მენეჯმენტის ერთ-ერთი წესია: არ გააგზავნოთ თქვენი „იხვები“ არწივების სკოლაში. რატომ?! იმიტომ, რომ ეს არ იმუშავებს. ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი თავის შეცვლა, თუმცა, თქვენ ვერ შეცვლით სხვებს. თუ გჭირდებათ მოტივირებული ხალხი, უნდა მოიძიოთ ეს კატეგორია.
ჯიმ რონი გვიყვება:
“არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ვიყიდე გაზეთი და პირველი, რაც თვალში მომხვდა, იყო წერწერა : „ჩვენ არ ვასწავლით ადამიანებს თავაზიანობას. ჩვენ გვყავს თავაზიანი ადამიანები.“ მაშინ გავიფიქრე „რა ჭკვიანური წარწერაა!“
მოტივაცია არის იდუმალება. რატომ არის ზოგი ადამიანი მოტივირებული და ზოგი არა? არ ვიცი. ამას „გონების იდუმალება“ დავარქვი.
მე ათასობით ადამიანს ვუტარებ ლექციებს. ზოგი ,ლექციის დასრულების შემდეგ ამბობს :„მე უნდა შევცვალო ჩემი ცხოვრება“, ზოგი კი :„ეს ყველაფერი აქამდეც მქონდა მოსმენილი“ რატომ ხდება ასე?!
მდიდარი ადამიანი ათასობით ადამიანს ეუბნება , „მე წავიკითხე ეს წიგნი და მან მე გამდიდრების გზაზე დამაყენა.“თუ გამოიცნობთ ამ ათასიდან, რამდენი ადამიანი წავა და იყიდის ამ წიგნს? ძალიან ცოტა. არ არის ეს განსაცვიფრებელი? ყველა რომ არ მიდის ამ წიგნის საყიდლად გონების იდუმალებაა.
თქვენ ერთ ადამიანს ეუბნებით : “ცოტა უნდა დაისვენო. შენ არ შეგიძლია ამდენი საათი იმუშავო, ამდენი სამუშაო შეასრულო. თუ ასე გააგრძელებ, გულის შეტევას მიიღებ და მოკვდები.“ ხოლო, მეორე ადამიანს ეუბნებით: “როდის აპირებ დივანიდან ადგომას?“ რაში მდგომარეობს განსხვავება? რატომ არ იბრძვის ყველა, სიმდიდრისა და ბედნიერებისთვის?
მიაწერეთ ეს გონების იდუმალებას, და არასდროს დახარჯოთ თქვენი დრო, რომ „იხვები“„არწივებად“ გადააქციოთ. აიყვანეთ უკვე მოტივირებული ხალხი, ჩაუნერგეთ არწივად გახდომის სურვილი და მიეცით მათ ფრენის უფლება.”