- არავითარ შემთხვევაში სამსახურიდან მოსულმა ქმარმა არ უნდა შეაწუხოს ოჯახი. ისე უნდა მოიქცეს, თითქოსდა ამ ქვეყანაზე საერთოდ არ ყოფილა;
- თუ შია, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე შეეთრიოს სამზარეულოში და ჭამოს, თუ დახვდა რამე, თუ არადა გამოეთრიოს და დაეგდოს ტახტზე, სანამ არ მოწყინდება, აკეთოს ეგრეთ წოდებული მკვდარი საათი;
- რაც შეეხება გაზეთის კითხვას, ქმარმა უნდა იცოდეს, რომ სახლი სამკითხველო არ არის და რომ ქალები გაზეთს წასაკითხად არ ყიდულობენ;
- თვითონ დარეცხოს და დაიუთოოს;
- საჩუქრები იყიდოს ცოლის ამორჩევითა და დავალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მოტანილი ნივთები დაეფშვნება თავზე;
- როდესაც ბავშვები თამაშობენ გაეთრიოს გარეთ და დაელოდოს, სანამ არ დაუძახებენ სახლში;
- დროზე მოიტანოს ჯამაგირი და ჩააბაროს ცოლს კაპიკ-კაპიკ;
- დილით ადრე ადგეს, დახვეტოს ოთახი, დაადგას ჩაი, ასაუზმოს ბავშვები, სამსახურში წათრევის წინ, ჩაუწიოს ნავთქურას, ფეხაკრეფით მივიდეს ცოლის საწოლთან, შუბლზე აკოცოს ცოლს და უხმოდ გაიპაროს. მსგავსი შრომა ალამაზებს ადამიანს.
- თუ ზემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება მამაკაცის ძალ-ღონეს აღემატება, ჯობს, საერთოდ არ მოვიდეს სახლში.