Skip to content

ობსესიური პიროვნებები

,, ერთხელ ქვად იქეც მერე კი ასეთად დარჩი” ჰესე

ადამიანს ,,მუდმივობის” განცდა ადრიდანვე უჩნდება. მისკენ სწრაფვით იგი საკუთარ შინაგან არსს გამოხატავს. მარადიული დროის მიღმა არსებული და ყველგან მყოფი, სურათ-ხატების შექმნით ადამინმა ,,მუდმიობისაკენ” სწრაფვის მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. თუ რამდენად არის ეს გრძნობა ჩვენში გამჯდარი ამას ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, სამაგიეროდ ცვლილებებს უმალ შევიგრძნობთ. ობსესიური ადამიანი მეტისმეტად მწვავედ განიცდის წარმავლობას და ცდილობს ,,მუდმიობის” უსაფრთხო განცდით იცხოვროს,მას ზოგადად აქვს იმის სურვილი, რომ ყველაფერი ძველებურად დარჩეს და ყოველგვარი ცვლილება მასში წარმავლობის განცდას იწვევს. ადამიანი ცდილობს ამ განცდას თავი მაქსიმალურად აარიდოს. მას სურს უკვე კარგად ნაცნობ საგნებთან და მოვლენებთან ჰქონდეს საქმე, ან კვლავ გამოძებნოს იგი და დაიბრუნოს. როდესაც ადამინი ნებისმიერი სიახლის წინააღმდეგ გამოდის, მისი საქციელი სულ უფრო ემსგავსება სიზიფეს შრომას, რადგან ცხოვრება მიდმივ დინებაშია.

ობსესიური ადამინი ცდილობს, მჭიდროდ ჩაეჭიდოს თავის აზრებს,გამოცდილებას ,განწყობას და ჩვევებს,ისინი შეძლებისდაგვარად მარად მოქმედ პრინციპად ,განუხრელ წესად და ,,მარადისობის კიანონად აქციოს. ამ შემთხვევაში ადამინს აღარ სურს ახალი გამოცდილების მიღება. ზოგიერთი ობსესიური ადამინი, რომელსაც კარადა გამოტენილი აქვს ახალი ტანსაცმლით, ძალიან ძველი ტანსაცმლით დადის,ტანსაცმელს კი მარაგის სახით ინახავს. მისთვის ახლის ჩაცმა იმას ნიშნავს, რომ მან ტანსაცმელი დროს და წარმავლობას გადასაცვლელად გადააბაროს და ამით მისი საბოლოო განადგუების მოწმე გახდეს, რადგან დასასრულს მიახლოებული ყველა მოვლენა მას  წარმავლობას და სიკვდილს აგონებს. ზოგიერთი ადამინი ,,მუდმიობის” და ”მარადიულობის” მიღწევას იმით ცდილობს, რომ სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალება გამოიგონოს. ობსესიური ადამინების მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით  განსაკუთრებით დიდ მოთხოვნებს აყენებენ.სწორედ ამას უკავშირდება მათი ისეთი თვისება როგორიცაა სიფრთხილე, წინდახედულობა, შორსგამიზნული გეგმები;ამ დროს მათ პრობლემას რისკის და ცვლილებების წინაშე მათი შიში წარმოადგენს. ობსესიური ადამინი ჯერ ცურვას ისწავლის და წყალში მერე შევა. მოკლედ რომ ვთქვათ იგი ,,ცხოვრების მდინარიდან” მშრალად გამოსვლას ცდილობს.

ობსესიურ ადამინებში თაობათა შორის ბრძოლა მწვავედ მიმდინარეობს, როცა ისინი ყველა სიახლეს ეწინააღმდეგებიან , ამით მდგომარეობა აბსურდამდე მიჰყავთ; სწორედ ამის მერე ჩნდება ასპარეზზე, ისეთი მოწინააღმდეგე როგორიცაა: მეამბოხე ან რევოლუციონერი, იგი თავისთავად ცდილობს რომ საწინაარმდეგო აზრის მქონე ადამინების წინააღმდეგ უკიდურესი საშუალებაც კი უნდა გამოიყენოს, ამას კი ხშირად ის მოყვება, რომ ნაბან წყალს ბავშვსაც გადააყოლებენ ხოლმე. ობსესიური ადამინები სულ იმის შიში არიან, რომ ირგვლივ ყველაფერი შეიცვლება და ქაოსი დაისადგურებს.ხოლო როცა ადამინი ყველაფერს ასეთი პრინციპით უყურებს, მისი ცხოვრება პედანტური სახით წარიმართებ, ამ დროს მის მიერ გამოხატული საეჭვო ხედვა _სიჯიუტედ გამოვლინდება,გონივრული ანგარიშიანობა -სიძუნწედ,ხოლო ჯანსაღი პრინციპულობა-დესპოტიზმამდე მისულ თავნებობად.აკვიატებული აზრები და ქცევები ყოველთვის დაკავშიებულია იმ შიშთან, რომელიც თავს იჩენს რისკისა და გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული მოვლენების წინაშე, ეს შიში ადამინს ყოველთვის მაშინ ეუფლება, როცა ცდილობას მისთვის რაღაც ახალს თავი აარიდოს .

ობსესიურ პიროვნებებთან განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ფროიდის მიერ ზუსტად შეფასებულ ე.წ ,,უმართებულო ქცევებს” რომელთა საშუალებითაც ადამიანისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი იმპულსების გამოვლენა ხდება. ,,უმართებულო ქცევებში” იგულისხმება: ,,ამაო დაპირება” ,,დავიწყება”,,შემთხვევით ვიღაცასთან შეჯახება”. ამ დროს ადამიანები თავისდაუნებურად ავლენენ, თავიანთ დათრგუნულ გრძნობებს.