Skip to content

ოპერაცია ,,ტოლკა ტრუსიკ ს ნასკამი” პრედსტავლიაეტ: :):):)

თუ ამას წაიკითხავთ და საკუთარ თავს ან თქვენს თუნდაც ერთ ნაცნობს ამ სიტუაციაში აღმოაჩენთ ,,Like,, გთხოვთ არ დაიშუროთ და გააზიარეთ… ამ პოსტს მეც ვალაიქებ, რადგან თქვენი მონა–მორჩილი მეც ამ სიტუაციაში გახლავართ და სულაც არ მიტყდება სიმართლის თქმა.. (ბოლო–ბოლო ვიღაცამ ხომ უნდა იბჟუტუროს აუტანელი სიმართლე)

დავიწყებ მთავარი ლოზუნგით – ხალხი პირადი პრობლემების ოპიუმშია..

მათ აღარ სცალიათ საერთო ეროვნული მიზნებისთვის, მანიფესტაციებისთვის, აქციებისთვის და ა.შ.. არავინ მოგვიწოდებს, აღარავინ გვისახავს მომავლის გზას.. დაგვანახეთ გვირაბის ბოლოს კაშკაშა ნათება და ჩვენც ყველაფრის ფასად გავივლით ამ გვირაბს… მაგრამ არც კონკრეტული გვირაბია და ნათელი ხომ მითუმეტეს… ჩვენ ყველა ერთ მდინარეში ვცურავთ, თუმცა იმის მაგივრად რომ ხელი ხელს ჩავკიდოთ და ერთიანი ძალებით გავიდეთ ნაპირზე, მხოლოდ საკუთარი ხელ–ფეხის ამარა ვცდილობთ ვიფართხალოთ მდორე მდინარეში, რომელიც ერთი დიდი მორევისკენ მიგვაქანებს..

პირადი პრობლემების ოპიუმი ბანკებისა და ელ–კრედიტების ვალებით გვაბრუებს.. ბანკს ვინღა უჩივის, ვივუსებმა და კაზინოებმა დააინფიცირეს ისედაც გაჭირვებული ქართველი… იოლი ფული ფსიქოტროპული წამალივითაა – ადვილად საშოვნელია, სამაგიეროდ ცოტა ხნით გაკაიფებს, შემდეგ კი გადამბლავებს… გინდება ახალი, შემდეგ კიდევ ახალი დოზები და ბოლოს ხვდები რომ ძალა აღარ შეგწევს გაუმკლავდე ნარკოტიკს… მახეც მზადაა.. შენ უკვე პირადი პრობლემების ოპიუმში ხარ.. ხელ–ფეხი გაქვს შეკრული – ცეროზიანი კრაკადილშიკი ხარ და ყველაზე ხშირად გახურებულ ტყვიას ნატრულობ საფეთქელში…

დოლარმა აიწია, სურსათი გაძვირდა, დაიწყო შემცირებები, ხელფასები კი იგივე დარჩა, ამ ყველაფრის ფონზე კი ბიზნესი ჩაკვდა და… და რა? და ის რომ ქართველ კაცს პირადი ვალები აქვს გადასახდელი და ამჯერად უფრო გაორმაგებული ენერგიით უნდა ეძებოს იაფი ფულის შოვნის კიდევ ერთი წყარო, კიდევ ერთი ვალი დაიდოს, რადგან დოლარი გაძვირდა, საჭმელი გაძვირდა,სამსახურიდან გაანთავისუფლეს (და თუ არ გაანთავისუფლეს, ხელფასი შეუმცირეს… და თუ არ შეუმცირეს იგივე დაუტოვეს..)… და შედეგად ხალხი პირადი პრობლემების ოპიუმშია..

მთავრობა დუმს.. შემოგდებულმა ნარკოტიკულმა სისტემამ გაამართლა.. ხალხი მთავრობისთვის ვეღარ იცლის, ხალხს პირადი პრობლემები გულს უწუხებს და აღონებს…
მახრჩობელა სისტემაა.. თითქოს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაა, მაგრამ რად გვინდა ასეთი ეკონომიკა, თუ ბოლოს ნასკებისა და საცვლების ამარა დავრჩებით… მთავარი საქმის პროცესია თუ საქმის შედეგი? მთავრობა ან მაგარი უსუსურია ან მაგარი მახრჩობელა.. ხალხი კი კვლავაც პირადი პრობლემების ოპიუმშია..

აშკარა ძალადობრივი პოლიტიკა ქართველ კაცს საბრძოლო ძალებსა და ნებისყოფას უათმაგებდა, მაშინ როდესაც, ,,სლადკი,, პადხოდები ენერგიისგან ცლიდა და შლიდა ჩვენს ერს.. ვიღაც–ვიღაცეებმა ესეც იციან და აშკარად მიზანმიმართული პოლიტიკით სულ კაიფში გვატარებენ… ბოლოს კი ,,გიტლერ კაპუტ!!!,, – ერი აღმოაჩენს, რომ ცეროზი აქვს..

ერს შეიძლება აღმოჩენილიც აქვს ეს შედეგი, თუმცა თითოეული ჩვენგანი ხომ პირადი პრობლემების ოპიუმშია..

და სულ დუმილი, დუმილი, როსღა გვეღირსოს ხმის ამოღება? – ხვაააალ, ხვაააალ, ხვაააალ, ხვაააალ, ხვაააალ, ზეეეეეეეგ….  რა ვეღარ დადგა ეგ ,,ხვალ?”

ბოდიშით ჟარგონებისთვის, პოსტის შინაარსს ასე უფრო უხდებოდა 🙂 და კიდევ, მაპატიეთ, თუ რამე მოგატყუეთ და სიმართლე არ გითხარით 🙂

გიორგი ეპიტაშვილი