუთის შემდეგ , მას შემდეგ რაც ბოროტმოქმედმა დატოვა მოკლული ქეთი და გაიქცა. პოლიცია მოვიდა გამოძახებიდან 2 წუთში. ხოლო თვითმხილველები გამოვიდნენ ეზოში მხოლოდ იმის შემდეგ რაც სასწრაფო დახმარებამ გაასვენა მიცვალებული. დადგა საკითხი, რატომ არავინ გამოვიდა ქეთის დასახმარებლად? თუნდაც რატომ დროზე არ დარეკა ვინმემ პოლიციაში?

საბედნიეროდ, ხშირია შემთხვევა როცა ადამიანები არა მარტო სიამოვნებით ეხმარებიან სხვებს, იჩენენ ქველმოქმედებას, არამედ ხშირად, სიცოცხლისთვის საშიშ რისკზეც კი მიდიან სხვის დასახმარებლად. კაცობრიობამ ადამიანების ასეთი ალტრუისტული ქცევის უამრავი შემთხვევა იცის.

ყოველივე ამან უბიძგა სოციალურ ფსიქოლოგებს, მეცნიერული მეთოდების გამოყენებით გაეცათ პასუხი კითხვაზე – თვითმხილველები ზოგჯერ რატომ არ ეხმარებიან უცხოს, როცა ეს მათ ძალიან სჭირდებათ? ან რატომაა, რომ ზოგჯერ ადამიანები სიცოცხლის რისკზეც კი მიდიან რათა დახმარება გაუწიონ უცხოს.საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ალტრუიზმი და პროსოციალური ქცევა.ალტრუისტულს უწოდებენ ინდივიდის მიერ საკუთარი ნებით განხორციელებულ დახმარებით, რაიმე სარგებელის მიღების მოლოდინის გარეშე. ასეთი ქცევისათვის ერთადერთი სარგებელი იქნება ის რომ გაკეთდა კეთილი საქმე. ამ დეფინიციით ქცევა არის თუ არა ალტრუისტული განისაზღვრება იმ ინდივიდის განზრახვით, ვინც დახმარებით ქცევას ახორციელებს.ვთქვათ, ხედავთ რომ ქუჩაში უბედური შემთხვევა მოხდა ან ვიღაც კაცი ძირს გდია. რას აკეთებთ ასეთ დროს?

დახმარების გადაწყვეტილება გონებაში ძალიან სწრაფად მწიფდება იმის მიუხედავად, რომ ინფორმაცია ჩვენს ტვინში 3 ეტაპს გადის:

1.პირველ ეტაპზე ადამიანი აცნობიერებს რა ხდება, ვინმეს დახმარება სჭირდება თუ არა. შეიძლება სხვა რამეზე ვფიქრობდეთ და საერთოდ ვერ შევამჩნიოთ რა მოხდა.

2. მეორე ეტაპზე წყდება ჩავთვლით თუ არა, რომ ეს შემთხვევა საგანგებოა. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვეგონოს, რომ ადამიანი, რომელიც ძირს გდია, უბრალოდ, ლოთია და ჩვენი მისვლა, სიტუაციაში გარკვევა სულაც არაა საჭირო.

ხშირად ადამიანი სხვებისგან ელოდება ინიციატივას: ,,თუ მივა ვინმე, მეც მივალ” მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირად ვაზროვნებთ. კი, ძალიან გვინდა, რომ განსხვავებულები ვიყოთ, მაგრამ აზროვნება მაინც ერთნაირი გვაქვს. ჰოდა, ყველა ერთმანეთის ყურებას დავიწყებთ და დაზარალებულს არც არავინ დაეხმარება…

3. თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ სიტუაცია საგანგებოა და დაზარალებულს უნდა დავეხმაროთ, გადავდივართ მესამე სტადიაზე, სადაც ადამიანი იწყებს განსჯას, თუ რა დაუჯდება მას სხვისი დახმარება. თავი საფრთხეში ხომ არ უნდა ჩაიგდოს? რამე ხომ არ მოუვა? რაც უფრო დიდია რისკი, დახმარების ალბათობა იკლებს. ჯილდოს ზრდასთან ერთად დახმარების ალბათობა იმატებს. დახმარებისას ადამიანისთვის მის მიერ გაღებული მსხვერპლი უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე ჯილდო, რაც შეიძლება ამ დახმარებისგან მიიღოს. ადამიანი უფრო გულდასმით წონის ხოლმე თავად მას რა დაუჯდება ეს დახმარება, ვიდრე იმას- რას მიიღებს ის ადამიანი, რომელსაც ეხმარება.

პროსოციალური ქცევა თავისი მნიშვნელობით შედარებით უფრო ფართეა და მოიცავს ნებისმიერ ქცევას, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანისთვის დახმარების გაწევისკენ, მიუხედევად იმისა თუ რა მოტივი უდევს მას საფუძვლად. უმრავლესობა ასეთი პროსოციალური ქცევა შეიძლება არ იყოს უანგაროდ განხორციელებული. თუ ასეთი დახმარებითი ქცევა ხორციელდება რათა შტაბეჭდილება მოახდინო ვინმეზე ან იმისთვის, რომ ქულა დაიწერო, რომელიც შემდგომში გამოგადგება ცხოვრებისეული კარიერისათვის, ქცევა არ ჩაითვლება ალტრუისტულად.

განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სხვისადმი დახმარების საჭიროებისას პოტენციონალური დამხმარე მარტოა თუ სხვების კომპანიაშია. აღმოჩნდა, რომ მარტოხელა მოწმე უფროა მზად (და დახმარებას ახორციელებს უფრო სწრაფად) ვიდრე როცა მასთან ერთად სხვებიც არიან. ამ ფაქტს მოწმის ეფექტი უწოდეს.

როცა შემთხვევის რამოდენიმე მოწმე არსებობს, თითოეული პოტენციონალური დამხმარეა, შედეგად ვიღებთ პასუხისმგებლობის დიფუზიას.

ეს იმას ნიშნავს, რომ დგება საკითხი ვისი საქმეა დახმარების გაწევა? ეს აღმოჩნდა, რომ პროსოციალური ქცევის განხორციელების ერთერთი მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. კვლევები აჩვენებენ, რომ საკმაოდ ეფექტურია ჯგუფში გაცნობიერებული ლიდერის არსებობა, რომელიც ორგანიზაციას უკეთებს იმას თუ ვინ რა უნდა გააკეთოს, გარდა ამისა, აღმოჩნდა რომ თუ ჯგუფში დომინირებს სოციალური პასუხისმგებლობის ნორმა, სხვისი არსებობა ფაქტიურად ზრდის პროსოციალური ქცევის განხორციელების ალბათობას. ხშირად ადამიანები, აღმოჩნდა, რომ უცნობისადმი დახმარების ქცევას არ ახორციელებენ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან რა გააკეთონ როგორ გააკეთონ ეს.შესაძლებლობამ, რომ პროსოციალურმა აქტიობამ მეტი ზიანი მოუტანოს ინდივიდს ვიდრე სიკეთე, მოქმედებს როგორც შემაკავებელი ფაქტორი განსაკუთრებით, როცა სხვა მოწმეებიც არსებობენ.

შესაძლებელი დაცინვის არიდება. სიტუაციაში სხვა მოწმის არსებობა აფერხებს პროსოციალურ აქტივობას იმიტომაც, რომ ეშინიათ არ დაუშვან სოციალურად უხეში შეცდომა.

აღმოჩნდა, რომ განზრახვაზე დახმარება გაუწიო სხვას გავლენას ახდენს გარემოპირობებიც.. კვლევები აჩვენებენ, რომ ისეთი გარემო პირობები როგორიცაა ამინდი ქალაქის სიდიდე, გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად ვართ მზად დახმარება გაუწიოთ სხვას.

პოზიტიური ემოციები და ალტრუიზმი.

ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ პოზიტიური გუნებაგანწყობის მქონე ინდივიდი უფრო იქნება ალტრუისტი, ვიდრე ნეგატიური გუნებგანწყობის მქონე. კვლევებით დადასტურდა, რომ დადებითი ემიციების ფონზე, სუბიექტები უფრო ავლენდნენ პროსოციალურ აქტიობებს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის სუბიექტები.

კვლევები აჩვენებენ, რომ ნეგატიური ემოციონალური მდგომარეობის კავშირი ალტრუიზმთან არ არის ერთმნიშვნელოვანი. აღმოჩნდა, რომ ნეგატიურმა ემოციონალურმა ფონმა შეიძლება ხელი შეუწყოს, შეაკავოს ან არავითარი გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის ალტრუისტულ ტენდენციებზე.

კვლევები აჩვენებენ, რომ ალტრუიზმის ხარისხზე შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგადმა აღძვრამ, თუნდაც ის გამოწვეული იყოს ფიზიკური ვარჯიშით. დასტურდება, რომ ზოგადი აღძვრა ხელს უწყობს დახმარების ქცევას თუ დახმარების თხოვნა გამოკვეთილია. მაგრამ თუ სიტუაცია ორაზროვანია, ზოგადი აღძვრა აკავებს დახმარების ქცევას.

რელიგიურ ადამიანებს უფრო აქვთ ტენდენცია დახმარება გაუწიონ სხვას, ვიდრე არარელიგიურებს. ბავშვების ალტრუისტულ ტენდენციებზე გავლენას ახდენს მათი ტოლების აზრი და ა.შ. ბოლო ხანებში მკვლევარების ყურადღების ცენტრში მოექცა პიროვნული განსხვავებულობის საკითხი აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით. იყო მცდელობა დაეხატათ ე.წ. “დამხმარე ადამიანის” პორტრეტი, რაც არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ამიტომ დღეისათვის თეორეტიკოსები უფრო ლაპარაკობენ ცალკეულ პიროვნულ ნიშნებზე, რომლებიც სპეციფიკურ სიტუაციაში განსაზღრავენ ადამიანის პროსოციალურ ქცევას.

