1. საკუთარი შრომით შეძენილი ლუკმაპური გაცილებით უფრო ტკბილია და გემრიელი , ვიდრე ის მდიდრული სადილი , რომელიც წილად ხვდება ხოლმე ვინმე მუქთახორას.
2. ღარიბი ქოხი, აღსასვე სიამოვნებით, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ამაო სიმდიდრით სავსე ცივი პალატები. სადაც სიყვარულია, იქ ყველაფერია !
3. ჩხუბი არ შეიძლება იყოს იქ, სადაც არ არის ამისთვის აუცილებელი ორი მხარე.
4. ცოლქმრობაში უთანასწორობის მიზეზი წარმოდგება სურვილთა და აზრთა სხვადასხვაობისაგან .
5. ნუ აურევთ ერთმანეთში სულისა და სხეულის სიმახინჯეს….. არის მახინჯთ შორისაც კეთილი ხალხი ისევე, როგორც მშვენიერ სხეულში იმალება ზოგჯერ მახინჯი სული.
6. ჭეშმარიტება და ნამდვილი სიყვარული ამქვეყნად ყველა ბოროტებასა და უბედურებაზე ძლიერია.
7. სიყვარული- ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.
8. ქვეყნად ისეთი გორაკი არ არსებობს, რომ ადამიანმა დაჟინებითი ცდით ვერ მიაღწიოს.
9. სიცოცხლე გვეძლევა აუცილებელი პირობით, რომ აღსრულებამდე ვაჟკაცურად ვიცავდეთ.
10. კაცი იღბლიანია, თუ ის ქალის პირველი სიყვარულია. ქალი იღბლიანია თუ ის მამაკაცის უკანასკნელი სიყვარულია.
7 თებერვალი ჩარლზ დიკენსის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