Skip to content

ოტო ფონ ბისმარკის ცხოვრებისეული გამონათქვამები

1. არსად იმდენს არ იტყუებიან, რამდენსაც ომში, არჩევნებში და ნადირობის შემდეგ.

2. ისე ისწავლე, თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი, მაგრამ იცხოვრე ისე, თითქოს ხვალ უნდა მოკვდე.

3. თუკი გიყვართ კანონები ან სოსისები, გირჩევთ, არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.

4. ცხოვრება კბილის მარჯვედ ამოღებასა ჰგავს – კაცი სულ იმის ფიქრშია, რომ მთავარი რამ აწი მოხდება და უეცრად ხედავს, რომ უკვე ყველაფერი დამთავრებულა.

5. ის, ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება, სანამ ომს დაიწყებს.

6. არასოდეს ეომოთ რუსეთს. ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.

7. სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ და ჭკვიანები – სხვების შეცდომებზე.

8. იყავით ზრდილობიანი. წერეთ დიპლომატიურად.ომის დეკლარაციაშიც კი ზრდილობის წესების დაცვას მოითხოვს!

9. სიბრიყვე ღვთისგან ბოძებული ნიჭია, მაგრამ არაა საჭირო, ბოროტად ისარგებლო ამ ნიჭით.

10. რაიმეს აღკვეთის მიზნით წარმოებული ომი, ჰგავს კაცის ქმედებას, რომელიც სიკვდილის შიშის გამო თავს იკლავს.