ნამდვილი ალტრუისტისთვის შეიძლება არ ჰქონდეს მნიშვნელობა, მაგრამ უმრავლესობისთვის, გამოავლენს თუ არა სხვის მიმართ ალტრუისტულ ქცევას მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ითხოვს დახმარებას. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ ინდივიდის მახასიათებლები ვინც დახმარებას ითხოვს.. აღმოჩნდა, რომ მეტი შანსი აქვს მიიღოს დახმარება იმ ინდივიდმა, რომელიც სიმპათიას იწვევს ან ვინც, ჩათვლიან რომ იმსახურებს დახმარებას.

ვეხმარებით იმას ვენც ჩვენში სიმპათიას იწვევს. მოწონებაზე გავლენას ახდენს ფიზიკური მიმზიდველობა და მსგავსება. აღმოჩნდა, რომ იგივე ფაქტორები ახდენენ გავლენას დახმარების ქცევაზეც. გარკვეულ სიტუაციაში მიმზიდველი და ჩვენი მსგავსი ადამიანები ააქტიურებენ მის მიმართ ჩვენს პროსოციალურ აქტიობას.
საინტერესოა აგრეთვე ცხოველების მიერ გამოვლენილ პროსოციალური ქცევის ახსნა სხვადასხვა ფსიქოლოგების მიერ. ზოგიერთი მათგანის, კერძოდ ევოლუციონისტური მიდგომის წარმომადგენლების აზრით ცხოველები ალტრუისტურ ქცევას იმიტომ ახორციელებენ , რომ ეს მათი თანდაყოლილი საკუთარი გენების გადარჩენისადმი მიმართული ქცევაა, ცხოველები მხოლოდ თავიანთი გენეტიკური კოდის მატარებელ,ანუ მონათესავე ობიექტებს ეხმარებიან, თუმცა სხვა ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ცხოველები, კერძოდ შიმპანზეები ერთმანეთს სარგებლის მიღების მოტივის გარეშე ეხმარებიან. მათ აქვთ სამართლიანობისა და ემპათიის განცდა. ტიპიური ექსპერიმენტის დროს, ორ, ერთმანეთის ნაცნობ შიმპანზეს სვამ ორ მეზობელ ოთახში, რომლებიც ბადითაა გაყოფილი, ისე რომ, მათ შეეძლოთ ერთმანეთის დანახვა, გაგონება და გაღიმება. შემდეგ ერთ-ერთს ორიდან ერთი მონეტის ამორჩევის ნებას აძლევ. მათ აქვთ სხვა და სხვა ფერის მონეტებით სავსე კალათი. დავუშვათ მონეტები არის მხოლოდ წითელი და ლურჯი ფერის. თუ ლურჯ მონეტას ამოიღებენ და მოგვაწვდიან, ჩვენ ჯილდოს მივცემთ. თუ წითელ მონეტას ამოირჩევ, ისინი ჯილდოს იღებენ, მაგრამ ამავდროულად ჯილდოს მათი პარტნიორიც იღებს. ასე რომ, მათთვის სულ ერთია -მონეტის ყოველ მოწოდებაზე იღებენ ჯილდოს. ერთადერთი განსხვავება არის – „ჩემი პარტნიორიც იღებს ჯილდოს?“. აღმოჩნდა, რომ დროთა განმავლობაში, ისინი უპირატესობას ანიჭებენ, რასაც ჩვენ ვუწოდებთ, პროსოციალურ მონეტას, ანუ მონეტას, რომელსაც ორივესთვის ჯილდო მოაქვს.

შიმპანზეების მიერ გამოვლენილი კიდევ ალტრუიზმის კიდევ ერთი მაგალითია პიონი. შიმპანზე რომელსაც ართრიტი ჰქონდა და ძალიან მოხუცებული იყო, ისე რომ ძლივს დადიოდა. საძრომიალო ჩარჩოზე ცდილობდა ასვლას, სადაც შიმპანზეების ჯგუფი ერთანეთს ზურგს უვარცხნიდა. მათთან ერთად უნდოდა ყოფნა, მაგრამ იქამდე ვერ აღწევდა. ახალგაზრდა მდედრები მივიდოდნენ მასთან, უკნიდან ხელებს დაადებდნენ და იქამდე აწვებოდნენ, სანამ პიონი დანარჩენების ადგილს მიაღწევდა მაღლა. ჩვენ, ასევე, ის შემთხვევებიც ვიხილეთ, როცა პიონი წყლის მილისკენ წავიდოდა, მაგრამ რადგან სიარული უჭირდა და ონკანამდე მანძილიც დიდი იყო, ახალგაზრდა მდედრი გაასწრებდა, პირში წყალს ჩაიგუბებდა, პიონისთან დაბრუნდებოდა და პირიდან ჩაუსხამდა წყალს, ისე რომ ონკანამდე მისვლა არ დასჭირვებოდა.

გამომგზავნი/ავტორი: თამარ ჟვანია