Skip to content

გამარჯვება, რომელიც ყოველთვის სჯობს პირველობას

ერთი უძველესი იგავი მოგვითხრობს ახალგაზრდა ათლეტ ბიჭზე, რომელსაც ძალიან სწყუროდა წარმატება. მისთვის გამარჯვება ყველაფერი იყო და წარმატების განმსაზღვრელად პირველობა მიაჩნდა. ერთ დღეს მის მეზობელ სოფელში გაიმართა ჩემპიონატი სირბილში. ჩვენმა იგავის გმირმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო ამ შეჯიბრში.

სოფელში უამრავი ადამიანი იყო მოსული შეჯიბრების საცქერად. მათ შორის იყო ერთი ბრძენი, რომელსაც სმენოდა ახალგაზრდა ბიჭის ამბიციების შესახებ და მის სანახავად იყო მოსულიყო. შეჯიბრი დაიწყო. ბიჭმა მოიკრიფა მთელი თავისი ყურადღება,ძალა და ფინიშის ხაზის გადაკვეთის სიამოვნება სხვას არავის დაუთმო. ხალხი აღტაცებული იყო და ტაშს უკრავდა ბიჭს. ის პირველი იყო!  ბიჭი თავს ამაყად და კმაყოფილად გრძნობდა. ბრძენს არაინირი გრძნობა არ გამოუხატავს მისი გამარჯვების მიმართ და კვლავ მშვიდად, ღიმილით შესცქეროდა სანახაობას.

მეორე შეჯიბრი შეჯიბრი მარტო ამ ბიჭსა და ცნობილ ჩემპიონს შორის გაიმართა. ყველასაგან გასაოცრად ბიჭმა აქაც პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი და მაყურებელი აღტაცებაში მოიყვანა. ბრძენი კი კვლავ სდუმდა. მაყურებელმა კიდევ ერთი შეჯიბრი მოითხოვა. მოულოდნელად ბრძენი ფეხზე წამოდგა. ბიჭისკენ გაემართა და თან ერთი მოხუცი ქალი და ბრმა კაცი მიიყვანა მასთან.

– შემდეგი შეჯიბრი თქვენ სამს შორის გაიმართება – თქვა მან.

–  ეს არაა სწორი, მათ არანაირი შანსი არ აქვთ – ამაყად თქვა ბიჭმა.

– გეთანხმები, მაგრამ შეჯიბრის წესი ასეთი იქნება – უთხრა მას ბრძენმა.

შეჯიბრი დაიწყო. ბიჭი გაიქცა და ის იყო ერთადერთი ვინც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, დანარჩენი ორი ისევ იქ იდგნენ სადაც ბიჭმა დატოვა.. თუმცა აქ ერთი განსხვავებაც შესამჩნევი იყო. ტაში არავის დაუკრავს და არც აღტაცება გამოუხატავს ვინმეს.

– რა მოხდა? რატომ არ მოსწონს ხალხს ჩემი წარმატება? – ჰკითხა ბრძენს ბიჭმა.

– ისევ უნდა შეეჯიბრო და გაიმარჯვებ მაშინ, როდესაც ყველანი ერთად მიხვალთ ფინიშის ხაზთან – უპასუხა ბრძენმა.

ბიჭი ცოტა ხნით დაფიქრდა, შემდეგ კი თითქოს გონება გაუნათდა და ჩადგა მოხუცი ქალისა და ბრმა კაცის შუაში, ჩასჭიდა ხელები მათ და მათთან ერთად გაემართა ფინიშის ხაზისკენ. გზა ბევრად დამღლელი და გრძელი აღმოჩნდა, თუმცა, როდესაც მათ ფინიშის ხაზი გადაკვეთეს აღელვებული და ცრემლმორეული ხალხი ძალიან დიდხანს უკრავდა ტაშს.

მაპატიეთ მაგრამ ვერ მივხდი ვის უკრავენ ტაშს? მე თუ ამ ორ ადამიანს – ჰკითხა ბიჭმა ბრძენს.

ბრძენმა ბიჭს ხელი ჩასჭიდა და ღიმილით უთხრა:

– შვილო, შენ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრი მოიგე იმ შეჯიბრებს შორის, რაც კი ოდესმე მოგიგია. ამ გამარჯვებისათვის ადამიანები ყველაზე გულწრფელ მადლობას იხდიან…